კბილების გათეთრება შინაურ პირობებში, ხალხური საშუალებებით
კბილების გასათეთრებლად უამრავი გზა არსებობს. მართალია, მათი უმეტესობა დიდ დროსა და თანხას მოითხოვს, მაგრამ ზოგიერთი მათგანი ყველასთვის ხელმისაწვდომია და სახლის პირობებშიც შეიძლება გამოვიყენოთ. ვიდრე მათ შესახებ მოგახსენებდებთ, დაიხსომეთ რამდენიმე რჩევა:
- კბილები ყოველი ჭამის შემდეგ უნდა გაიხეხოთ.
- დღის განმავლობაში სვით ბევრი წყალი.
- ერიდეთ შავ ჩაისა და ყავას.
- ჭამეთ რაც შეიძლება მეტი ვაშლი, სტაფილო და კიტრი.
ახლა კი გთავაზობთ დაპირებული მათეთრებელი საშუალებების რეცეპტებს: - კბილებზე კარგად წავისვათ სუფრის მარილი და გამოვიხეხოთ.
- იმავე დანიშნულებით შეიძლება გამოვიყენოთ საჭმელი სოდა, რომელიც კბილებს მინერალური ნივთიერებებით გაამდიდრებს.
- კიდევ ერთი მარტივი და ეფექტური საშუალებაა კბილების გამოხეხვა ასეთი ნარევით: აიღეთ 1/2 ჩაის კოვზი ძმარი, ამდენივე სოდა და მწიკვი მარილი. წაისვით ეს ნარევი კბილებზე და 3-5 წუთის შემდეგ წყალი გამოივლეთ. ნარევი აშრობს კბილებიდან მუქ ლაქებს და ბაქტერიულ ნადებს.
- მოხუციც კი, თუ მას მაგარი, ჯანსაღი და თეთრი კბილები აქვს, თავს მხნედ და ახალგაზრდულად გრძნობს. კბილების გაწმენდის გავრცელებული საშუალება ძველ რუსეთში არყის ხის ნახარშის ფხვნილი იყო. ამ ფხვნილით კბილების გახეხის შემდეგ, პირში წყალს საგულდაგულოდ ივლებდნენ;
სასარგებლოდ მიიჩნეოდა წიწვოვანი მცენარეების - ფიჭვის, ნაძვისა და ა.შ. საღეჭი ფისი. ფისს შემოდგომაზე იმარაგებდნენ და ნაჭრის ან ხის ქერქის კოლოფებით ინახავდნენ; - კბილების გასაწმენდად წიწვოვანი ხის ტოტიც გამოდგება. ტოტს კანს აცლიან, შემდეგ ერთი მხრიდან რაიმე მძიმე საგნით კარგად ჩეჩქვავენ და ფუნჯს ამსგავსებენ (მისი დაღეჭვაც შეიძლება). ასეთმა "ფუნჯმა" - თავისუფლად შეიძლება შეცვალოს ჯაგრისიც და პასტაც.
- კბილების გასათეთრებლად კიდევ სხვა მრავალი ხერხი არსებობდა. ბევრ ეთნოგრაფს აოცებდა აფრიკელი ტომის - ბერგდამების - კბილების თვალისმომჭრელი სიქათქათე. როგორც აღმოჩნდა, ისინი გამუდმებით ღეჭავდნენ ტყავის პატარა ნაჭერს.
- კბილებს ჩაიც ძალიან უხდება. ბოლოდროინდელმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ეს სასმელი კბილის მინანქარს სხვადასხვა დაზიანებისგან იცავს. მსგავსი ქმედების უნარი აქვს ყურძნისა და ალუბლის წვენს, რძეს, ყავისა და სხვადასხვა სახის ყველს.