მზრუნველმა მშობლებმა თავიანთ შვილებს ყოველ დღე უნდა უთხრან ეს 8 ფრაზა. მხოლოდ ამ შემთხვევაში გაიზრდებიან ისინი ძლიერები
აშკარაა, რომ ბავშვების აღზრდის პროცესში არ არსებობს ერთი კონკრეტული სწორი მეთოდი და მკაფიოდ ფორმულირებული წესები. მიხედავად ამისა, არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფრაზა, რომლის მოსმენა ბავშვისთვის აუცილებელია ყოველდღიურად. ეს სიტყვები არა მარტო გაამტკიცებს თქვენ კავშირს ბავშვთან, არამედ აამაღლებს მის თვითშეფასებას, გამოუმუშავებს თავდაჯერებულობას. სხვა ვინ ეტყვის ამ ყველაფერს თქვენ გარდა?
გიამბობთ, რისი მოსმენა არის მნიშვნელოვანი ბავშვებისთვის მშობლებისგან და ხასიათის რა თვისებების განვითარებას უწყობს ის ხელს.
რა სიტყვები უნდა ვუთხრათ ბავშვს
გიამბობთ, რისი მოსმენა არის მნიშვნელოვანი ბავშვებისთვის მშობლებისგან და ხასიათის რა თვისებების განვითარებას უწყობს ის ხელს.
რა სიტყვები უნდა ვუთხრათ ბავშვს
- "ყველაფერი რიგზეა, უბრალოდ კიდევ სცადე."
ეს ფრაზა უნდა ვუთხრათ ბავშვს, თუ მას რაიმე არ გამოსდის. ასე ის გაიგებს, რომ წარუმატებლობა ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია, რასაც ვერსად გაექცევა და რაც მთავარია, არ არის საჭირო მისგან გაქცევა. ეს ავითარებს ბავშვში სიმტკიცესა და სულიერ სიძლიერეს. ცადეთ უთხრათ ეს სიტყვები, შენიშვნების მაგივრად. ის ხომ ახლა იწყებს ყველაფრის სწავლას. - "მადლობა იმისათვის, რომ..."
იყავით მადლიერი ყველაფრისთვის, რასაც ის აკეთებს. მნიშვნელოვანია ამის კეთება ღრმა ბავშვობიდან, რათა ჩამოვუყალიბოთ მას ეს თვისება. გადაუხადეთ მადლობა ყოველთვის, როცა ამის საშუალება მოგეცემათ და თქვენ დაინახავთ, როგორ დაიწყებს ბავშვი იგივეს გამეორებას. ეს ჩაუნერგავს მას მადლიერების გამოხატვის უნარს.
- "მე ვამაყობ შენით"
ხშირად უთხარით ბავშვებს, რაოდენ ძლიერ ამაყობთ მათით. უთხარით მაშინ, როდესაც რაიმეს გააკეთებს დამოუკიდებლად ან რაღაცით გამოიჩენს თავს. ეს გამოუმუშავებს თავდაჯერებულობას. - "შენ განსაკუთრებული ხარ"
ამ სიტყვების გაგონებისას ბავშვი გრძნობს, როგორ ძლიერ გიყვართ და რაოდენ ძვირფასია ის თქვენთვის. მნიშვნელოვანია, ბავშვობიდანვე ხვდებოდეს, რომ ის განსაკუთრებული და უნიკალურია და მეორე მისნაირი არ არსებობს. ეს ბევრს ნიშნავს მისთვის. - "ვიცი, რომ შენ შეძლებ"
ბავშვისთვის აუცილებელია ამ სიტყვების მოსმენა, როდესაც ის ეჯახება მისთვის რაიმე ახალ სირთულეს. ეს გაუღვივებს მას საკუთარი თავის რწმენას, რაც აუცილებლად გამოადგება ცხოვრებაში. - "მადლობელი ვარ იმისთვის, რომ შენ მყავხარ"
ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამის გაგონება თქვენგან. ეს ფრაზა დაეხმარება მას, გააცნობიეროს, რომ ის არის მთავარი თქვენ ცხოვრებაში. ასეთი ფრაზები მჭიდრო კავშირს დაამყარებს თქვენ შორის, ხშირად წარმოთქვით. - "მომენატრე"
უთხარით ბავშვს ყოველი, თუნდაც ყველაზე პატარა, განშორების შემდეგ. ასე იგი მიხვდება, რომ თქვენ ფიქრობთ მასზე მაშინაც, როდესაც ერთად არ ხართ. მისთვის მნიშვნელოვანია ამის შეგრძნება. - "მე შენ მიყვარხარ"
რაც არ უნდა ხშირად იმეორებდეთ ამას, არასოდეს არ იქნება ზედმეტი. უთხარით ბავშვს ყოველ დღე. ისინი მშვიდად გრძნობენ თავს, როდესაც იციან, რომ უყვართ. გაიზრდებიან და ყოველთვის არ მიიღებენ ცხოვრებისეულ სწორ გადაწყვეტილებებს, დაუშვებენ შეცდომებს, მაგრამ ამ დროსაც კი მნიშვნელოვანია იცოდნენ, რომ მშობლებს ისინი ყოველთვის ეყვარებათ. ხშირად ეს გვაკლია ყველაზე მეტად.
უბრალოდ ცადეთ და უთხარით საკუთარ შვილებს ეს ფრაზები. სინამდვილეში ამგვარ სიტყვებს დიდი მნიშვნელობა აქვს ნებისმიერი ადამიანისთვის, განურჩევლად ასაკისა, იქნება ის 3 წლის, თუ 33-ის. 33 წლისებიც ჩვენ გულში ბავშვებად ვრჩებით, ხოლო მშობლების მხარში დგომა და კეთილი სიტყვა ყოველთვის მოქმედებს გულსა და სულზე, როგორც სამკურნალო ბალზამი.