ჯაგრისი - კოქტეილი, რომელიც გამოდევნის ნაწლავებს ტოქსინებისგან და დაეხმარება თქვენს დიეტას მეტი ეფექტი მოცემაში.

ჯაგრისი - კოქტეილი, რომელიც გამოდევნის ნაწლავებს ტოქსინებისგან და დაეხმარება თქვენს დიეტას მეტი ეფექტი მოცემაში.
ჯერ კიდევ ბიოლოგიის გაკვეთილებიდან გვახსოვს, რაოდენ მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს მსხვილი ნაწლავი. იგი ეხმარება ორგანიზმს წყლის ბალანსის შენარჩუნებაში და იმუნური სისტემის დარეგულირებაში. მაგრამ, უმთავრესი მისი მისია გახლავთ - ტოქსიკური ნარჩენების გამოდევნა.



როდესაც ნაწლავები თავის ფუნქციას ვერ ასრულებს, ორგანიზმი ნაგვიანდება ნარჩენებით, რასაც მივყავართ ჯანმრთელობის პრობლემებამდე. პროფესორმა არნოლდ ერეტმა, დიეტოლოგიის, შიმშილისა და დეტოქსიკაციის შესახებ წიგნის ავტორმა, ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის ბოლოს ჩაატარა კვლევა და დაამტკიცა, რომ ნორმალური წონის ადამიანის ორგანიზმში არის 4-5კგ მომწამლავი ნარჩენები. დაგროვილი ფეკალიები წამლავს მთელ ორგანიზმს. პრობლემის პირველი ნიშანია არის ყაბზობა.



დაბინძურებული ნაწლავების ნიშნები

  • პრობლემური კანი
  • ხშირი შარდ-სასქესო ინფექციები
  • მახსოვრობის გაუარესება
  • ხასიათის ცვალებადობა
  • ქრონიკული დაღლილობა
  • კუნთების და სახსრების ტკივილი




არასასიამოვნო სიმპტომების მოსაშორებლად ბევრი მიმართავს სამკურნალო შიმშილს, მაგრამ ყველას არ შეუძლია ამის კეთება. გთავაზობთ პრობლემის მოგვარების ნაკლებად მტკივნეულ მეთოდს - დეტოქსიკაციის პროგრამას ნატუტალური შინაური სასმლის, "ჯაგრისის", დახმარებით. 15 დღიანი მსუბუქი წმენდა დიდი ხნის ნანატრ შვებას მოგგვრით.



როგორ მოვამზადოთ სასმელი "ჯაგრისი"

ინგრედიენტები

  • 100მლ გაფილტრული წყალი
  • 200მლ ნატურალური იოგურტი ან კეფირი დანამატების გარეშე
  • 1 ს/კ დაფქული სელის თესლი
  • 2 ს/კ ლიმნის წვენი
  • მწიკვი დარიჩინი


აურიეთ ყველა ინგრედიენტი და მირთვით პატარა ყლუპებით. ასეთი კოქტეილი შეგიძლიათ მიიღოთ საუზმის მაგივრად, ხოლო შემდეგ სადილზე და ძილის წინ.



შეისწავლეთ კოქტეილის შემადგენლობა. თუ თქვენთვის უკუნაჩვენებია რომელიმე ინგრედიენტი, თავი შეიკავეთ მისი მიღებისგან!

სასმელი "ჯაგრისი" - დიეტის კარგი ხელშემწყობია. ამგვარი დანამატით სასურველი შედეგი მიიღწევა უფრო სწრაფად.