ერნსტ მორო - ექიმი, რომელმაც ჩვეულებრივი სტაფილოს წვნიანით ათასობით ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა
დღესდღეობით ბავშვების კუჭის პრობლემები მშობლებს შოკში არ აგდებს, რადგან მისი განკურნების ათასობით საშუალება არსებობს. ძველად კი, უმნიშვნელო მოშლაც შეიძლებოდა ფატალური გამხდარიყო. ასე გრძელდებოდა, სანამ ერთ პედიატრს აზრად არ მოუვიდა მარტივი და გენიალური იდეა.
გიზიარებთ საოცარ ისტორიას ექმისა, რომელმაც აღმოჩენა გააკეთა მედიცინაში და ათასობით პატარა სიცოცხლე გადაარჩინა.
სტაფილოს წვნიანი
ამის წარმოდგენა შემზარავია, მაგრამ სულ რაღაც ერთნახევარი საუკუნის წინ ადამიანის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა დღევანდელზე ბევრად ნაკლები იყო. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი წინაპრები 35-40 წლამდე ცოცხლობდნენ. ყველაზე მეტად ამ მაჩვენებელზე მოქმედებდა ბავშვთა სიკვდილიანობა. ბავშვისთვის პრობლემას წარმოადგენდა არა მარტო დაბადება, არამედ სრულწლოვანებამდე მიღწევა. თუმკცა, მალე გამოჩნდა ის, ვინც შეძლო შეეცვალა ყველაფერი.
ეს ჭეშმარიტად დიადი ადამიანი დაიბადა ას წელზე მეტი ხნის წინ თანამედროვე სლოვენიის დედაქალაქში. მაშინ ეს მხოლოდ პატარა ქალაქი იყო ავსტრია-უნგრეთის იმპერიაში. ერნსტ მორო სწავლობდა ავსტრიაში, გრაცში, სადაც მიანიჭეს მედიცინის დოქტორის ხარისხიც. 1906 წელს მიუნჰენში მიიღო სპეციალიზაცია - პედიატრია. ორი წლის შემდეგ კი გახდა ჰეიდელბერგის უნივერსიტეტის პროფესორი.
თავისი პრაქტიკის განმავლობაში მორომ უამრავი აღმოჩენა გააკეთა. მისი წყალობით შესაძლებელი გახდა ბავშვთა ცერებრალური დამბლის დიაგნოსტიკა. მოროს მეთოდი მდგომარეობს იმაში, რომ თუკი ბავშვის თავთან ახლოს მკვეთრ ხმას გამოვცემთ, მან უნდა გაშალოს ხელები და შემდეგ მოკუმშოს. ამგვარი რეფლექსის არქონა - ნერვული სისტემის დაზიანების ნიშანია.
სწორედ მორომ აღმოაჩინა ლაქტობაქტერიები და მათი სარგებლიანობა ადამიანის ორგანიზმისთვის. მან პირველმა შემოიღო ბავშვების ბოთლების სტერილიზაცია და გამოიგონა ხელოვნური საკვები.
1908 წელს მორომ გააკეთა თავისი ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა, რომლის ამოხსნაც საუკუნის შემდეგ გახდა შესაძლებელი. იმ პერიოდისთვის ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი 25-30% გახლდათ, ანუ 100 დან დაახლოებით 25 ვერ აღწევდა ერთ წლამდეც კი. მთავარი მიზეზი - ბანალური დიარეა. მორომ გამოიგონა უმარტივესი რეცეპტი, რომლის წყალობითაც ეს მაშვენებლი შემცირდა ორჯერ. ეს გახლავთ ჩვეულებრივი სტაფილოს წვნიანი.
რეცეპტი უმარტივესია: უნდა აიღოთ ნახევარი კილოგრამი სტაფილო და გააკეთოთ მისგან პიურე. შემდეგ დაასხამთ 1ლ წყალს, მოაყრით მარილს და მოხარშავთ ორთქლზე. საერთო მოცულობა 1ლ-მდე უნდა დავიდეს. ეს გახლავთ მთლიანი რეცეპტი, რომელიც არჩენს დიარეას.
ამ წვნიანის სასწაულებრივი მოქმედების ამოხსნა მხოლოდ 2002 წელს იქნა შესაძლებელი. ნათელი გახდა, რომ წვნიანის შემადგენლობაში შემავალი მჟავე ოლიგოსაქარიდები ხელს უშლის ბაქტერიების ლორწოვან გარსზე მიმაგრებას. კიდევ ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ეს წვნიანი კურნავს ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტულ დიარეას.
სტაფილო - სასარგებლო ნივთიერებების ნამდვილი სკივრია. იგი მდიდარია А, С, Е, D ვიტამინებით, კალიუმით, მაგნიუმით, ფოსფორითა და კაროტინით. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სტაფილოს რეგულარული მიღება კარგია კიბოს პროფილაქტიკისთვის. ასევე იგი შეიცავს დიდი რაოდენობით ცელულოზას, რომლის საშუალებითაც ორგანიზმიდან გამოაქვს შლაკები და ტოქსინები. ასე, რომ ეს წვნიანი დღესაც არ კარგავს თავის აქტუალურობას.
ყველაზე მეტად გვაოცებს ის ფაქტი, რომ ყველა თავისი აღმოჩენის მიუხედავად, ერნსტ მორომ მეტად მოკრძალებული ცხოვრება განვლო და არანაირი ჯილდო არ მიუღია. იგი მუშაობდა და დაკავებული იყო თავისი საყვარელი საქმიანობით 74 წლამდე და ალბათ, კიდევ უამრავი სიცოცხლე გადაარჩინა. ეს ყველაფერი საკმარისია იმისათვის, რომ გვახსოვდეს და მადლიერი ვიყოთ ამ საოცარი ადამიანის.