ეს გარნირი დაჩრდილავს მობეზრებულ კარტოფილის პიურეს! თვალისდახამხამებაში გადალაგდება თეფშებზე

ეს გარნირი დაჩრდილავს მობეზრებულ კარტოფილის პიურეს! თვალისდახამხამებაში გადალაგდება თეფშებზე
კარტოფილის პიურე -არის ფავორიტი სადღესასწაულო გარნირებისათვის, იმიტომ რომ ხორცის, სოკოს და ბოსტნეულის კერძთან შეთავსებადია, მაგრამ ამ არაჩვეულებრივ კერძს აქვს ერთი მინუსი- პიურე ძალიან მალე ცივდებადა გვიხდება მისი გაცხელება მეორედ ან სულაც სუფრიდან მოვაშორებთ ხოლმე.
ამიტომ შემდეგი დღესასწაულისათვის გთავაზობთ გამომცხვარ კარტოფილს სახელოში, მთლიანი კარტოფილები უფრო გვიან ცივდება, მთავარი ისაა, რომ გარნირი მადისაღმძვრელია, ცხობის დროს არ გამოშრება.
ინგრედიენტები
  • კარტოფილი 1კგ.
  • ზეითუნის ზეთი 3 სადილის კოვზი
  • მარილი გემოვნებით
  • ნიორი 3 კბილი
  • მწვანილი 0,5 კონა
  • შავი წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესი
  1. გათალეთ კარტოფილი, და დაჩხვლიტეთ ყველა ტუბერი კბილის ჩხირით
  2. ჯამში ზეითუნის ზეთთან ერთად აურიეთ დაჭრილი მწვანილი, დაჭყლეტილი ნიორი, მარილი და წიწაკა, სურვილის მიხედვით გაუკეთეთ სანელებლები
  3. კაარგად აურიეთ კარტოფილი მიღებულ სოუსში, გადმოიღეთ საცხობ მკლავში, კიდეები დააფიქსირეთ , ზემოდან გააკეთეთ რამოდენიმე ჭრილი ან ნახვრეტი.
  4. შედგით კარტოფილი 200 გრადუს ტემპერატურაზე 40 წუთი.
  5. გადმოიღეთ კარტოფილი და კოხტად გაგლიჯეთ სახელო ზემოდან, ფრთხილად იყავით არ დაიწვათ ცხელ ორთქლზე! დააბრუნეთ კარტოფილი აერღუმელში და გადაბრაწეთ 10 წუთი

გამოსაცხობი სახელური- ეს არის ძალიან კარგი დამხმარე დიასახლისებისათვის სამზარეულოში, ამ სახელოს ხმარების ნიუანსები და წესები შეგიძლიათ წაიკითხოთ ჩვენი საიტის საცნობარო სტატიაში, არ დაგავიწყდეთ გაუზიაროთ მეგობრებს საუკეთესო რეცეპტები!