ბებიების 12 მეთოდი ჭურჭლის გასაწმენდად, რომლებიც დღესაც აქტუალურია

ბებიების 12 მეთოდი ჭურჭლის გასაწმენდად, რომლებიც დღესაც აქტუალურია
სახლის დალაგებასა და დასუფთავებაში ჩვენი ბებიების და დედების გამოცდილება შეუცვლელია. რა თქმა უნდა, სახლის დასუფთავების უამრავი კარგი საშუალება საქმეს აადვილებს, მაგრამ FPAPARAZZI-ს რედაქციამ თქვენთვის შეაგროვა 12 რჩევა, რომელიც დღესაც აქტუალურია. 

1. როგორ გავრეცხოთ ბოთლი ქვიშის ან ბრინჯის დახმარებით.


საჭირო რაოდენობის ქვიშა ბოთლში ჩაყარეთ, დაუმატეთ ცოტაოდენი წყალი, შეანჯღრიეთ და გადმოასხით ნარევი. თუ ქვიშას ვერ პოულობთ, იგივე ეფექტს ბრინჯის დახმარებითაც მიიღებთ. 

2. გაუხანგრძლივეთ სიცოცხლე მცენარეებს თბილი წყლით მორწყვით და ღეროების მოჭრით. 


აიღეთ და მოჭერით ყვავილის ღეროები და ჩადგით 5-10 წუთით ცხელ წყალში (90გრადუსი). შემდეგ კიდევ ცოტა ღერო მოაჭერით და ცივ წყალში ჩადგით. ასეთი კონტრასტული პროცედურები ყვავილს მეორე სიცოცხლეს მიანიჭებს. 

3. აბრეშუმისებრი კანის მისაღებად საპონი და კბილის პასტა გამოიყენეთ. 


ცოტაოდენი კბილის პასტა საპნის ქაფში აურიეთ. წაისვით სახეზე, კისერსა და ხელებზე. გაიჩერეთ სანამ ნიღაბი არ გახმება. ჩამოიბანეთ ცივი წყლით. აბანოს მიღების შემდეგ კი ვაშლის ძმრით ტანი დაატენიანეთ. 

4. გაწმინდეთ ფეხსაცმელი კაპრონის პროდუქტით. 


გარეცხილი და მშრალი ფეხსაცმელი კაპრონის პროდუქტით გაწმინდეთ და ნახავთ როგორ იბრწყინებს თქვენი ფეხსაცმელი. 

5. გარეცხეთ მარილის გამოყენებით.


მოხარშეთ ჭურჭელი მარილწყალში და უბრალოდ სარეცხი საშუალებით გარეცხეთ. თუ დუღილმა არ გიშველათ, მთელი ღამე მარილწყალში დატოვეთ. 

6. ძმარი ცუდი სუნის გაქრობაში დაგეხმარებათ.


ცუდი სუნის გასაქრობად ბოთლში ჩაასხით წყალი, დაუმატეთ ცოტა ძმარი და ოთახი ამ ნარევით დაატენიანეთ. თუ ტანსაცმელს ლაქა გაუჩნდა, ცოტა ძმარი წაუსვით, გააჩერეთ 5-10 წუთი და გარეცხეთ.