ყელის ტკივილისგან მგზავრებმა მიხსნეს
რა არის ყელის ტკივილი, ბავშვობიდან ვიცი. სულ ყელშეხვეული დავდიოდი და მშურდა ჯანმრთელი ბავშვებისა. ექიმები ჩემს მშობლებს ურჩევდნენ, გლანდები ამოაჭერითო, მაგრამ დედას ძალიან ეშინოდა ქირურგიული ოპერაციის და ინჰალაციებითა და სავლებებით მმკურნალობდა.
შერყეული ჯანმრთელობის მიუხედავად, ისეთი პროფესია ავირჩიე, რომ ზამთარ - ზაფხულ გარეთ ვარ - ავტობუსის მძღოლი გახლავართ - და ბევრი ლაპარაკი, ზოგჯერ ყვირილიც კი მიწევს. ხშირი ანგინის გამო დაუსრულებლად ვწუწნიდი აბებს, ყელში ვივლებდი ანტისეპტიკურ ხსნარებს, ოპერაციისა კი კვლავინდებურად მეშინოდა. სიბრიყვეა, გეთანხმებით, მაგრამ დღეს ამას აღარ ვნანობ, რადგან, როგორც იქნა, ვიპოვე ეფექტიანი საშუალება ჩემი სუსტი ყელის სამკურნალოდ.
ერთხელ ჩახლეჩილი ხმით რომ ვლაპარაკობდი, ჩემთან ერთ - ერთი მგზავრი მოვიდა, თანაგიგრძნობთო, მითხრა და წამალიც მასწავლა.
თავი მოვალედ ჩავთვალე სხვებისთვისაც მესწავლებინა ეს საოცარი რეცეპტები.

- 1 ჭიქა ახალგამოწურულ სტაფილოს წვენს უნდა დაამატოთ 2-3 კბილი გახეხილი ნიორი და დალიოთ დღეში ორჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე, 3-4 დღის განმავლობაში. ამ დღეებში დღეში 3-ჯერ მაინც ყელში კარგად უნდა გამოივლოთ 5%-იანი ვაშლის ძმრის წყალხსნარი. ძმარი წყალში 1:1 თანაფარდობით უნდა გააზავოთ.
აუცილებელია, ყელი თბილად გქონდეთ შეხვეული, თუ საშუალება გაქვთ, კარგია მკურნალობის დროს წოლითი რეჟიმიც.
ასევე, მასწავლეს გაციების საწინააღმდეგო ეფექტური საშუალება - აიღეთ ნებისმიერი წარმოშობის (ბატის, ღორის, მაჩვის) 100 გრ ცხიმი, 100 გრ ნაღების კარაქი, 100 გრ ცაცხვის თაფლი და 2 სუფრის კოვზი ალოეს წვენი (მცენარე 3 წლის მაინც უნდა იყოს), კარგად აურიეთ ერთმანეთში და გააჩერეთ წყლის აბაზანაში 1,5-2 საათს, თან განუწყვეტლივ ურიეთ. შემდეგ გააცივეთ, აიღეთ ერთი სუფრის კოვზი და გახსენით ცხელ რძეში. მიიღეთ ჭამამდე.
თავი მოვალედ ჩავთვალე სხვებისთვისაც მესწავლებინა ეს საოცარი რეცეპტები.