პოლიციელი შეძრწუნდა, როდესაც გაიგო, რომ ეს ნარკომანი ორსულად იყო. 5 წუთის შემდეგ მამაკაცმა უმნიშველოვანესი გადაწყვეტილება მიიღო

პოლიციელი შეძრწუნდა, როდესაც გაიგო, რომ ეს ნარკომანი ორსულად იყო. 5 წუთის შემდეგ მამაკაცმა უმნიშველოვანესი გადაწყვეტილება მიიღო
პოლიციელი რაიან ჰოლეთსი ცხოვრობს ქალაქ ალბუკერკში, ნიუ-მექსიკოს შტატში. მიმდინარე წლის 23 სექტემბერს მამაკაცი გამოსული იყო პატრულირებისთვის. სუპერმარკეტის იქით გუშაგი თავზე დაადგა რამდენიმე უსახლკაროს. მაწანწალები ის ის იყო აპირებდნენ ჰეროინის დოზის გაკეთებას.

პოლიციელს თავზარი დაეცა, როდესაც დაინახა, რომ უსახლკარო ქალს მუცელი შესამჩნევად ჰქონდა წამოზრდილი. მოგვიანებით გაირკვა: 35 წლის კრისტალ ჩემპი 8 თვის ორსული იყო. როდესაც წარმოიდგინა, რა საშინელება ელოდა ნარკომანი წყვილის ბავშვს, ჰოლესტმა წამში მიიღო ფრიად მოულოდნელი გადაწყვეტილება.



უსახლკაროთა თავშეფარს იმპროვიზირებული იურთი წარმოადგენდა, რომელიც გაჭიმული იყო გზის პირას ბუჩქებში. აი აქ, სიცხისგან გავარვარებული ქვებზე, აყროლებული ტილოების გარემოცვაში ბინადრობდნენ კრისტალ ჩემპი და მისი საყვარელი.



თავად რაიანი სამაგალითო მეოჯახე და 4 შვილის მამა გახლავთ. ამიტომაც შოკში ჩავარდა ორსული ნარკომანის ხილვისას. შეძრწუნებულმა ჰოლესტმა ჰკითხა ქალს, ხვდებოდა თუ არა, რომ ამგვარად იგი საკუთარ შვილს სიკვდილისთვის იმეტებდა.



ქალი ატირდა - "ვიცი, რომ ამაზრზენი ვარ და საშინელ სიტუაციაში ვიმყოფები!" თავად ჩემპი მშვენივრად იაზრებდა, რომ შვილზე ზრუნვა მის ძალებს აღემატებოდა. მაწანწალა გეგმავდა მის გაშვილებას და იმედოვნებდა, რომ ბავშვი ბედნიერად იცხოვრებდა.



როგორც გაირკვა, კრისტალი ცუდ გარემოცვაში ჯერ კიდევ მოზარდობისას აღმოჩნდა და მას შემდეგ გზას აცდა. ორი წლის წინ მან სახლი დაკარგა და საბოლოოდ ჩაიქნია ხელი ნორმალური ცხოვრების დაბრუნებაზე. გოგონა ბევრჯერ ეცადა ნარკოტიკებისთვის თავის დანებებას, მაგრამ ამაოდ.



ამ აღსარების მოსმენის შემდეგ, რაიანი აივსო სიბრალულით არა ქალის, არამედ ბავშვის მიმართ. მოგვიანებით მამაკაცმა განაცხადა, რომ სწორედ ამ მომენტიდან გადაწყვიტა ეშვილა ჩვილი. მისი მეუღლე რებეკაც სწაფად ჩაწვდა სიტუაციას და მაშინვე მხარი დაუჭირა რაიანის ინიციატივას.



საბედისწერო შეხვედრიდან 3 კვირის შემდეგ ქვეყანას მოევლინა ჰოუფი, კრისტალის ქალიშვილი. დედის საშინელი ჩვევების გამო ბავშვი დაბადებიდან დამოკიდებული იყო ნარკოტიკზე. ექიმებს დიდი ძალისხმევა დაჭირდათ იმისათვის, რომ განეკურნათ ჩვილი.



ჰოუფს ნეონატალური აბსტინენციის სინდრომის ნიშნები ჰქოდა. საბედნიეროდ, ექიმებმა შეძლეს და გაატარეს მკურნალობის ყველა ეტაპი. დღეს პატარას ყველაფერი რიგზე აქვს. თუმცა დედის შეცდომებმა შესაძლოა მომავალში ჰპოვოს გამოძახილი.



რაიანს და რებეკას გადაწყვეტილი აქვთ, ყველაფერი შელამაზების გარეშე უამბონ ბავშვს, როდესაც გაიზრდება. ცოლ-ქმარი იმედოვნებს, რომ მათი დახმარებით გოგონა ბედნიერი და დღეგრძელი იქნება.