მიშვებული სოკოს მკურნალობაც კი მარტივია სახლში. მოიექცით ასე დღეში 2-ჯერ

მიშვებული სოკოს მკურნალობაც კი მარტივია სახლში. მოიექცით ასე დღეში 2-ჯერ
ფრჩხილის სოკოვან ინფექციას ეწოდება ონიქომიკოზი. იგი წარმოსდგება ძველი ბერძნული სიტყვისგან "ფრჩხილი" (ones, onihos) და "სოკო" (mukes).



ფრჩხილის სოკო საკმაოდ გავრცელებული პათოლოგიაა და უამრავი ადამიანის პრობლემაა. ამის მიზეზი არის ის, რომ მის პათოგენებს, განსაკუთრებით კი მიკროსკოპულ დერმატოფიტებს გააჩნიათ გადარჩენის განსაკუთრებული უნარი.



ისინი აზიანებენ არა მარტო ფრჩხილებს, არამედ კანსა და თმასაც. თუმცა ყველაზე მომაბეზრებელი და უსიამოვნო მაინც ფრჩხილის სოკოა.

როგორ მოვიშოროთ ფრჩხილის სოკო სახლის პირობებში

დღევანდელ დღეს ხელისა და ფეხის ფრჩხილის სოკოს სამკურნალო უამრავი პრეპარატი არსებობს, რომელთაც ადვილად მიაგნებთ აფთიაქებში. ყველაზე მეტად ეფექტურია სპეციალური მალამოები, წვეთები ან გელები.



მიუხედავად ამისა, როდესაც სასწრაფოდ საჭიროებთ მკურნალობას, ხოლო ექიმთან ვიზიტის არც დრო გაქვთ და არც სახსრები, მაშინ შეგიძლიათ ნატურალურ საშუალებებსაც მიმართოთ. ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი და ეფექტური საშუალება არის ვაშლის ძმარი.

სოკოს მოშორება ვაშლის ძმრის დახმარებით

ვაშლის ძმრის ეფეტურობა მდგომარეობს იმაში, რომ იგი ქმნის სოკოთი დაზიანებულ უბანზე მჟავა გარემოს, რომელიც ხელს უშლის ჰიფის ზრდას და სპორების გავრცელებას. დროთა განმავლობაში, საკვების გარეშე დარჩენილი სოკო კვდება.



ვაშლის ძმარი ამ ბუნებრივ ინგრედიენტებთად ერთად გახლავთ ონიქომიკოზის სამკურნალო იდეალური საშუალება.

ინგრედიენტები

  • 2ც ლიმონი
  • 2 კბილი ნიორი
  • 100 მლ წყალი
  • 1 ღერო როზმარინი
  • 1 ჭიქა ვაშლის ძმარი


გამოყენების წესი

  1. დაჭერით ლიმონი ნაჭრებად. გაფცქვენით ნიორი.

  2. მდუღარე წყალში ჩაყარეთ ლიმნის ნაჭრები, ნიორი და როზმარინი. ხარშეთ რამდენიმე წუთი, შემდეგ გააგრილეთ.

  3. გაგრილების შემდეგ დაუმატეთ ძმარი და კარგად აურიეთ.

  4. გამოყენებამდე დაიბანეთ ნატურალური საპნით დაზიანებული უბანი, შემდეგ კარგად გაიმშრალეთ, რადგან ტენიანობა შეიძლება სერიოზულ შემაფერხებელ ფაქტორად იქცეს.

  5. ამის შემდეგ წაისვით ნაზავი. პროცედურა უნდა ჩაიტაროთ დღეში ორჯერ და იქამდე, სანამ საბოლოოდ არ გაქრება სოკო.

  6. ნარევი შეინახეთ კარგად დახურულ ჭურჭელში.


სოკოვანი დაავადებების მკურნალობა ლავანდის ეთერზეთის საშუალებით

ლავანდის ეთერზეთს გააჩნია ძლიერი სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება.



სამკურნალოდ საჭიროა მხოლოდ რამდენიმე წვეთის წასმა და შეშრობა კანის დაზიანებულ უბანზე. პროცედურა უნდა ჩაიტაროთ დღეში სამჯერ. საუკეთესო შედეგის მისაღწევად, კარგი იქნება, თუ დაიცავთ სოკოს საწინააღმდეგო დიეტასაც.



შინაური რეცეპტები მეტად ეფექტურია სოკოს სამკურნალოდ, თუმცა მისი საბოლოოდ მოშორების გარანტიას ვერ იძლევა.

ფრჩხილის სოკოს იწვევს განსაკუთრებით სიცოცხლისუნარიანი მიკროორგანიზმები. განკურნების შემთხვევაშიც კი შეიძლება მოხდეს რეციდივი. ამიტომ, საჭიროა მისი კომპლექსური მკურნალობა და ექიმის დანიშნულების დაცვა.