კისრისა და დეკოლტის ზონიდან ნაოჭები სწრაფად გაქრება. 3 საოცრად ეფექტური და იფაი რეცეპტი
პირველი ნაოჭების გაჩენა კისრისა და დეკოლტის ზონაზე - ნამდვილი კატასტროფა თითოეული ქალბატონისთვის. როგორც წესი, მოცემული პრობლემის წინააღმდეგ საბრძოლველად, ხშირად ძვირადღირებულ კოსმეტიკურ საშუალებებსა და პროცედურებს მივმართავთ, თუცმა სასურველ შედეგს ყოველთვის ვერ ვიღებთ. ამის გამო, ჩვენ გვიწევს საკუთარი პრობლემის შენიღბვა სხვადასხვა საშუალებების დახმარებით და უარის თქმა ღრმა დეკოლტიან ტანსაცმელზე, რაც ძალზედ სამწუხაროა, არა?
როგორ ვებრძოლოთ ნაოჭებს სწორად?
რა თქმა უნდა, მოცემული პრობლემისგან სრულად გათავისუფლება შეუძლებელია, თუმცა ნაოჭების შემცირება ზომაში და მათი გაგლუვება არც თუ ისე რთულია რამდენიმე ნატურალური საშუალების გამოყენებით. თითოეული საშუალება, რომელთა შესახებ დღეს FPAPARAZZI-ს რედაქცია მოგითხრობთ, სტიმულირებს კოლაგენის გამომუშავებას, ამცირებს ნაოჭებს ზომაში და ატენიანებს კანს.
მაშ ასე, დღეს გასწავლით, თუ როგორ დაუბრუნოთ კანს პირვანდელი ელასტიურობა რამდენიმე იაფი საშუალების დახმარებით. ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება.
საშუალება №1
ლუდის საფუარი
ინგრედიენტები:
ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ ერთ ჭურჭელში და ურიეთ ერთგვაროვანი მასის წარმოქმნამდე. მიღებული მასა წაისვით კისრისა და დეკოლტის ზონაზე, დაიტოვეთ სამოქმედოდ 15 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ ცივი წყლით. გაიმეორეთ ეს პროცედურა კვირაში 3-ჯერ სასურველი შედეგის მიღებამდე. სასიამოვნო ცვლილებები ხანმოკლე დროში თვალსაჩინო იქნება.
საშუალება №2
თაფლი და ავოკადო
ინგრედიენტები:
მოამზადეთ ფაფისებრი მასა ავოკადოს რბილობისგან და ჩაამატეთ მასში 1 სუფრის კოვზი თაფლი. კარგად გადაურიეთ. წარმოქმნილი მასა წაისვით კისრისა და დეკოლტის ზონაზე ნელი წრიული მოძრაობებით (იკეთეთ მსუბუქი მასაჟი თითის ბალიშებით), გაიჩერეთ სამოქმედოდ 15 წუტით და შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით. მოიქეცით ასე კვირაში 3-ჯერ სასურველი შედეგის მიღებამდე.
საშუალება №3
ბანანი და ვარდის ეთერზეთი
ინგრედიენტები:
პირველ რიგში, მოამზადეთ ფაფისებრი მასა მწიფე ბანანისგან და შემდეგ ჩაამატეთ მასში მოცემული რაოდენობით ვარდის ეთერზეთი. კარგად გადაურიეთ. მიღებული მასა წაისვით კისრისა და დეკოლტის ზონაზე თხელ ფენად, გაიჩერეთ 20 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით. ჩაიტარეთ ეს პროცედურა კვირაში 3-ჯერ სასურველი შედეგის მიღებამდე.
მოცემული 3 საშუალებიდან აირჩიეთ თქვენთვის ყველაზე ხელმისაწვდომი და შეუდქეით საკუთარ თავზე ზრუნვას დღეიდანვე. თითოეული რეცეპტი გამოირჩევა საოცარი ეფექტურობით. რეგულარული პროცედურების შედეგად სასურველი შედეგი ხანმოკლე დროში იქნება თვალსაჩინო. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!

- 100 გრამი ნატურალური იოგურტი;
- 1 ს.კ. დაფქული ლუდის საფუარი;
- 1 ს.კ. ხორბლის მარცვლის ჩანასახის ზეთი (მოიძიეთ აფთიაქებში).
ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ ერთ ჭურჭელში და ურიეთ ერთგვაროვანი მასის წარმოქმნამდე. მიღებული მასა წაისვით კისრისა და დეკოლტის ზონაზე, დაიტოვეთ სამოქმედოდ 15 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ ცივი წყლით. გაიმეორეთ ეს პროცედურა კვირაში 3-ჯერ სასურველი შედეგის მიღებამდე. სასიამოვნო ცვლილებები ხანმოკლე დროში თვალსაჩინო იქნება.
საშუალება №2
თაფლი და ავოკადო
ინგრედიენტები:
- 100 გრამი ავოკადოს რბილობი;
- 1 ს.კ. ნატურალური თაფლი.
მოამზადეთ ფაფისებრი მასა ავოკადოს რბილობისგან და ჩაამატეთ მასში 1 სუფრის კოვზი თაფლი. კარგად გადაურიეთ. წარმოქმნილი მასა წაისვით კისრისა და დეკოლტის ზონაზე ნელი წრიული მოძრაობებით (იკეთეთ მსუბუქი მასაჟი თითის ბალიშებით), გაიჩერეთ სამოქმედოდ 15 წუტით და შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით. მოიქეცით ასე კვირაში 3-ჯერ სასურველი შედეგის მიღებამდე.
საშუალება №3
ბანანი და ვარდის ეთერზეთი
ინგრედიენტები:
- 1 ძალიან მწიფე ბანანი;
- 1 ს.კ. ვარდის ეთერზეთი.