აი რომელი მამაკაცი მიიჩნევა საუკეთესო საყვარლად ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

აი რომელი მამაკაცი მიიჩნევა საუკეთესო საყვარლად ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ქალისა და მამაკაცის ჯანსაღი ურთიერთობა სექსის გარეშე წარმოუდგენელია. ეს პუნქტი ორივე პარტნიორისთვის მნიშვნელოვანია. გაცნობისას არაერთი ქალი გაიფიქრებს გულში ”ნეტა, როგორია ლოგინში?” და სწორადაც აკეთებს, რადგან ქალების უმეტესობისთვის მნიშვნელოვანია, რომ მამაკაცი მას სექსუალურად აკმაყოფილებდეს.

ამიტომ, ასტროლოგიური პროგნოზი ამ საკითხში ზედმეტი არ იქნება. რა თქმა უნდა, ეს 100%-იანი დახასიათება არ გახლავთ, თუმცა ბევრი რამ ემთხვევა. ამიტომ წავიკითხოთ და გავაკეთოთ დასკვნა.

დავიწყოთ ანალიზი იმ ნიშნით, რომელსაც ”ლოგინის მაჩოს” წოდება არ ერგო, რადგან ის საკმაოდ უხეშია პარტნიორთან. თუ ”ნაცრისფერის 50 ელფერის” სტილის სექსის მომხრე არ ხართ, არ არის რეკომენდირებული სექსუალური ურთიერთობა მერწყულთან, მშვილდოსანთან, ქალწულთან და თევზებთან. ვერძი კი უხეშობის რეიტინგის სათავეში დგას.

ზედმეტად ტკბილები და ნაზები აღმოჩნდნენ კირჩხიბი და ტყუპები. რომანტიკოსობას მათ ნამდვილად ვერ წაართმევთ.

ეგოისტი მამაკაცების რიცხვს, რომლებსაც საკუთარი მოთხოვნილებების გარდა არაფერი აინტერესებთ, შეიძლება მივაკუთვნოთ ლომი, ვერძი, მშვილდოსანი და თხის რქა. რთულია ამის შეგუება, მაგრამ ეს სიმპათიური მამაკაცები მეტს იღებენ, ვიდრე გასცემენ. დიდი შანსია იმისა, რომ მათთან სიამოვნების პიკზე ვერ აღმოჩნდებით, ამიტომ ასჯერ დაფიქრდით, სანამ მათთან ურთიერთობას გააბამთ.

სწრაფი სექსის ”მიმდევრები” გახლავთ ტყუპები, ვერძები და მშვილდოსნები. თუ ”სპორტის ეს სახეობა” მოგწონთ - კი ბატონო!

ახლა კი გადავიდეთ ჩვენი ჰოროსკოპის ყველაზე საინტერესო ნაწილზე - გმირებზე, რომლებიც დამსახურებულად მიიჩნევიან საუკეთესო საყვარლებად. ქალებს საუკეთესო სექსი კუროებთან ჰქონდათ, მეორე ადგილზე მორიელია, მესამეზე კი - თხის რქა (ალბათ, როდესაც საკუთარ ეგოზე ივიწყებს, საოცარი სიამოვნების მინიჭება შეუძლია).

აი ასეთი გახლავთ სასიყვარულო შესაძლებლობების ასტროლოგიური პროგნოზი. რა თქმა უნდა, არ გირჩევთ, სიტყვასიტყვით ირწმუნოთ ყველაფერი, რაც წერია, რადგან ბევრი რამ ფიზიოლოგიაზე და ”ქიმიაზეა” დამოკიდებული. თუმცა, გათვალისწინება ნამდვილად ღირს!