ჩინური მედიცინა ქალებს ურჩევს, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ ღვიძლის გაწმენდას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია

ჩინური მედიცინა ქალებს ურჩევს, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ ღვიძლის გაწმენდას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია
თანამედროვე სამყაროში ადამიანები განიცდიან დროის ძლიერ დეფიციტს. ყოველთვის არ გვაქვს ზედმეტი 2 საათი ვარჯიშისთვის, არ შეგვიძლია ნახევარი საათის გამოყოფა ჯანსაღი საკვების მოსამზადებლად. ამასთან დასვენებას ხშირად ვუკავშირებთ ალკოჰოლის მიღებას, ფეხით სეირნობას ვამჯობინებთ ფილმის ყურებას, სახლში სადილობას კი - სწრაფ კვებას.



არასწორი ცხოვრების წესის ერთ-ერთი სამწუხარო შედეგია ჰეპატოზი ანუ ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია - დაავადება, რომელიც გამოიხატება ამ ორგანოს უჯრედებში ცხიმების დიდი რაოდენობის დაგროვებით. თუ ამ სიმპტომებს უყურადღებოდ დავტოვებთ, ღვიძლში განვითარდება ანთებითი პროცესი, რომელიც შემდეგ მიგიყვანთ შეუქცევად შედეგებამდე.

ჩინური მედიცინა ქალებს ურჩევს, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ ღვიძლის გაწმენდას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია

ღვიძლის კავშირი ქალის რეპროდუქციულ სისტემასთან

ჩინურ მედიცინაში ღვიძლი ყველაზე მნიშვნელოვან ორგანოდ ითვლება. ძველი ჩინური მედიცინა ამტკიცებს, რომ ფაქტიურად ქალის მთელი რეპროდუქციული სისტემა იმათება ღვიძლით. და რას ამბობს ტრადიციული მედიცინა?



ქალის რეპროდუქციული სისტემის ფუნქციის მოშლა: დაორსულებასთან დაკავშირებული პრობლემები, ანთებითი პროცესები და საშვილოსნოს კიბოც კი - ეს ყოველივე შეიძლება იყოს ღვიძლის ფუნქციონირების მოშლის შედეგი. ასევე პროგრესირებს მიომები, ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია, მასტოპათია.



როგორ აღიდგინოთ ღვიძლის ნორმალური ფუნქციონირება ისე, რომ უფრო მეტად არ მიიყენოთ ზიანი ძვირადღირებული პრეპარატებით? არსებობს ღვიძლის გაწმენდის სხვადასხვა საშუალება.

ღვიძლის გაწმენდა სახლის პირობებში

ინგრედიენტები

  • 1 ს/კ ზეითუნის ზეთი extra virgin
  • 1 ს/კ ახლადგამოწურული ლიმნის წვენი
  • 0,5 ს/კ გახეხილი ჯანჯაფილის ფესვი
  • 0,5 ჩ/კ დაქუცმაცებული ნიორი




მომზადებისა და მიღების წესი

  1. დააბლენდერეთ პროდუქტები

  2. რეცეპტში არ შედის წყალი, მაგრამ საჭიროებისამებრ შეგიძლიათ ცოტაოდენი წყალი შეურიოთ

  3. მიიღეთ ნარევის ნაწილი მაშინვე და დარჩენილი კი - სამი საღამოს განმავლობაში ძილის წინ.




რედაქციის რჩევა

ეს მნიშვნელოვანია! ღვიძლის ნებისმიერი წმენდის წინ აუცილებელია გადაიღოთ ექოსკოპია და დარწმუნდეთ, რომ ნაღვლის ბუშტში არ გაქვთ ქვები.

ღვიძლის წმენდისას საჭიროა დაიცვათ კონკრეტული წესები

  1. ამ პერიოდში ნებისმიერი სახის ალკოჰოლი აკრძალულია.

  2. თუ თქვენ დანიშნული გავთ რაიმე სახის სამკურნალო პრეპარატები, ჯერ ჩაამთავრეთ კურსი და შემდეგ დაიწყეთ გაწმენდის პროცესი.

  3. მენიუდან ამოიღეთ ცხიმიანი, ცომეული, შებოლილი საკვები და ნახევარფაბრიკატები.



  4. შეიტანეთ მენიუში უმი ბოსტნეული და ხილი, აუცილებელია გოგრის, ყაბაყის, კიტრისა და სტაფილოს მიღება.

  5. შეზღუდეთ ხორცისა და თევზი მიღება.

  6. თუ თქვენთვის უკუნაჩვენები არაა, იარეთ აბანოში, დაკავდით სპორტით.