აი, როგორ გამოიყურება მსოფლიოში ყველაზე საზიზღარი საჩუქარი. სანამ შეფუთვას ხსნი, შეიძლება ჭკუიდან გადახვიდე.  

"მსოფლიოში ყველაზე საზიზღარი საჩუქრის" ისტორია ერთი წლის წინ დაიწყო. სწორედ მაშინ ჩვენი ისტორიის მთავარი გმირის დამ გადაწყვიტა მას გახუმრებოდა და საზეიმო სახით გადასცა დიდი რაოდენობით წებოვან ლენტში გახვეული პაკეტი. 

საბრალომ ბევრი დრო დახარჯა საჩუქრის გახსნაზე, მაგრამ შიგნით მხოლოდ ერთადერთი შოკოლადი დახვდა. მამაკაცმა გადაწყვიტა დისთვის სამაგიეროდ გადაეხადა და ერთი წლის შემდეგ ეს დრო დადგა. 





მეუღლის თანამონაწილეობით მან მომავალი შობის დადგომამდე შურისძიების დეტალური გეგმა შეადგინა. ბოულინგის მძიმე ბურთი გახდა პირველი ელემენტი რასაც მამაკაცმა "მსოფლიოში ყველაზე საზიზღარი საჩუქარი" უწოდა. 



ბურთის თითოეული ხვრელი ეშმაკმა კაცმა მეუღლესთან ერთად დაჭმუჭნილი ქაღალდით ამოავსო. შემდეგ კი საკვების ცელოფნით კარგად შეფუთა. 



შემდეგი ნაბიჯი საკონდიტრო ცხიმი იყო. საკვებ ცელოფანში შეფუთულ ბურთს გარედან ეს ცხიმი წაუსვეს, რომ დას ხელიდან დასხლტომოდა. 



ეშხში შესული ცოლ-ქმარი ცხიმს ფენა ფენა ამატებდნენ, სანამ სანამ ეს ინგრედიენტი არ დაუმთავრდათ. ამ დროისთვის ათვლა უკვე აერიათ.