ხორციანი ,,ვულკანი" კრეატიული ლავით. მოამზადე- და ყველას თვალი მიეჯაჭვება ამ ერთადერთ კერძს სუფრაზე.

ხორციანი  ,,ვულკანი" კრეატიული ლავით. მოამზადე- და ყველას თვალი მიეჯაჭვება ამ ერთადერთ კერძს სუფრაზე.
კარტოფილის პიურეს მობრაწულა ფარშით ,,ვულკანი“
თქვენ თუ გიყვართ საჭმელების მომზადება, მაშინ ამ მობრაწულათი ნამდვილად ვერ გაგაკვირვებთ, საშინაო კულინარიულ არსენალში ყოველთვის მოიძებნება ერთბაშად რამოდენიმე ვარიანტი, რითიც თქვენ შეგიძლიათ დრო და დრო ოჯახის წევრები გაახაროთ, მაგრამ ასეთი ძალიან ოჯახური კერძი, დღესასწაულებისათვის არ მზადდება, ან შეიძლება კიდევაც დაამზადოთ? ეს დამოკიდებულია ინგრედიენტებზე და გარეგნულ სახეზე. მობრაწულა ,,ვულკანი“ კარტოფილის პიურესაგან და ფარშისაგან საუკეთესო ვარიანტია ყველა პირობებში. ოჯახისთვისაც და სტუმრებისთვისაც
ძალიან უცნაური სახელია მობრაწულასათვის, ,,ვულკანი“ ეს არ ნიშნავს იმას რომ უნდა მიაწოდოთ აგიზგიზებული , მაგრამ დანამდვილებით რომ გითხრათ ცხელი ბევრად გემრიელია, საქმე იმაშია როგორ გამოიყურება იგი გარეგნულად, ქვედა ფენა განიერია და თანდათან ვიწროვდება დიამეტრში, ფორმირდება ვულკანი, აქედან აქვს დასახელებაც
ინგრედიენტები
  • ღორის ფარში 200გრ
  • კარტოფილი 5-6 ც
  • ყაბაყი 1ც
  • მარილი გემოვნებით
  • კეტჩუპი გემოვნებით
  • მწვანილი 1 კონა
  • საქონლის ფარში200გრ
  • სტაფილო 200გრ
  • შავი წიწაკა გემოვნებით
  • მაიონეზი გემოვნებით

მომზადების წესი
  1. გათალეთ ყაბაყი, დაჭერით კუბიკებად, შებრაწეთ ბეგქონდარასთან ერთად ზეთზე

  2. გარეცხეთ კარტოფილი, გათალეთ, მოხარშეთ გააკეთეთ პიურე, მოამზადეთ სტაფილო კორეულად.

  3. საცხობ ფორმაში გააკეთეთ კარტოფილისაგან გუნდა გააბრტყელეთ ზედ დაალაგეთ ყაბაყი

  4. ძემოდან მოაყარეთ სტაფილო კორეულად

  5. დაალაგეთ მორჩენილი კარტოფილი ზემოდან, თავზე დაუტოვეთ ჩაღმავება, ეს იქნება ვულკანის კრატერი

  6. ზემოდან გადაუსვით ფარში, მიეცით მთის და ვულკანის ფორმა .

  7. გააცხელეთ აერღუმელი 200გრადუს ტემპერატურაზე და შედგით 45 წუთი, როდესაც მომზადდება მოასხით მცირე რაოდენობის მაიონეზი და კეტჩუპი, შედგით ისევ აერღუმელში 10 წუთი, გამოიღეთ.

  8. დაჭერით მწვანილი მოაყარეთ და კერძი მზადაა


განსაკუთრებული ხელმარჯვეები კრატერში დგავენ კვერცხის ნაჭუჭს, შიგ ასხავენ სპირტს და სუფრაზე მიტანის წინ ცეცხლს უკიდებენ, ამას აქვს ვულკანის ეფექტი, შემდეგ ამოიღეთ კვერცხის ნაჭუჭი და გადადით გამასპინძლებაზე, გემრიელად მიირთვით!