განიკურნეთ ყაბზობისგან მუცლის მარტივი ვარჯიშებით.
ყაბზობის მიზეზი ნაწლავების მოდუნებაა, რასაც ძირითადად რაფინირებული, არაბუნებრივი საკვები იწვევს. შეკრულობის დროს ნაწლავების კუნთები თავისი ფუნქციას ვერ ასრულებს. მდგომარეობიდან ერთადერთი გამოსავალი ამ კუნთების გავარჯიშება და გამოჯანმრთელებაა. ყველაზე უკეთ ეს მიიღწევა სწორი დიეტით და რეჟიმით. კონკრეტულად, ამისათვის საჭიროა დღეში ორჯერ ელიმინაციური ანუ ორგანიზმიდან მავნე პროდუქტების გამომდევნი კუნთების ვარჯიში. არავითარ შემთხვევაში სასაქმებელი საშუალებები არ იხმაროთ.
როგორია ეს ვარჯიშები?
დღეში ორჯერ, მაგალითად დილის 9 საათსა და საღამოს 7 საათზე, შეეცადეთ გაისუფთავოთ ნაწლავები, მიუხედავად იმისა, სურვილი გაქვთ თუ არა, მაგრამ ზედმეტი ჭინთვის გარეშე. ეცადეთ მსუბუქი დაწოლით ნაწლავების ამუშავებას, ოღონდ ძალიან ნუ დაიძაბებით. ეს არის ნაწლავების ვარჯიში. მათ თანდათან დაუბრუნდებათ საჭირო აქტივობა. გახსოვდეთ, წარმატება უცებ არ მოდის. ყველაფერი დამოკიდებულია კუნთების მოდუნების ხარისხზე. წარმატება აუცილებლად მოვა, ოღონდ საჭიროა შეუპოვრობა და დღეში ორჯერ კუჭში გასვლა გარანტირებული გექნებათ.
ნაწლავების ნორმალურ ფუნქციონირებამდე გაიკეთეთ ოყნა; პირველ კვირაში ყოველდღე, შემდეგ კი - დღეგამოშვებით. ნაწლავების წყლით ავსების შემდეგ, რამდენიმე წუთი გულაღმა იწექით. ჯერ მარცხენა მხარეს გადაბრუნდით, მერე - პირქვე, შემდეგ - მარჯვენა მხარეს, მერე კი ისევ - პირქვე. ცოტა ხნით ხელებსა და მუხლებზე დადექით და ბოლოს ღამის ჭურჭელი მოიმარჯვეთ.
ეს ორგანიზმის გასუფთავების აბსოლიტურად უხიფათო მეთოდია. როგორც კი ნაწლავები ნორმალურ მუშაობას დაიწყებს, ოყნას მოეშვით.