5 სიმპტომი, რომელსაც აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება
ადამიანის ორგანიზმი მეტად რთული და იმავდროულად ჭვიანი სისტემაა. ამა თუ იმ პათოლოგიის აღმოცენებისას ის ყოველთვის მიანიშნებს შესაბამისი სიმპტომით. ზოგჯერ წვრილმანი და ერთი შეხედვით მეტად უმნიშვნელო ცვლილებები ორგანიზმის ამა თუ იმ სისტემაში არსებული სერიოზული პრობლემებისა და საყურადღებო დაავადებების მანიშნებელია.
დახეთქილი ტუჩები - თუ ტუჩების გარდა ნახეთქები პირის კუთხეებთანაც შეინიშნება, ადამიანს კუნთების ზოგადი სისუსტე, ყურადღების დაქვეითება და თმის გაძლიერებული ცვენა აღენიშნება - ეს B2 ვიტამინის (რიბოფლავინის) დეფიციტის სერიოზული ნიშანია.
თეთრი ნადები ენაზე - უმეტესად მაღი თანამგზავრია, ვისაც ხშირად უწევს შიმშილობა ან კიდევ გაციებულია. თუ შემომგარსველი თეთრი ნადების ფონზე მკვეთრად არის გამოხატული ენის კიდეების გაწითლება - გასტრიტია სავარაუდო.
კანის აქერცვლა - ხშირად A და B2 ვიტამინის ნაკლებობის მინიშნებელი სიმპტომია. სრულფასოვანი კვება, როგორც წესი, კანს მალევე უბრუნებს ნორმას. თუ კანის აქერცვლას ძლიერი ქავილიც ახლავს თან, აუცილებლად უნდა მიაკითხოთ ექიმს, შესაძლოა სოკოვან დაავადებასთან გქონდეთ საქმე.
შეშუპებული ქუთუთოები - ზოგჯერ თირკმლის პათოლოგიის მანიშნებელია, განსაკუთრებით მაშინ, თუ მას ზოგადი სისუსტე, მთელ სხეულში მტვრევის შეგრძნება და რაც მთავარია, კანის სიცივე და სიფერმკრთალე ახლავს თან.
მუქი შარდი - ხშირად იმის მანიშნებელია, რომ ადამიანი სათანადო მოცულობის წყალს არ იღებს. თუ ამ სიმპტომს, მაღალი ტემპერატურა და სისუსტეც ერთვის თან, აუცილებლად უნდა მიაკითხოთ ექიმ - უროლოგს, რათა შარდ - სასქესო სისტემის საშიში დაავადება არ გამოგეპაროთ.