კმარა საკუთარ შვილებზე ცდების ჩატარება! ტემპერატურასთან ბრძოლის ოქროს წესები: რა შეიძლება და რა კატეგორიულად იკრძალება.

კმარა საკუთარ შვილებზე ცდების ჩატარება! ტემპერატურასთან ბრძოლის ოქროს წესები: რა შეიძლება და რა კატეგორიულად იკრძალება.
ციებ-ცხელება არის სიგნალი ტვინისთვის - გამოიმუშავოს მეტი ნივთიერება ინფექციურ დაავადებაზე გასამარჯვებლად. ვირუსების ყველაზე მთავარი მეტოქეა ინტერფერონი, სპეციფიკური ცილა, რომლის დონე პირდაპირ დამოკიდებულია სხეულის ტემპერატურაზე. სხვა სიტყვებით, რაც მაღალია ტემპერატურა, მით მეტი საკუთარი წამალი გამომუშავდება!



როგორ დავწიოთ ტემპერატურა

ჩვენთან მიღებულია ახლახან აღმოჩენილი ტემპერატურის მყისიერი დაგდება. მაგრამ ეს მთლად სწორი არ არის. ტემპერატურის დამწევი წამლები არ აძლევენ ორგანიზმს შანს თავად გაუმკლავდეს ავადმყოფობას უმოკლეს ვადებში.

დაიმახსოვრეთ ოქროს წესი: სიცხის დამწევი საშუალებების გამოყენებისთვის განმსაზღვრელი ფაქტორია არა ტემპერატურა, არამედ ბავშვის საერთო მდგომარეობა!



მოდით განვიხილოთ ბავშვის ტემპერატურის მაქსიმალურად ეფექტურად და უვნებლად დაწევის წესები.

1. როდის დავაგდოთ სიცხე?

ზოგიერთი ბავშვი 39 გრადუსზე თავს ჩინებულად გრძნობს, სხვა კი 37,5-ზე საწოლიდან ვერ დგება. წამლის სასარგებლო არჩევანი ცხადია. ყოველ ბავშვს თავისი ზღვარი აქვს, მაგრამ მისი ძიების დროს გარისკვა არ ღირს. თუ ტემპერატურამ 39.5-ს მიაღწია - დაუყოვნებლივ იმოქმედეთ!

40,0 გრადუსთან ახლოს ციების დამცავი ფუნქციები საწინააღმდეგო მნიშვნელობებს იძენენ: მაღლდება მეტაბოლიზმი და ჯანგბადის მოხმარება, ძლიერდება სითხის კარგვა, იქმნება დამატებითი დატვირთვა გულზე და ფილტვებზე.

განსაკუთრებით კონტროლს მოითხოვენ კრუნჩხვითი სინდრომის მქონე ბავშვები. თუ ადრევე ამჩნევთ ფებრილურ კრუნჩხვებს მაღალი ტემპერატურის ფონზე, რეკომენდირებულია სამკურნალო პრეპარატების გამოყენება 38,5 გრადუსამდე სიცხის აწევისას ან თქვენი პედიატრის მიერ მითითებული ტემპერატურის დადგომისას. ეს ეხება 3 თვემდე ასაკის ბავშვებსაც.

აქ საუბარია საიღლიე ფოსოში გაზომილ ტემპერატურაზე. მისი გაზომვა საჭიროა ჩვეულებრივი თერმომეტრით არა ნაკლებ 10 წუთის განმავლობაში. რექტალური თერმომეტრი ყოველთვის 1 გრადუსით მეტს აფიქსირებს, ასეთ დროს უტყუარი შედეგისათვის საკმარისია 5 წუთი.



2. სად ვამყოფოთ ავადმყოფი?

სხეულის ტემპერატურის ამაღლებისას მთავარია შეიქმნას პირობები ბავშვისათვის, როდესაც ის შესძლებს სითბოს მაქსიმალურად დაკარგვას. ეს კი შესაძლებელია მხოლოდ ორი გზით: ოფლით ან ჩასასუნთქვი ჰაერის გათბობით.

შეეცადეთ ოთახში გაგრილებული ტემპერატურის (ცელსიუსით 17-20 გრადუსი) შექმნა, ამასთან ბავშვს ჩააცვით დამატებითი კოფთა ან დააფარეთ საბანი. უზრუნველყავით კვების რეჟიმი (ბავშვის წონის 1 კგ-ზე 50-100 მლ). ამ წესების დაცვის გარეშე გამოჯანმრთელება გვიან დადგება, ხოლო გართულებების რისკი გაიზრდება.

3. რითი დავაგდოთ სიცხე?

არ არის საჭირო პანიკა, გამოიყენეთ კომპლექსური მიდგომა: სამკურნალო პრეპარატები, ჰაერის პარამეტრები, ჭარბი კვება. ამასთან ბოლო ორი პუნქტი არა ნაკლებ ეფექტურია, ვიდრე ნებისმიერი სიროფი ან აბი!

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით ბავშვებისათვის ასარჩევ პრეპარატებს შორის პირველ რიგში არიან "პარაცეტამოლი" და "იბუპროფენი". საოჯახო აფთიაქში ორივე უნდა იყოს, უმჯობესია სხვადასხვა ფორმებში. 6 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის სიროფი ან რექტალური სანთელი.



სიროფი მოქმედებას იწყებს მოხმარებიდან 15-20 წუთის შემდეგ, თუმცა მის შემადგენლობაში მრავლად არის ქიმიური დანამატი, არომატიზატორი, მღებავი. სანთლები 40-50 წუთის შემდეგ იწყებენ მოქმედებას, თუმცა სიცხის დამწევი ეფექტი უფრო დიდ ხანს რჩება. ისინი შეუცვლელები არიან, როდესაც ბავშვს აწუხებს გულის რევა ან ღებინება, ამასთან მათი გამოყენება საჭიროა დეფეკაციის შემდეგ.

აფთიაქში "პარაცეტამოლი" იყიდება შემდეგი პრეპარატების სახით: "პანადოლი", "კალპოლი", "ეფერალგანი", "დოფალგანი", "მექსალენი", "დოლომოლი", "ცეფეკონი". "იბუპროფენი" ნაკლებ უსაფრთხოა, მაგრამ უფრო ეფექტური. მისი ანალოგებია: "იბუფენი", "ნუროფენი", "ბოფენი", "მარკოფენი", "საბავშვო მოტრინი", "იბუნორმ ბები", "ბრუფენი".

4. დოზირება

ძალიან ხშირად მწარმოებლები მიუთითებენ ასაკს პრეპარატის ეტიკეტზე. მაგრამ ყველა ბავშვის არ არის ერთნაირი იმიტომ, რომ საჭიროა დოზირების გათვლა ბავშვის წონის შესაბამისად. შეხედეთ:

კმარა საკუთარ შვილებზე ცდების ჩატარება! ტემპერატურასთან ბრძოლის ოქროს წესები: რა შეიძლება და რა კატეგორიულად იკრძალება.

იყავით ყურადღებით: ხშირად ერევათ მილიგრამები (მგ) და მილილიტრები (მლ). ავიღოთ მაგალითი: ეტიკეტზე სწერია: "100 მგ მოქმედი ნივთიერება 5 მლ სუსპენზიაში". ეს ნიშნავს, რომ 10 კგ წონის ბავშვს, რომელსაც ესაჭიროება 150 მგ "პარაცეტამოლი", დასჭირდება 7,5 მლ წამალი. თუ ეს "იბუპროფენია" მაშინ 5 მლ. ეს სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც გამოგადგებათ სასკოლო მათემატიკა.

სიცხის დამწევი სანთლების საჭირო დოზირება იკითხეთ აფთიაქში. სჯობს მისი ღამით გამოყენება ხანგძლივი ეფექტის გამო. "პარაცეტამოლის" ჯერადი დოზა სანთლებში შეადგენს 20 მგ/კგ-მდე, გაითვალისწინეთ ეს სადღეღამისო დოზის გაანგარიშებისას.

თუ ტემპერატურა იზრდება ინსტრუქციაში მითითებულ მომდევნო მიღებამდე მინიმალური ვადის ამოწურვამდე, მაშინ შეახამეთ ერთმანეთს სამკურნალო პრეპარატები. ესენი უნდა იყვნენ არა წამლების სხვადასხვა დასახელებები, არამედ სხვადასხვა მოქმედი ნივთიერებები ("პარაცეტამოლი" ან "იბუპროფენი"). განსხვავებული ეტიკეტების ქვეშ ხშირად ერთი და იგივე პრეპარატია მიმალული.

თუ წამლის მიღების შემდეგ ტემპერატურა დაეცა 1-1,5 გრადუსით, ეს ძალიან კარგია! არ ღირს 36,6-ზე სწრაფი დაშვება - ეს უდიდესი სტრესია ორგანიზმისათვის და ძარღვებისათვის.

5. აკრძალული პრეპარატები

ბავშვებისათვის კატეგორიულად არ არის რეკომენდირებული "ასპირინი" (აცეტილსალიცილური მჟავა), "ანალგინი" (ნატრიუმის მეტამიზოლი), "ნიმესულიდი". მათში მაღალია განვითარების რისკი და მეტია გვერდითი რეაქციების სიმძიმე.

ანალგინის საფუძველზე დამზადებული და პოპულარული ნაზავი გამოიყენება ერთჯერადად მხოლოდ მაშინ, როდესაც სხვა, უფრო უსაფრთხო, პრეპარატები ხელმიუწვდომელია. ამ ნაზავის მუდმივად მიღება აბსოლუტურად დაუშვებელია როგორც ბავშვებისთვის, ისე მოზრდილებისათვის.

"ასპირინმა" ვირუსული ინფექციის დროს შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლისა და თავის ტვინის უმძიმესი დაზიანება - რეას სინდრომი, რომლის დროსაც სიკვდილიანობა აღწევს 20%-ს. "ნიმესულიდი" ასევე აკრზალულია ტოქსიკური ჰეპატიტის განვითარების რისკის გამო. ეს ეხება 12 წლამდე საბავშვო ასაკს.

6. თეთრი ციებ-ცხელება

ჩვეულებრივ ბავშვი მაღალი ტემპერატურით ცხელია თითებით შეხებისას. თუ კანის ზედაპირი ვარდისფერია ან მოწითალო იერი აქვს, მაშინ შეგიძლიათ მშვიდად იყოთ იმიტომ, რომ თერმორეგულაცია და თერმოუკუგება მშვენივრად მუშაობენ. მაგრამ თუ მაღალ ტემპერატურას თან ახლავს კანის სიმკრთალე, ჟრჟოლა (შეციება), კიდურების გაცივება, მაშინ ადგილი აქვს ძარღვების სპაზმას.



მიზეზი მრავალი შეიძლება იყოს: ნერვული სისტემის დაზიანებიდან და სითხის უკმარისობიდან წნევის დაკლებამდე. ასეთ შემთხვევაში დაზილეთ ცივი ხელები და ფეხები მანამ, სანამ ისინი ვარდისფერ იერს არ მიიღებენ, მიეცით ბავშვს სპაზმოლიტური პრეპარატის ('დროტავერინი", "ნოშ-პა") ნახევარი. გამორიცხეთ აბსოლუტურად ყველა ცივი კომპრესი და შეფუთვა.

დაიმახსოვრეთ: სიცხის დამწევი სრულად არ იმოქმედებს მანამ, სანამ სპაზმას აქვს ადგილი. თუ 2-3 საათის განმავლობაში ვერ ხერხდება მაღალი ტემპერატურის დაწევა, დაუყოვნებლივ გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება!

7. ყურადღების გადამტანი პროცედურები

დაივიწყეთ სპირტითა და ძმრით დაზელვები! ბავშვის მგრძნობიარე კანი მყისიერად იწოვს საშიშ ნივთიერებებს და ჩნდება მოწამვლის რისკი.

არ შეიძლება სახლის პირობებში ყინულის სათბურას, ნოტიო ცივი საფენების, ცივი ოყნების გამოყენება. გარეგნულად გეჩვენებათ, რომ ტემპერატურამ დაიწია, მაგრამ ასეთი შედეგი დადგა კანის ძარღვების სპაზმის შედეგად! ამასთან ნელდება სისხლის მოძრაობა, მცირდება ოფლის გამოყოფა და თბოუკუგება. შედეგად კი შინაგანი ორგანოების ტემპერატურა იზრდება. ეს ძალიან საშიშია!

მაქსიმუმ რაც თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ - ეს არის ცივი შემოსაკრავი ბავშვის შუბლზე მისი მდგომარეობის შესამსუბუქებლად, ოღონდ სიცხის დამწევი სასუალების მიღების შემდეგ.



მდოგვის საფენები, ცხელი აბაზანები ფეხებისათვის და ორთქლის ინჰალაციები უფრო ზიანის მომტანი არიან, ვიდრე სარგებლის. ტემპერატურაზე გაფიქრებისას ასეთი პროცედურების გამოყენება მის აწევას გამოიწვევს. თუ მშვიდად ყოფნა გსურთ და საკუთარ ბავშვზე ექსპერიმენტის ჩატარება - კი ბატონო, მაგრამ მხოლოდ მაშინ, თუ მას ნორმალური ტემპერატურა აქვს!

უმეტეს შემთხვევებში ბავშვები დამოუკიდებლად გამოჯანმრთელდებიან მნიშვნელოვანი სამკურნალო ჩარევის გარეშე. ხანდახან დასაშვებია ხალხური საშუალებების გამოყენება საერთო მდგომარეობის შესამსუბუქებლად. ჭარმ სმასთან ერთად ბავშვს შესთავაზეთ თბილი და სასარგებლო რძის სასმელები. ისინი ეხმარებიან ორგანიზმს ხველებისა და ლარინგიტის დროს და ძალიან გემრიელიც არის. ეს შეიძლება იყოს რძე თაფლით, კაკაო-კარაქი, დინდგელი (სკის წებო). ოღონდ მხოლოდ ამ პროდუქტების მიმართ ალერგიის უქონლობის შემთვევაში!

თბილ რძეს დაამატეთ ჩაის კოვზი თაფლი და აურიეთ. ასეთი სასმელის დალევა სჯობია ძილის წინ, ის კარგად ამშვიდებს. კაკაო-კარაქი ჩინებულად უმკლავდება ყელის ტკივილებს თუ მას გააზავებთ თბილ რძეში.



შეგიძლიათ აფთიაქში იყიდოთ დინდგელის 10%-იანი ნაყენი, ის არ არის ძვირი. 10 წვეთი დაამატეთ თბილ რძეს (არა აქვს მნიშნელობა, რძე ნახევარი ჭიქაა თუ ერთი კოვზი). ასეთი წამალი კარგად უმკლავდება ფილტვის დაავადებებს, აუმჯობესებს თვითგანწყობას. უშუალოდ ძილის წინ უნდა დალიოთ. დინდგელი კარგად მუშაობს - ის ხომ სამკურნალო ნივთიერებების ჭაა და დადებიტად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმის მთელ სისტემებზე.

საბავშვო დაავადებების მკურნალობისას იხელმძღვანელეთ მხოლოდ საღი აზრით და არ დაპანიკდეთ. თუ საკუთარ მოქმედებებში ეჭვი გეპარებათ - აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია პედიატრთან. მიმართეთ მას, თუ ავადმყოფობის სიმპტომები 5 დღეზე მეტ ხანს გრძელდება.

გისურვებთ თქვენ და თქვენ ბავშვებს მხოლოდ ჯანმრთელობას!


თუ ეს ინფორმაცია მოგეწონათ, აუცილებლად გაუზიარეთ იგი მეგობრებს!