ამ საშუალებას ონიხომიკოზის (ფრჩხილის სოკოს) პირველ და უძლიერეს მტერს უწოდებენ.

ამ საშუალებას ონიხომიკოზის (ფრჩხილის სოკოს) პირველ და უძლიერეს მტერს უწოდებენ.
ფრჩხილის სოკო საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, რომლისგანაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ადამიანი იტანჯება. მოცემული პრობლემის წინაარმდეგ ბრძოლა, სამწუხაროდ, არც თუ ისე მარტივია. მკურნალობა მოითხოვს ხანგრძლივ დროსა და არც თუ ისე მცირე ძალისხმევას.

ფრჩხილის სოკოვან დაავადებას მედიცინაში ონიხომიკოზის სახელწოდებით ვიცნობთ. ონიხომიკოზი ყველაზე ხშირად ფეხის თითების ფრჩხილებზე იჩენს თავს, რადგან სხეულის სწორედ ეს ნაწილი იმყოფება გამუდმებით სითბოში და ნესტში, რაც პროვოცირებს სოკოვანი ინფექციის განვითარებას. თუ პრობლემას დროულად არ ვუმკურნალებთ, ის გაცილებით მასშტაბურ და რთულ ფორმებს შეიძენს. როდესაც ფრჩხილის გასქელებას და მის ყვითლად შეფერვას შენიშნავთ, სასწრაფოდ მიიღეთ შესაბამისი ზომები, რათა ხანმოკლე დროში გაუმკლავდეთ პრობლემას და თავიდან აირიდოთ სიტუაციის გამწვავება.

დღევანდელ სტატიაში ჩვენი რედაქცია გთავაზობთ იაფი და ნატურალური კომპონენტებისგან შემდგარ, მარტივად მოსამზადებელ საშუალებას, რომელიც ფრჩხილის სოკოს პირველი და უძლიერესი მტერია.

თქვენ დაგჭირდებათ:
  • წყალბადის ზეჟანგი;
  • 90%-იანი ეთილის სპირტი;
  • თეთრი ძმარი;

ინსტრუქცია:

როგორც ვახსენეთ, ფრჩხილის სოკოს საწინააღმდეგო ამ საოცრად ეფექტური საშუალების დამზადება ძალიან მარტივია. შეურიეთ ერთმნეთში წყალბადის ზეჟანგი და ეთილის სპირტი თანაბარი პროპორციებით. მიღებულ ნარევში ჩაამატეთ მცირეოდენი თეთრი ძმარი, რათა თავიდან აირიდოთ სპირტის აორთქლება. ზემოთ ნახსენები 2 ინგრედიენტი აიღეთ იმ რაოდენობით, რომ მიღებული ნარევი გეყოთ ინფიცირებული ფრჩხილების დასამუშავებლად.

გამოყენების წესი:

  1. კარგად დაიბანეთ და შემდეგ გაიმშრალეთ ფეხები.
  2. ბამბის პატარა ნაჭერი ჩაალბეთ მიღებულ ნარევში და შეუდექით ფეხის თითოეული ფრჩხილის დამუშავებას.
  3. მოიქეცით ასე ყოველდღიურად იქამდე, სანამ პრობლემა ბოლომდე არ გაქრება.
  4. ყოველი პროცედურისთვის დაამზადეთ ახალი ნარევი.

რეგულარული პროცედურების შედეგად ფრჩხილის სოკო წარსულში დარჩება. არ დაგავიწყდეთ ამ სასარგებლო ინფორმაციის გაზიარება მეგობრებისთვის. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!