შეკარით მუშტი და გაარკვიეთ, როგორი ტიპის პიროვნება ხართ

შეკარით მუშტი და გაარკვიეთ, როგორი ტიპის პიროვნება ხართ
შეკარით მუშტი და განსაზღვრეთ, ამ ოთხიდან რომელ ტიპს მიეკუთვნებით.



  1. ეს ადამიანები მოკრძალებულები, მაგრამ ხშირად გენიალურები არიან.

    თქვენ მრავალმხრივ განვითარებული, ერუდირებული, უბრალოდ მოარული ენციკლოპედია ბრძანდებით. არ ხართ კონცენტრირებული ერთ რამეზე. გსურთ ჩაწვდეთ ჩაუწვდომელს. გიყვართ სწავლა და სამყაროს შესწავლა. თქვენი უნარები ამაში გეხმარებათ. ენერგიული, დაუღალავი ადამიანი ბრძანდებით, იდეების გენერატორი. პიროვნების მეორე მხარე: ამ საჯააროობის ფონზე მხოლოდ რჩეულებს აქვთ ბედნიერება გიცნობდნენ, როგორი ხართ სინამდვილეში. შინაგანად საკმაოდ ჩაკეტილი ბრძანდებით.

  2. ეს ადამიანები თავად ქმნიან საკუთარ თავს.

    ზოგჯერ გეჩვენებათ პირქუშად, მაგრამ შინაგანად ისინი საკმაოდ რბილები და დაუცველებიც კი არიან. ნებისმიერ ცოდნას, მიუხედავად იმისა, რომ ადვილად გამოსდით, ინტერესით იღებენ მხოლოდ საჭიროების მიხედვით. თქვენ გაქვთ მახვილი ინტუიცია, თუმცა ის უფრო ტექნიკური ხასიათისაა, ვიდრე მეექვსე გრძნობის მსგავსი. თქვენი პრაქტიკული ტვინი ხომ გამუდმებით გაანგარიშების, შედარებების და სწორი გადაწყვეტილების მიღების პროცესშია. პიროვნების უარყოფითი მხარე: თქვენ ცდებით ადამიანებში. სჯობს ერთი ნაბიჯით უკან დაიხიოთ, რათა სწორად განსაჯოთ, ან საერთოდ არ განსაჯოთ. თქვენ იშვიათი ფრინველი ხართ, მაგრამ გეჩვენებათ, რომ ვერ გაფასებენ.

  3. ეს ადამიანები რეალისტები არიან

    მყარად დგანან მიწაზე, პრაქტიკულები და ზოგჯერ ანგარიშიანებიც არიან. მაგრამ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სხვების ხარჯზე რაიმე სარგებელს ეძებენ. ეს ადამიანები დაჯილდოვებულნი არიან შემოქმედებითი უნარებით. ისინი იპოვნიან თავიანთ ნიშას, რადგან კარგად იციან, რა სურთ ცხოვრებისგან. თუკი მეგობრები გვერდში დაგიდგებიან, თქვენ მთების გადადგმასაც მოახერხებთ. ერთგული, სანდო და სერიოზულები ხართ. პიროვნების უარყოფითი მხარე: მიღწეულით გაბედნიერებულს ნუ დაგავიწყდებათ მიწაზე დაშვება. რეალობიდან დაშრებული ვეღარ შეძლებთ მის სწორად აღქმას, არადა ობიექტური შეფასებისთვის საჭიროა თითი მუდამ პულსზე გედოთ.

  4. ეს ადამიანები დაკვირვებულები და სკრუპულოზურები არიან.

    მათ ქვიშისგან სასახლის აშენება, ხოლო ხურდებით კი ქონების მოგროვება შეუძლიათ. ისინი რაციონალურად განკარგავენ არა მარტო პატარა ბიუჯეტს, არამედ საკუთარ რესურსებსაც. ასეთი ადამიანის დევიზია: "წყნარად ივლი - შორს წახვალ."

    არ არიან ტრაბახები და არ უყვართ მონოტონურობა, სიმშვიდე. პიროვნების მეორე მხარე: სხვა ტიპის ანამიანებთან ურთიერთობა მხოლოდ წაგადგებათ. ნუ ჩაიკეტებით საკუთარ "კორიდორში". თქვენი თანდაყოლილი სიფრთხილე ხომ არ გაძლევთ გარისკვის საშუალებას, რათა არ წააგოთ. გზის ბოლოს შამპანიური კი გელით, მაგრამ მთავარია ვისთან ერთად დააგემოვნებთ მას.