აირჩიეთ თქვენი სარკე და მიიღეთ თქვენი შეტყობინება

აირჩიეთ თქვენი სარკე და მიიღეთ თქვენი შეტყობინება
FPAPARAZZI-ის რედაქცია საინტერესო ტესტის გავლას გთავაზობთ. ამისთვის დააკვირდით მოცემულ სურათს, აირჩიეთ სარკე, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ და მიიღეთ მნიშვნელოვანი სასიცოცხლო შეტყობინება!

  • სარკე № 1

    ცხოვრება ისეთი უნდა მიიღოთ როგორიც არის და თქვენი გულის ნამდვილ სურვილებს არ უნდა შეეწინააღმდეგოთ. იმედით და სიმამაცით წინ გადადგით ნაბიჯი, რომ ცხოვრებაზე ახალი გაიგოთ! არ შეგეშინდეთ არაფრის, რადგან ახლა ბევრი მშვენიერი შესაძლებლობა გაქვთ. 

    რამდენჯერ მოიხადეთ ბოდიში იმის გამო, რაც არ გაგიკეთებიათ? და რამდენად ხშირად გქონიათ იმედი, რომ რაღაც უჩვეულო მოხდებოდა და იმედი გაგიცრუვდათ? რა თქმა უნდა, თქვენ გესმით რომ რაღაცის მისაღწევად ცოტაოდენი ძალისხმევის გაწევა არის საჭირო. 

    თუმცა თქვენ კარგად იცით, თუ რა გჭირდებათ და რისი გაკეთება გსურთ. ამ სამყაროში თითოეული ჩვენგანი ცხოვრებით დასატკბობად მოვიდა, ასე რომ გააკეთეთ ეს! როგორც კი ამ მიმართულებაზე გადახვალთ, ნახავთ თქვენი ცხოვრება ახალი ფერებით როგორ განათდება. 


  • სარკე № 2

    ცხოვრებაში ყველაფერ საუკეთესოს იმსახურებთ ისევე, როგორც ყველა სხვა ადამიანი. ყურადღებით, პატივისცემა, სიყვარული და წარმატება. ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი დადგა, რომ სინდისი გაათავისუფლოთ შეზღუდვებისგან, რომელიც თქვენს ბედნიერებას ხელს უშლის. 

    როცა ადამიანს დაბალი თვითშეფასება აქვს, ეს როგორც დამცველი კოსტიუმია, რომელიც ადამიანს გარანტიას აძლევს რომ მას არაფერი არ დაუმსახურებია და შედეგად, არ უნდა ინერვიულოს და გამოხატოს საკუთარი თავი რაიმე გზით. 

    თუმცა მნიშვნელოვანია გაიგოთ, რომ ეს საერთო შიშია. ამიტომ ხშირად უთხარით საკუთარ თავს: "მე წარმატების, სიყვარულის და პატივისცემის ღირსი ვარ ისე, როგორც ნებისმიერი სხვა ადამიანი". ხშირად გაიმეორეთ ეს სიტყვები. და რაც ყველაზე მთავარია, ირწმუნეთ მათი! თუ ამ სიტყვების თქმა უკვე დაიწყეთ, თქვენი ცხოვრება ძალიან მალე მოულოდნელი გზით შეიცვლება!


  • სარკე № 3

    თუ შიშის ან გადაუწყვეტლობის გამო ყველაფერის გადადებას მიეჩვიეთ, დროა ეს უსარგებლო ჩვევები დაივიწყოთ! მიიყვანეთ ყველაფერი ლოგიკურ გადაწყვეტილებამდე. ნელ-ნელა თქვენ ისწავლით: საქმის ბოლომდე მიყვანას. ამ უნართან ერთად თქვენ თავდაჯარებულობის უფრო მაღალ დონეს მიიღებთ!


  • სარკე № 4

    ახლა ისე, როგორც არასდროს, ნამდვილად სიყვარულისთვის მზად ხართ. დრო მოვიდა გაასუფთაოთ გონება უარყოფითი ნარჩენებისა და შიშებისგან, რომლებიც სიყვარულში ხელს გიშლიდნენ! სამყარო თქვენს აზრებს ყოველთვის ისმენს, მაშინაც კი თუ ფიქრობთ, რომ საკუთარ თავთან მარტო ხართ! თუ თქვენი აზრები შიშისკენ არის მიმართული, მაშინ სასურველ შედეგს ვერ მიაღწევთ. სწორედ ამიტომ გაუხსენით გული ახალ გრძნობებს!