კვირაში ერთხელ ფეხებს ამ საშუალებით ვიზელ. არანაირი შეშუპება, სიმშრალე და ბზარები. გირჩევთ!

კვირაში ერთხელ ფეხებს ამ საშუალებით ვიზელ. არანაირი შეშუპება, სიმშრალე და ბზარები. გირჩევთ!
დადგა ზამთარი... ეს იმას ნიშნავს, რომ ქალებმა დაიწყეს თბილი ფეხსაცმლის, წინდებისა და კოლგოტების ჩაცმა. შესაბამისად სათანადო ყურადღებას არ უთმობენ ტერფების მოვლას. პედიკურზე ნაკლებად ზრუნავენ ამ სეზონზე, ვიდრე ზაფხულში.



ეს დიდი შეცდომაა. სრორედ მჭიდრო ფეხსაცმელში და მუდმივად სითბოში ყოფნისგან კანი ტერფებზე უხეშდება, ზოგჯერ იბზარება კიდეც და რაც მთავარია ჩნდება დაღლილობისა და სიმძიმის შეგრძნება.

ამ ყველაფრის თავიდან აცილება შეგიძლიათ ერთი მარტივი და ხელმისაწვდომი პროცედურის საშუალებით. ეს გახლავთ პილინგი. ჩვენ გაგიზიარებთ სკრაბის სახლის პირობებში მომზადების მარტივ მეთოდს.



სკრაბი ფეხებისთვის

ინგრედიენტები

  • 1 ჭიქა შაქარი
  • 1 ჩ/კ სოდა
  • 2 ჩ/კ ზეითუნის ზეთი
  • 1 ს/კ თაფლი
  • 1 ჩ/კ ჟოჟობას ზეთი
  • რამდენიმე წვეთი თქვენი საყვარელი ეთერზეთი


მომზადების წესი

  1. აურიეთ თასში შაქარი და ზეითუნის ზეთი. შაქარი კარგი ექსფოლიანტია, რომელიც მოგაცილებთ კანის გარქოვანებულ ფენას. ზეითუნის ზეთი კი, დაარბილებს მას.



  2. შემდეგ დაუმატეთ სოდა. იგი გაასუფთავებს კანს და მოაშორებს მას მავნე ბაქტერიებს. მიღებულ მასას დაუმატეთ თაფლი, იგი კვებავს და არბილებს კანს (გაადნეთ ორთქლზე, რათა თხიერი იყოს). დაუმატეთ ჟოჟობას ზეთი და ასევე ეთერზეთი. ყველაფერი კარგად აურიეთ.




შეიზილეთ სკრაბი შხაპის მიღების შემდეგ დარბილებულ, სუფთა კანზე. გაიკეთეთ მასაჟი 3-5 წუთის განმავლობაში და დაიბანეთ სუფთა წყლით. საუკეთესო ეფექტისთვის წაისვით ტერფებზე მკვებავი საცხი. ჩაიტარეთ პროცედურა კვირაში 1-2-ჯერ. ეს ბუნებრივი საშუალება დაგირბილებთ კანს, გაგიუჯობესებთ სისხლის მიმოქცევას და აგარიდებთ სხვა პრობლემებს.

აღნიშნული ნარევი შეგიძლიათ მთელი სხეულისთვის გამოიყენოთ. ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ მისი შენახვა შეიძლება 2 კვირა, შუშის ჭურჭელში. შემდეგ მოამზადეთ ახალი.



რედაქციის რჩევა

სკრაბი კიდევ უფრო ეფექტური გამოვა, თუ შაქრის მაგივრად შეურევთ მკვდარი ზღვის მარილს. იგი კანის რეგენერაციას უწყობს ხელს. ამასთან მკვდარი ზღვის მარილი არ აშრობს კანს.



განსაკუთრებით გამოადგებათ ეს მარილი მათ, ვისაც აწუხებს კანის სოკოვანი ან სხვა დაავადება. უამრავი ადამიანი ხომ სწორედ იმისთვის სტუმრობს მკვდარი ზღვის სანატორიუმებს, რომ გათავისუფლდეს კანის პრობლემებისგან.

სკრაბში ასევე შეგიძლიათ შეურიოთ ყავა ან დარიჩინი.