აირჩიეთ მოლა და მიიღებთ გასაკვირ წერილს!!!

აირჩიეთ მოლა და მიიღებთ  გასაკვირ წერილს!!!
მოლა - ეს არის ხელოვნების ტრადიციული ფორმა, რომელსაც იყენებენ პანამის მკვიდრი ხალხები.

მოლა კეთდება ხელით და ის ასევე წარმოადგენს გუნის მცხოვრებთა ტრადიციული სამოსის ნაწილს. ტრადიციული კოსტიუმი თავის თავში მოიცავს მოხატულ ქვედაწელს, წითელ და ყვითელ თავსაფარს, ბრელოკებს ხელებისთვის და ფეხებისთვის, ოქროს ბეჭედს და საყურეებს კოფთას დანამატის სახით.

FPAPARAZZI-ს რედაქცია გთავაზობთ ამოირჩიოთ პირველივე მოწონებული მოლა და შემდეგ გაეცნოთ მის შესაბამის წერილის შინაარს.


აირჩიეთ მოლა და მიიღებთ  გასაკვირ წერილს!!!


  1. წერილი აყვავების შესახებ
    ეს წერილი თქვენ ცხოვრებაში მოვიდა იმის გასახსენებლად, რომ მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ საკუთარი თავის მოტივირება, რომ თქვენი მოქმედებები - ეს უკვე თქვენი მოტივაციაა. ამიტომ უბრალოდ დაარწმუნეთ საკუთარი თავი, რომ თქვენ თვითონ აშენებთ საკუთარ ცხოვრებას, უბრალოდ უთხარით საკუთარ თავს, რომ თქვენ სხვებზე მეტად იმსახურებთ ყველანაირ სიკეთეს ამ სამყაროში.

    არ არის აუცილებელი მიზნის მიღწევა ერთ დღეში, მთავარია ყოველ დღე საკუთარი ოცნების გზაზე იაროთ და არასდროს არ დანებდეთ, მაშინაც როცა ძალიან რთულად არის საქმე. ამგვარად თქვენ ნახავთ, როგორ ხდება თქვენი ცხოვრება უფრო ბედნიერი. დაიწყეთ საკუთარ თავზე მუშაობა, არ დაზოგოთ ძალები, თქვენ ხომ მალე შესძლებთ საკუთარი გარჯის ნაყოფის ხილვას.




  2. წერილი სიმშვიდის შესახებ
    თქვენი აზრები ხშირად თქვენ თავის მოკრებაში ხელს გიშლიან. მაგრამ აქ საუბარია არა მარტო აზრებზე ან იდეებზე, არამედ იმაზეც, რომ ცხოვრებაში აღსრულდნენ ეს იდეები. ეს სურათი თქვენთან მოხვდა, რათა შემოგთავაზოთ მცირე შესვენება, თქვენი იდეების ერთ მთლიანობაში შეგროვება, მათი დახვეწა, საკუთარ გონში სიცხადის შეტანა და წინ სიმშვიდით წასვლა. ასე თქვენ შესძლებთ თითოეული თქვენი მიზნის მიღწევას. შესაძლოა, თქვენი აქტიური და შფოთიანი ბუნების გამო თქვენ ბევრი რამ არ გამოგდით, ზოგიერთ შემთხვევებში ტქვენ ძალიან იმპულსიური ადამიანი ხართ.




  3. წერილი სიყვარულის შესახებ
    თქვენ არ გაქვთ საფუძველი საკუთარი თავი დასაჯოთ წარსულის გამო. ყველაფერი, რაც გააკეთეთ, სწორი იყო. გაუშვით წარსული სიყვარულით, მადლობა უთხარით მას იმისათვის, რომ ბევრი რამ გასწავლათ. თქვენი ცხოვრების ყოველი მოვლენა წარმოადგენს უფრო მსხვილი გეგმის ნაწილს. მეტადრე, თქვენ გზაზე წააწყდებით სირთულეებს და ზოგიერთ იჭვნეულობას, მაგრამ სიყვარულის, ერთგულებისა და მუშაობის დახმარებით თქვენ იოლად მიაღწევთ თქვენ მიზნამდე.




  4. წერილი გაგების შესახებ
    მართალია ყოველთვის ისე არ გამოდის, როგორც სასურველია, მაგრამ ყველაფერი ისე ხდება, როგორც უნდა ხდებოდეს. ამ დიდი ჭეშმარიტების გაგება თქვენ ცხოვრებას გახდის უფრო გაჯერებულს და ბედნიერს.

    ცხოვრება მდინარის მსგავსია, ის თავის კალაპოტში მიედინება, ამიტომ ნუ შეეცდებით დინების წინააღმდეგ სიარულს. თუ თქვენ ეუბნებით "არა"-ს თქვენ ქვეცნობიერებას, ის ამას აპროტესტებს. ამიტომ ყოველთვის, როცა ხედავთ პრობლემის არსებობას, მისი აცილების საუკეთესო საშუალებაა მისი გაგება, მისი მიღება და მასთან ბრძოლის შეწყვეტა.