ეს სიროფი გაგიუმჯობესებთ მეხსიერებას, სმენას, მხედველობას და დაგეხმარებათ ცხიმების დაწვაში.

ეს სიროფი გაგიუმჯობესებთ მეხსიერებას, სმენას, მხედველობას და დაგეხმარებათ ცხიმების დაწვაში.
ბოლოკი - ადამიანის ორგანიზმისთვის წარმოუდგენლად სასარგებლო ბოსტნეული, რომელიც მაღალი საკვები ღირებულებით გამოირჩევა. C ვიტამინით, ანტოციანებითა და ფოლიუმის მჟავით მდიდარი ეს პროდუქტი თავიდან გვარიდებს ორგანიზმში სიმისვნური უჯრედების ზრდა-გამრავლებას. განსაკუთრებით სასარგებლო ეს პროდუქტი მსხვილი ნაწლავის, სწორი ნაწლავის, კუჭისა და თირკმელების სიმსივნის პროფილაქტიკისთვისაა. რკინის, C ვიტამინისა და B ვიტამინის მაღალი შემცველობის ხარჯზე ბოლოკი გვეხმარება კანის უამრავი დაავადების დამარცხებაში.

თუ თქვენ იცავთ დიეტას და გსურთ წონის დაკლება, აუცილებლად გაამდიდრეთ კვების რაციონი ბოლოკით, რადგან ის ერთ-ერთი ყველაზე დაბალკალორიული პროდუქტია და საერთოდ არ შეიცავს ცხიმებს. ეს ბსოტნეული მდიდარია უჯრედისით, რომელიც აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.

სიროფის დასამზადებლად, რომელსაც წარმოუდგენლად სასარგებლო გავლენა აქვს ჩვენს ორგანიზმზე, თქვენ დაგჭირდებათ:
  • 125 გრამი ბოლოკი;
  • ჯანჯაფილის ფესვი - 2 სმ;
  • 2 ს.კ დარიჩინის ფხვნილი;
  • 3 ს.კ ნატურალური თაფლი;
  • 4 ლიმონი.

მომზადება:

პირველ რიგში, დააბლენდერეთ ბოლოკი და ჯანჯაფილი. მიღებულ მასაში ჩაწურეთ 4 ლიმონის წვენი, ჩაამატეთ მოცემული რაოდენობით თაფლი, დარიჩინი და კიდევ ერთხელ გადაურიეთ. მიღებული მასა ჩაასხით მინის ბოთლში და შინახეთ მაცივარში. ყოველთვის, როდესაც მაცივარს გვერდით ჩაუვლით, მიირთვით ეს საშუალება 1 ყლუპის ოდენობით. როდესაც ნარევი ამოგეწურებათ, დაამზადეთ ის ხელთავიდან. ეს საოცრად სასარგებლო საშუალება გაგიუმჯობესებთ მეხსიერებას, სმენას, მხედველობას და დაგეხმარებათ ცხიმების დაწვაში. გარდა ყოველივე ამისა, ბოლოკის სიროფი არაჩვეულებრივია ორგანიზმის გასაჯანსაღებლად და მისი თავდაცვითი ძალების ასამაღლებლად.