შეიხი ალ კარნი: "ცოლთან ნებისმიერი პრობლემის მოგვარება შესაძლებელია 5 წუთში"
საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ქალები და კაცები სამყაროს სხვადასხვა კუთხიდან უყურებენ. თუ ერთი მხარისთვის ურთიერთობა განუზომლად მნიშვნელოვანია, მეორე მხარე მას სრულ სისულელედ მიიჩნევს. ქალებს სიტუაციების დრამატიზირება ჩვევიათ, მამაკაცები კი ჩივიან, რომ ქალბატონები მათ გულცივობასა და პრიმიტივიზმში ადანაშაულებენ. რა თქმა უნდა, ჭეშმარიტება სადღაც შუაშია. ორივე მხარემ იდეალური ურთიერთობისკენ მიმავალი გზის თავისი ნახევარი უნდა განვლოს.
აიდ ალ-კარნი - მუსლიმი სწავლული, მწერალი და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი არაბი მქადაგებელია. არც ისე დიდი ხნის წინ გამოქვეყნდა შეიხის ინტერვიუ, სადაც ბრძენკაცი იძლევა სასარგებლო რჩევებს ოჯახური კონფლიქტების მოსაგვარებლად. სიამოვნებით გაგაცნობთ მის რეკომენდაციებს.
ცოლისა და ქმრის ურთიერთობა
მუსლიმ აუდიტორიასთან ერთ-ერთი შეხვედრისას ალ-კარნიმ დამსწრე საზოგადოებას გააცნო ეფექტური მეთოდი, თუ როგორ უნდა მოაგვაროთ მეუღლესთან ყველაზე ძლიერი უთანხმოებაც კი სულ რაღაც 5 წუთში. "არა მარტო ეინშტეინსა და ნიუტონს შეუძლიათ დიდი აღმოჩენების კეთება. აღმოსავლეთსაც აქვს ამის უნარი" - ღიმილით წარმოთქვა მეცნიერმა და მწერალმა, და ოჯახური ურთიერთობების მოწესრიგების საიდუმლოც გაგვანდო.
კარგი იქნება, თუ ყოველი მოსიყვარულე მეუღლე წაიკითხავს და, რაც მთავარია, გაიაზრებს ამ ოქროს სიტყვებს.
"თუკი უცბად უთანხმოება ჩამოვარდა მეუღლესთან, არ უნდა აუწიოთ ხმას, დააშინოთ ან უთხრათ, რომ ის არასწორია. ნებისმიერი ქალისთვის აუცილებელია აზრის გამოთქმა - მიეცით მას ამის საშუალება. ოღონდ ამ დროს არ უნდა მიაშტერდეთ ტელევიზორს ან კომპიუტერს.
ყველაზე მნიშვნელოვანი, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ ასეთ სიტუაციაში - დანებდეთ მას. დახარეთ თავი და მორჩილად მოუსმინეთ. რაც მთავარია, ხმა არ ამოიღოთ. არ აქვს მნიშვნელობა, მართალი ხართ, თუ არა.
უთხარით, რომ იგი სრულებით მართალია და თქვენც ინანიებთ არასწორ საქციელს. შეპირდით, რომ ეს არასოდეს განმეორდება. შეევედრეთ, გაპატიოთ.
ქალი ყოველთვის ემოციურია, მას გრძნობები მართავენ და, როგორც წესი, იგი მამაკაცზე გულკეთილი და გულმოწყალეა. ქალი ზრუნავს ავადმყოფებსა და ახლობლებზე მაშინ, როცა თავადაც ავადაა. იგი ხომ სულიერ სითბოს ჩუქნის მეუღლეს."
ყველაფერი მარტივადაა. თუ გსურთ მეუღლესთან ურთიერთობის მოგვარება, შეიძინეთ მისი დროდადრო მოსმენის ფასდაუდებელი უნარი. დახარჯეთ 5 წუთი ამისთვის და მიიღეთ უამრავი სარგებელი: გაიგებთ, რას ფიქრობს და რა აწუხებს თქვენს რჩეულს, ბოლოს და ბოლოს შეგიძლიათ სტრიქონებს შორის ისიც ამოიკითხოთ, თუ რა საჩუქარი სურს დღესასწაულებზე.
5 წუთიანი საუბარი ხელს შეუწყობს თქვენ დაახლოებას და მორიგ სკანდალსაც აგარიდებთ თავიდან. სხვათა შორის, თუკი ამჯერად არ მოუსმენთ მას, ის აუცილებლად გაიძულებთ ამას სხვა დროს, ოღონდ სრულიად განსხვავებული ფორმით.
თუ თქვენ ისწავლით, დროდადრო იყოთ მშვიდი და ყურადღებიანი, ისაუბროთ საკუთარ გრძნობებზე და ხშირად მოეხვევით საყვარელ ქალს, მაშინ უთანხმოების ყველა მიზეზი გაქრება თავისთავად. იყოთ ბედნიერი - ეს ხომ მარტივია!