სააფთიაქო ვიტამინები თმების ცვენის წინააღმდეგ! ცოცხალი ძირის ზრდის სტიმულაცია.

სააფთიაქო ვიტამინები თმების ცვენის წინააღმდეგ! ცოცხალი ძირის ზრდის სტიმულაცია.
თმების სილამაზის, ბრწყინვალების და ჯანმრთელობის აღდგენას დაეხმარება B ჯგუფის ვიტამინები ამპულებში.



თმებისთვის განკუთვნილი ვიტამინები ამპულებში.

მათი ყიდვა შეიძლება ნებისმიერ აფთიაქში და ღირს გაცილებით იაფი, ვიდრე სპეციალიზირებული პრეპარატები იმავე ვიტამინებით. ამიტომ უმჯობესია არ გადაიხარჯოთ ბრენდის გამო და ისარგებლოთ საკუთარი დამზადების ვიტამინიზირებული ხსნარებით.



B ჯგუფის ვიტამინებით ნიღბის დამზადება საკმაოდ მარტივია და ხშირად გამოიყენება სახლის პირობებში თმების მოვლის დროს. მათი გამოყენების დროს უნდა გვახსოვდეს B ჯგუფის სხვადასხვა ვიტამინების შეუთავსებლობის შესახებ. B6 და B12 ვიტამინების გამოყენება შეიძლება რიგრიგობით და სხვადასხვა ნიღბებში.

სუპერ-ნიღაბი B ჯგუფის ვიტამინებით

ინგრედიენტები:

  • 1 ამპულა B6 ან B12 ვიტამინი
  • 1 გ ვიტამინი C (იყიდება პაკეტებში)
  • 2 სუფრის კოვზი აბუსალათინის ზეთი
  • 2 სუფრის კოვზი თაფლი
  • 2 სუფრის კოვზი თმებისთვის განკუთვნილი ნებისმიერი ბალზამი.




აურიეთ ყველა ინგრედიენტი. დაბანვამდე 1 საათით ადრე დაიდეთ ნიღაბი თმებზე. ჯერ ძირებზე, შემდეგ თანაზომიერად მთელ სიგრძეზე. თავზე დაიხურეთ ჩაჩი და შეფუთეთ პირსახოცით (საუნის ეფექტის მისაღებად). ეს ნიღაბი კარგად ჩამოირეცხება მის შემადგენლობაში ბალზამის არსებობის გამო.



ასეთივე გზით B ჯგუფის ვიტამინები შეგიძლიათ დაამატოთ თავის დასაბან ნებისმიერ შამპუნსა და ბალზამს. კონკრეტული დოზირება აქ არ არის, თუმცა ჩვეულებრივ ერთ დაბანვაზე გამოიყენება კონკრეტული ვიტამინის ერთი ამპულა.

ორგანიზმის უზრუნველსაყოფად B ჯგუფის ვიტამინების გამოყენებისას აუცილებელია გახსოვდეთ მთავარი წესი: ვიტამინების ლომის წილი თმებთან ხვდება სისხლისა და საჭმლის მონელების ორგანოების მეშვეობით, და მხოლოდ მცირე რაოდენობა - თმის შამპუნებთან, ნიღბებთან და აირებთან.

თუ განიცდით B ჯგუფის ერთ-ერთი ვიტამინის ნაკლებობას, პირველ რიგში შეეცადეთ თქვენი რაციონის განახლება ისე, რომ ვიტამინები ორგანიზმში მოხვდნენ ნატურალური სახით საკვებ პროდუქტებთან.


თმის ძლიერი ცვენისგან დამცავი თაფლის ნიღაბი

ერთჯერადი გამოყენებაც კი გამაოგნებელ შედეგს იძლევა! დაგეხმარებათ თმების ცვენის, სიმშრალისა და ფერწასულობის წინააღმდეგ ბრძოლაში. ნიღბით უნდა ისარგებლოთ თუნდაც ერთხელ კვირაში. ძალიან ინტენსიური ცვენის დროს (დღეში 100 თმაზე მეტი) შეიძლება გაიმეოროთ კვირაში 2-3 ჯერ მანამ, სანამ ნიღბის შედეგი არ იქნება შესამჩნევი.

ინგრედიენტები:

  • 1 კვერცხის გული (აუცილებლად)
  • 1 სუფრის კოვზი თაფლი (აუცილებლად)
  • 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი ან ნებისმიერი ზეთი თმისათვის (შეიძლება ბირკავას ზეთი)
  • 2 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი (აუცილებლად, თუ იყენებთ ზეთს)
  • 1 სუფრის კოვზი იოგურტი ან კეფირი, შეიძლება მაიონეზი (არ დაფრთხეთ)
  • 1 სუფრის კოვზი თმის ნებისმიერი კოსმეტიკური კრემი
  • 1 ნივრის კბილა




ინგრედიენტები აურიეთ და დაიდეთ თმაზე. ზემოდან დაიდეთ საშხაპე ქუდი ან პირსახოცში გახვეული პაკეტი. ასე გეჭიროთ მინიმუმ 45 წუთი (სასურველია არა ნაკლებ 2 საათი). შემდეგ ჩამოიბანეთ ნიღაბი 300-500 მლ გაგრილებული (დაახლოებით 30 გრადუსი) სასმელი წყლით 1/8 ლიმონის წვენთან ერთად.

გირჩევთ ასე დაასრულოთ ყოველი დაბანა, ეს დაკეტავს თმის ჯაგრებს, გახდის თმას გლუვს, მორჩილს, ბრწყინვალეს და აბრეშუმიანს, და ეს ბალზამის გარეშე.

თმების ცვენას სერიოზულად უნდა მოეკიდოთ, თუ ყოველდღიური დანაკარგი შეადგენს 70-100 თმას. ამ შემტხვევაში სასურველია (და აუცილებელიც კი) ექიმი დერმატო-ტრიქოლოგის მონახულება.

დროის მიერ შემოწმებული თმების ცვენის საწინააღმდეგო რეცეპტი

სხვადასხვა ნიღბებში კონიაკის დამატება სტიმულს აძლევს თმებს და კარგად კვებავს მათ. მიზეზი ის არის, რომ კონიაკი შეიცავს მთრიმლავი ნივთიერებების, მჟავეებისდა სხვა სასარგებლო შენაერთების დიდ რაოდენობას. ამასთან კონიაკი აცილებს ცხიმოვან ბრწყინვას.



კონიაკის ნიღაბი უხდებათ ნებისმიერი ტიპის თმის მქონე ქალებსა და მამაკაცებს. მაგრამ თუ თქვენ კულულებს აქვთ მიდრეკილება სიმშრალის მიმართ, მაშინ ნიღაბში კონიაკის რაოდენობა სხვა ინგრედიენტებთან შედარებით მცირე უნდა იყოს.

ინგრედიენტები:

  • 1 სუფრის კოვზი თაფლი
  • 1 სუფრის კოვზი აბუსალათინის ზეთი
  • 1 სუფრის კოვზი კონიაკი
  • 1 კვერცხის გული




აურიეთ ყველა ინგრედიენტი და თმების ძირები მოიბანეთ 5 წუთი. დაიხურეთ საშხაპე ქუდი ან პირსახოცში შეხვეული პაკეტი. დაიჭირეთ 2-3 საათი, შემდეგ შამპუნით ჩამოიბანეთ. გაიმეორეთ კვირაში ორჯერ. 3-4 პროცედურის შემდეგ ნახავთ შედეგს.

კაკაოს ნიღაბი თმების მოცულობის გასადიდებლად

კაკაოს ბაზაზე დამზადებული ნიღაბი არა მარტო უზრდის თმებს მოცულობას, არამედ არადგენს თმების სტრუქტურას, ანიჭებს სირბილეს და ბრწყინვას.

ინგრედიენტები:

  • 2 სუფრის კოვზი კაკაო-ფხვნილი
  • 0,25 ჭიქა რძე
  • 2 სუფრის კოვზი კონიაკი
  • 1 კვერცხის გული




კაკაო-ფხვნილს დაასხით რძე, დადეთ ნელ ცეცხლზე და მიაღწიეთ მის სრულ გაზავებას. ამის მერე დაამატეთ კვერცხის გული და კონიაკი. აურიეთ და ნიღაბი დაიდეთ სუფთა თმებზე. რეკომენდირებულია ერთ საათამდე მისი გაჩერება, მერე კი კარგად ჩამოიბანეთ.

მდოგვის ნიღაბი თმებისთვის

ის აუმჯობესებს თავის კანში სისიხლის მიმოქცევას, "აღვიძებს" მიძინებულ თმის ფოლიკულებს, კარგად კვებავს და ამყარებს თავად თმებს. ეს საოჯახო ნიღაბი განსაკუთრებით რეკომენდირებულია ცხიმიანი თმებისთვის, მაგრამ თავის მგრძნობიარე კანისთვის ის შეიძლება არ ვარგოდეს. ასევე არ გამოიყენოთ ის დაზიანებული ან გაღეზიანებული კანის შემთხვევაში.

ინგრედიენტები:

  • 2 სუფრის კოვზი მდოგვის ფხვნილი
  • 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
  • 1 კვერცხის გული
  • 1-2 ჩაის კოვზი თაფლი




ცხელი წყლით გააზავეთ 2 სუფრის კოვზი მდოგვის ფხვნილი, დაამატეთ კვერცხის გული და ზეითუნის ზეთი (ასევე შეგიძლიათ აიღოთ აბუსალათინის, ბირკავას ან სხვა ზეთი), 1-2 ჩაის კოვზი თაფლი. მიღებული მდოგვის მასა წაისვით თმების ძირებში და გააჩერეთ მინიმუმ 15 წუთი (იდეალში 45-30 წუთი)

შეინახეთ ეს სასარგებლო რეცეპტები და გაუზიარეთ ისინი მეგობრებს. იაფი ხომ არ ნიშნავს ცუდს!