ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებიც ყველაზე ხშირად წუწუნებენ 

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებიც ყველაზე ხშირად წუწუნებენ 
არიან თქვენ გარშემო ადამიანები, რომლებიც მუდმივად რაღაცაზე წუწუნებენ? ამბობენ, რომ პერფექციონესტები ჩვეულებრივ ახერხებენ დაინახონ უარყოფითი ასპექტი ნებისმიერ სიტუაციაში. ზოგიერთისთვის მუდმივად ძალიან ცხელა, ძალიან ცივა, ძალიან თბილა, ძალიან მზიანი. მათი ცხოვრება არის ერთი საპნის ოპერა, ან დრამატული სპექტაკლი ანტრაქტის გარეშე. თითოეული ცუდი სიტუაცია ერთ დიდ მონოლოგს მოითხოვს. ზოგჯერ წუწუნი ადამიანს ეხმარება ემოციების დაცლაში, სიტუაციის გაზიარებაში, მაგრამ ყველაფერს ზომიერება სჭირდება. ხართ თუ არა თქვენ იმ ზოდიაქოს 4 ნიშანს შორის, რომლებიც მუდმივად წუწუნებენ?

  1. კირჩხიბი
    კირჩხიბებს არ აქვთ განზრახვა იწუწუნონ. ისინი უბრალოდ შინაგანად ძალიან განიცდიან და უჭირთ ემოციების შეკავება. როცა ემოციები ივსება, აუცილებლად გარეთ უნდა გამოუშვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ნიშნისთვის თავშეკავებამ კატასტროფული შედეგები შეიძლება გამოიღოს. კირჩხიბები თავის წუწუნს თერაპიისთვის იყენებს. თუმცა არ იფიქროთ, რომ ისინი სუსტები არიან: სინამდვილეში მათ შესანიშნავი ნებისყოფა აქვთ და საკმაოდ კარგად აკონტროლებენ ემოციებს. თუ მუდმივი წუწუნის შეჩერება სურთ, მათ შეუძლიათ ამის გაკეთება, მაგრამ მთავარი ფრაზა აქ არის "თუ მათ სურთ". 


  2. მორიელი
    მორიელებსაც ძალიან არ უნდათ იწუწუნონ. უბრალოდ ასე გამოდის, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ გადაჭარბებულ ემოციურობას და პატიოსნებისადმი მიდრეკილებას. ისინი მიზანდასახულები არიან და თუ რაღაც არ გამოსდით, ამას ძალიან განიცდიან. ისწრაფვიან ლიდერობისკენ და როცა რაღაც კონტროლის გავლენიდან გამოდის, შეუძლებელია თავისი ემოციები არ გამოხატონ. პრობლემა იმაშია, რომ ცხოვრებაში ბევრი რამ არის, რომლებიც ჩვენ კონტროლს არ ექვემდებარება. თუმცა მორიელს ეს არ მოსწონს და სურს ყველაფერზე გავლენა მოახდინოს, და თუ არ გამოსდის წუწუნის უსასრულო მორევი იწყება. 


  3. მშვილდოსანი
    მშვილდოსანი კაცი-თავსატეხია. ერთი მხრივ, ოპტიმისტია და სპონტანური. მეორეს მხრივ, ამბობს რაც პირველად თავში მოუვა - ეს კი ბევრ წუწუნს შეიცავს. ზოგადად წუწუნი მისთვის თანდაყოლილი არაა, მაგრამ ზოგჯერ საზღვარს ვერ გრძნობს. თუ რაღაც ისე არაა, მშვილდოსანი დაუყონებლივ გაახმოვანებს და აღნიშნავს. შესაძლოა, არა იმიტომ რაღაც არ მოეწონა და იმედი გაუცრუვდა, არამედ მან უწესრიგობა შენიშნა. უარეს შემთხვევაში შეიძლება ხანგრძლივი წუწუნით სავსე საუბარი მოგელით. როცა მშვილდოსანი ამას აკეთებს, ის ნათქვამს არ უფიქრდება და შედეგებზე არ ფიქრობს. საჩივარი მათთვის - ეს არის საკუთარი აზრის გადმოცემის კიდევ ერთი გზა. 


  4. მერწყული
    მერწყული ემოციების კარგად გამოხატვა არ შეუძლია. ერთადერთი, რის უფლებასაც საკუთარ თავს აძლევს - წუწუნი არის. მათთვის უფრო მარტივია წუწუნის გზით საკუთარი თავის გამოხატვა, ვიდრე აღიაროს ის, რაც სინამდვილეში მის სულში ხდება. ასევე, ზოდიაქოს ეს ნიშანი წუწუნს იყენებს, როგორც საკუთარი აზრის გამოხატვისა და IQ დემონსტრირების საშუალებას. მაგალითად, მას შეუძლია ვირტუოზულად იწუწუნოს პოლიტიკოსებსა და მთავრობაზე და გამოხატოს თავისი უთანხმოება. მერწყული პირველი აღნიშნავს, თუ საზოგადოებაში რაღაც არასწორია. ის ძირითად წუწუნს აუდიტორიის ყურადღების მიპყრობის მიზნით იყენებს.