მტკივან კუჭს აბზინდა შველის, სამი კვირის შემდეგ ყველა პრობლემა დამავიწყდა.

მტკივან კუჭს აბზინდა შველის, სამი კვირის შემდეგ ყველა პრობლემა დამავიწყდა.
ცოტა ხნის წინ მეგობრებთან საუბრისას გავიხსენე ერთი არაჩვეულებრივი ხალხური საშუალება, რომელმაც თავის დროზე კუჭის ნორმალური მუშაობა აღმიდგინა. ახალგაზრდა, გამოუცდელი დიასახლისი ვიყავი. ერთ დღესაც ძლიერად მოვიწამლე. მე მგონი, რომელიცაც შინაურმა კონსერვმა მომწამლა... კუჭი ამომირეცხეს და რამდენიმე დღეში ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდი, მაგრამ მადა დავკარგე. ნებისმიერი, სულ ცოტა საკვებიც კი საშინელ დისკომფორტს მიქმნიდა. ვცდილობდი, ყურადღება არ მიმექცია, მაგრამ რაც დრო გადიოდა, კუჭი უფრო და უფრო მაწუხებდა. დედა გატაცებული იყო მცენარეების შეგროვებით და ბევრი ხალხური რეცეპტი იცოდა. მისი რჩევით დავიწყე აბზინდის ნაყენით მკურნალობა.

დაგჭირდებათ:
  • 6 ს/კ აბზინდა
  • 2 ჩ/კ მიხაკი
  • 1ჩ/კ შაქრის ფხვნილი
  • 1 ჭ არაყი

მომზადების და მიღების წესი:
ვიღებთ ხმელ დაქუცმაცებულ აბზინდას, მიხაკს, შაქრის ფხვნილს, ვურევთ ერთმანეთში და ვასხამთ 1 ჭიქა არაყს, ვდგამთ სიბნელეში 15 დღით, თან დროდადრო ვანჯღრევთ. ვიღებთ დღეში 2-3-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე, თითო ჩაის კოვზს. ვაყოლებთ წყალს.

სამი კვირის შემდეგ ყველა პრობლემა დამავიწყდა. ეს რეცეპტი გავიხსენე, როცა მეგობარმა საჭმლის მონელების გაძნელებაზე დაიწყო წუწუნი. მაინცდამაინც არ ენდო ჩემს რეცეპტს, მაგრამ ჩემი დაჟინებული თხოვნით მაინც ჩაიტარა ერთი კურსი და სამიოდე კვირაში არაჩვეულებრივი ეფექტი მიიღო.
სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი