ქაშაყის გასუფთავება ერთი მარტივი მოძრაობით
ბევრს უყვარს ქაშაყისგან მომზადებული კერძები, მაგრამ არავის მოწონს მისი გასუფთავების ხანგრძლივი და დამღლელი პროცესი. ზოგიერთვისთვის ეს პროცესი პირველივე ჯერიდან აუტანელი ხდება და ისინი უბრალოდ უარს ამბობენ ქაშაყთან საქმის დაჭერაზე.
ქაშაყისგან მომზადებული სალათი შუბა არის საახალწლო სუფრის ერთ-ერთი მთავარი კერძი. თუმცა, არის ერთი ნიუანსი. სალათში თევზი ფხების გარეშე უნდა იყოს.
ყოველთვის შეიძლება მზა ფილეს ყიდვა მაღაზიაში, თუმცა იგი სავსეა მავნე დანამატებით. სჯობს მაინც თავად ისწავლოთ მისი მარინადში ჩადება.
ამ მარტივი მეთოდით თქვენ სწრაფად შეძლებთ თევზის გასუფთავებას.
როგორ მოვამზადოთ ქაშაყი
თქვენ დაგჭირდებათ
დამუშავების პროცესი
ქაშაყისგან მომზადებული სალათი შუბა არის საახალწლო სუფრის ერთ-ერთი მთავარი კერძი. თუმცა, არის ერთი ნიუანსი. სალათში თევზი ფხების გარეშე უნდა იყოს.
ყოველთვის შეიძლება მზა ფილეს ყიდვა მაღაზიაში, თუმცა იგი სავსეა მავნე დანამატებით. სჯობს მაინც თავად ისწავლოთ მისი მარინადში ჩადება.
ამ მარტივი მეთოდით თქვენ სწრაფად შეძლებთ თევზის გასუფთავებას.
როგორ მოვამზადოთ ქაშაყი
თქვენ დაგჭირდებათ
- ქაშაყი
- საჭრელი დაფა
- ბასრი დანა
- ხელთათმანი მათთვის, ვისაც არ უყვარს თევზის სპეციფიკური სუნი
დამუშავების პროცესი
- პირველ რიგში კარგად გარეცხეთ ქაშაყი
- შემდეგ ბასრი დანით მოაცალეთ თავი
- გაუჭერით მუცელი თავიდან კუდამდე. გამოაცალეთ შიგნეული. თუ გაგიმართლათ და მუცელში ხიზილალა აღმოაჩინეთ, ის შეგიძლიათ სენდვიჩისთვის გამოიყენოთ.
- ხელახლა გარეცხეთ თევზი. ახლა უნდა გააცალოთ კანი. ამისათვის, ჩაჭერით ღრმად ხერხემლის ჩაყოლებაზე, თავიდან კუდამდე.
- მაშინვე მოაცალეთ ზურგის ფარფლი. შემდეგ კი დანის წვერით ფრთხილად ჩაყევით ზევიდან ქვემოთ და ააცალეთ კანი.
- ახლა ყველაზე მთავარი. გაყავით კუდი ორ ნაწილად. დაიჭირეთ თევზი კუდის ორივე ნაწილით. შემდეგ დაგრიხეთ ისინი. უკვე კუდთან ახლოს გაჩნდება პატარა ნახევი.
- ფრთხილად გააგრძელეთ ქაშაყის გაყოფა. ამ დროს ყველა ფხა აღმოჩნდება იმ მხარეს, სადაც არის საზურგე.
- დაგრჩათ მხოლოდ კუდის მოჭრა და ხერხემლის მოცილება ფხებთან და ზურგთან ერთად.
- შეამოწმეთ ფილეს მზა ნაწილები. მოაცილეთ დარჩენილი ფხები. ამაში დაგეხმაებათ ჩვეულებრივი ჩანგალი.
- დარჩენილი გვერდული ფხების ქვეშ შეყავით ჩანგლის კბილები, ამოწიეთ ფხები თქვენსკენ და მოაცალეთ.
- ფხების მოცილების შემდეგ შეგიძლიათ დაჭრათ ნაწილებად და გამოიყენოთ სალათისთვის.
ახლა უკვე იცით როგორ გაასუფთავოთ სწრაფად ქაშაყი. იმედი გვაქვს, ყველაფერი გამოგივათ.