დამწვრობის სამკურნალო სასწაულმოქმედი საშუალება

დამწვრობის სამკურნალო  სასწაულმოქმედი საშუალება
ამ ზაფხულს გადავწყვიტე, საზამთროდ ატმის კომპოტი გამეკეთებინა. როდესაც ქილას ვხუფავდი, კიდე მოემტვრა ამოყირავდა და ქაფქაფა წყალი ზედ გადამესხა. აუტანელი ტკივილი ვიგრძენი. საათ-ნახევარი ვენტილატორის წინ გავატარე. მერე ავიღე ქრისტესისხლა, ბამბა მის წვენში დავასველე და დამწვარი კანის ზედ წმენდა დავიწყე. დაფუფქული კანი ნელ - ნელა მცილდებოდა და თითქოს ტკივილიც იკლებდა. ბოლოს დავმშვიდდი და ცოტა ხნით ჩამეძინა. რომ გამეღვიძა, კიდევ ერთხელ გავიწმინდე დამწვარი კანი. ასე გავაგრძელე დაახლოებით 10 დღე. დამწვარი ადგილისთვის ქრისტესისხლას წვენის გარდა არაფერი მიმიკარებია და ისე მოშუშდა, ნაწიბურიც არ დარჩენილა. კარგად გახსოვდეთ ერთი რამ: ქრისტესისხლას წვენში დასველებული ბამბა დამწვრობაზე კი არ უნდა დაიდოთ, არამედ ნაზად უნდა გაიწმინდოთ მტკივანი არე, როდესაც შეშრება, ისევ გაიწმინდოთ და ასე შემდეგ.



მას შემდეგ ყოველთვის მაქვს შინ ქრისტესისხლას წვენი: როგორც კი მცენარე აყვავდება, ფესვიანად ვგლეჯ, ვრეცხავ, ვაშრობ, ვჭრი და ხორცსაკეპ მანქანაში ვატარებ. შემდეგ ვწურავ, წვენს მინის ბოთლში ვასხამ და თავზე რამეს ვაფარებ (მჭიდროდ დაცობა საჭირო არ არის ). წვენი დუღილს დაწყებს, დაახლოებით 5-6 დღე დუღს, შემდეგ გადავასხამ, გადავწურავ და ვინახავ გრილ ადგილას, ზოგჯერ მაცივარშიც. წვენიმ 1-2 წელი ძლებს.
სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი