3 კვირაში მამაკაცს სიმსივნე შეუმცირდა 80%-ით. ექიმები კი ფიქრობდნენ, რომ პაციენტი განწირული იყო

3 კვირაში მამაკაცს სიმსივნე შეუმცირდა 80%-ით.  ექიმები კი ფიქრობდნენ, რომ პაციენტი განწირული იყო
რობ მუნბერი თავის მეუღლე ამანდას შეხვდა ლას ვეგასში, სადაც იგი ბარმენად მუშაობდა. გაცნობიდან ერთ თვეში წყვილმა შეხვედრები, ხოლო კიდევ 5 თვის შემდეგ ერთად ცხოვრება დაიწყო. თუმცა, მალე რობი ცუდად გახდა. მამაკაცმა ექიმს მიმართა.

ექიმი კარგა ხანს უტარებდა გამოკვლევებს კუნთმაგარ მხიარულ მამაკაცს, სანამ ბოლოს არ შეატყობინა საშინელი დიაგნოზი. ყოფილი ბარმენი სიმსივნით იყო ავად. ყველაზე თანამედროვე და ძლიერ მედიკამენტებსაც კი მხოლოდ რამდენიმე თვით შეეძლო სიცოცხლის გაგრძელება. საბედნიეროდ, რობმა მიაგნო მეთოდს, რომლის საშუალებითაც დაამარცხა სასტიკი სენი.



ამანდამ არ მიატოვა შეყვარებული გასაჭირში და მხარში ედგა, როგორც შეეძლო. როდესაც ერთ საღამოს მამაკაცმა მას ცოლობა სთხოვა, გოგონა არც დაფიქრებულა, ისე დათანხმდა. ქორწილი მათ ქიმიოთერაპიის კურსის დაწყებამდე ორი დღით ადრე გადაიხადეს, რადგან შიშობდნენ, რომ მკურნალობას რობი ვერ გადაიტანდა.



კუჭის კიბოსთან ბრძოლის დროს, მამაკაცმა გადაიტანა ქირურგიული ჩარევა, რომლის შემდეგაც მას დასჭირდა სტომა. ქიმიოთერაპიის კურსის შემდეგ დაავადების სტადიამ დაიწია მეოთხედან მესამემდე. თუმცა, ექიმები არ მალავდნენ: ასეთი გართულებებით ადამიანები დიდხანს ვერ ცხოვრობენ და მთელი მათი ძალისხმევა მიმართული იყო იქითკენ, რომ ცოტათი მაინც გაეხანგრძლივებინათ პაციენტის სიცოცხლე.



თუმცა, რობი არ აპირებდა დანებებას. საავადმყოფოშიც კი ის პოულობდა დროს სპორტისა და ვარჯიშისთვის. ხოლო ვეგეტარიანელმა მეუღლემ ერთხელ ერთი მშვენიერი იდეაც მიაწოდა.

2012 წლის ნოემბერში პაციენტმა უარი თქვა ხორცის მიღებაზე და დაიწყო ტუტოვანი დიეტის დაცვა. მან ექიმებს გამოუცხადა, რომ დაიღალა უშედეგო მკურნალობით და გადაწყვიტა ორგანიზმის დეტოქსიკაციით დაკავებულიყო.



ყველაზე საინტერესო ის გახლავთ, რომ ამ სასოწარკვეთილმა ნაბიჯმა 100%-ით გაამართლა. უკვე შემდეგი წელიწადის დასაწყისში კვლევებმა აჩვენა: სიმსივნე 80%-ით შემცირებულიყო. შემდე კი -კიდევ უფრო მეტით. მისთვის მიცემული რამდენიმე თვიანი ვადა გრძელდება უკვე 5 წელია. მამაკაცი, რომელსაც ერთ დროს ცალი ფეხი სამარეში ჰქონდა, დანებებას არ აპირებს.



დღესდღეობით ყოფილი ბარმენი სრულფასოვანი ცხოვრებით ცხოვრობს. ის ზრდის ტყუპ ვაჟებს, რომლებიც სამყარის 20 თვის წინ მოევლინენ და საქველმოქმედო რბოლებშიც კი იღებს მონაწილეობას.

მამაკაცი აგრძელებს დიეტის დაცვას და კონსულტაციებს უწევს სხვა პაციენტებსაც, რომლებმაც გადაწყვიტეს გახდნენ ვეგეტარიანელები. 2012 წლის შემდეგ მედიკამენტოზური მკურნალობისთვის რობს არ მიუმართავს.



ჩვენი სტსტიის გმირი არ გახლავთ პირველი ადამიანი, რომელმაც შეძლო კიბოს დამარცხება დიეტის საშუალებით. თუმცა, თავად იგი აღიარებს: გამოჯანმრთელების ეს გზა ყველასთვის არაა. მიუხედავად ამისა, ათასობით ადამიანი აღაფრთოვანა რობის ამ მაგალითმა, რომ სიმსივნის ყველაზე მძიმე ფორმების დამარცხებაც კი არის შესაძლებელი!