ამ ახალგაზრდა მოდელმა გახსნა საფულე, რათა მათხოვრისთვის ფული მიეწოდებინა. ერთ წამში მან საკუთარი სახე ვეღარ იცნო...
ახალგაზრდობაში ქეით ფაიფერს სურდა კინო და ტელევარსკვლავი გამხდარიყო. დღეს ამ აქტივისტს, მოდელსა და ჟურნალისტს მთელი მსოფლიო იცნობს. მისი წიგნი "სილამაზე", სადაც ქეითი საუბრობს ადამიანის შინაგანი სილამაზის მნიშვნელობაზე, დიდი პოპულარობით სარგებლობს.
თუმცა, სახელი მას საშინელმა შემთხვევამ გაუთქვა. ახალგაზრდა ლამაზმანის საზარელი ამბავი გვაიძულებს სერიოზულად დავფიქრდეთ.
ყველაფერი სოციალურ ქსელში უწყინარი მიმოწერით დაიწყო. ქეითი დამეგობრდა დენიელ ლინჩთან, 33 წლის საბრძოლო ხელოვნების ოსტატთან.
თავიდან გოგონას ეცინებოდა მაღალი და ვაჟკაცური მამაკაცის მორიდებულობაზე. ხოლო პირველივე პაემანზე მან ქეითის გული საბოლოოდ გაალღო, როდესაც დიდ თაიგულთან ერთად რბილი სათამაშოც აჩუქა.
დროთა განმავლობაში ნათელი გახდა: დენიელს რაღაც რიგზე ვერ ჰქონდა. იგი გაუთავებლად ავსებდა გოგონას კომპლიმენტებით და ასობით შეტყობინებით. ქეითს უკვე სული ეხუთებოდა წერილების რაოდენობითა და გამუდმებული ზარებით.
ამასთან, გაირკვა, რომ ლინჩი სულაც არ იყო უწყინარი ბიჭი. ერთხელ მაღაზიებში სიარულის დროს, ქეითის თვალწინ ბიჭმა კინაღამ სული ამოაძრო გამყიდველს, რომელიც რატომღაც არ მოეწონა.
გოგონა დაფიქრდა და გადაწყვიტა დაშორებოდა ლინჩს. დასასრულს წყვილი შეთანხმდა ერთად ევახშმათ კაფეში. მაგრამ მშვენიერი საღამო საშინელებებით სავსე ღამეში გადაიზარდა.
ბიჭმა ალერსით შეიტყუა ქეითი წინასწარ დაჯავშნულ ნომერში და თავს დაესხა მას. მან სასტიკად სცემა და გააუპატიურა ყოფილი შეყვარებული. სამწუხაროდ, ამის შემდეგ გოგონას პოლიციისთვის არ მიუმართავს: შეეშინდა, რომ ლინჩი მას უბრალოდ მოკლავდა.
მომდევნო ორი დღის განმავლობაში ქეითი გონს მოდიოდა. ამ დროის მანძილზე დენიელმა უბრალოდ აავსო იგი ბოდიშებით. ბოლოსდაბოლოს იმ ნაძირალამ დაარწმუნა თავისი მსხვერპლი, მისულიყო ინტერნეტ კაფეში, რათა წაეკითხა გაგზავნილი შეტყობინება.
ქუჩაში გასული ლამაზმანი ვერც წარმოიდგენდა, რომ სულ მალე მისი ცხოვრება სამუდამოდ შეიცვლებოდა. სახლთან მას უკვე ყარაულობდა ლინჩის მეგობარი სილვესტერი. მან თავი მოაჩვენა მათხოვრად, მიუახლოვდა და ქეითს სახეში გოგირდის მჟავა შეასხა.
ტრაგედიის შემდგომი პერიოდი ქეითისთვის სრულ კოშმარად იქცა. ყოფილი ლამაზმანი 20 დღე კომაში იყო და დაიკლო 38კგ, სანამ ექიმები იბრძოდნენ მისი სიცოცხლის გადასარჩენად.
იმისათვის, რომ სულ ოდნავ მაინც გაუმჯობესებულიყო მდგომარეობა, გოგონამ რამდენიმე პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა. სამწუხაროდ თავდასხმის შედეგად, ფაიფერმა ცალ თვალში მხედველობა დაკარგა და აღარ შეეძლო ნორმალურად ჭამა, რადგან მჟავამ მას საყლაპავი დაუზიანა.
კამერების ჩანაწერების წყალობით ლინჩი და მისი მეგობარი იმავე დღეს დააპატიმრეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ დენიელი უკვე იყო ნასამართლევი იმის გამო, რომ მოწინააღმდეგეს სახეში მდუღარე წყალი შეასხა.
ამჯერად გაუწონასწორებელ ნაძირალას მიუსაჯეს 16 წლიანი პატიმრობა, ხოლო მის თანამზრახველს - 14. ქეითი კი არ დანებდა და გადაწყვიტა ებრძოლა თავისი ოცნებისთვის. მალევე ის მართლაც გახდა პოპულარული.
2 წლის განმავლობაში გოგონამ ასობით ოპერაცია გადაიტანა. შედეგად მიიღო ახალი სახე. 2009 წელს მან დააარსა ფონდი იმ ქალების დასახმარებლად, რომლებიც აღმოჩნდნენ მსგავსი შემთხვევების მსხვერპლნი. იმ პერიოდშივე ეკრანებზე გამოვიდა ქეითის ისტორიის მოტივებზე გადაღებული დოკუმენტური ფილმი.
2011 წელს მაღაზიების თაროებზე გამოჩნდა ქეითის მიერ დაწერილი წიგნი. ამას გარდა, გოგონამ შეძლო ეპოვნა ნამდვილი სიყვარული. უბრალო დურგალთან 4 წლიანი ურთიერთობა ქორწინებით და ქალიშვილის დაბადებით დასრულდა.
ახლა 33 წლის ქეითი - ცნობილი ჟურნალისტი და მზრუნველი დედაა. უფრო მეტიც, ტრაგედიას ხელი არ შეუშლია მისთვის ნანატრი ფოტომოდელის კარიერის შექმნაში.
არადა დენიელი ხომ იმედოვნებდა, სამუდამოდ დაენგრია ლამაზმანის ცხოვრება.
ძლიერი ქალის შეჩერება გაუწონასწორებელი მანიაკის თავდასხმამაც ვერ შეძლო. თავისი ისტორიის პოპულარიზაციით ფაიფერს სურს გააგებინოს ადამიანებს, რამდენად ჩამოუვარდება გარეგნული მშვენიერება შინაგან სილამაზეს და რაოდენ მნიშვნელოვანია ვიმსჯელოთ ადამიანებზე არა ვიზუალის, არამედ მათი ქმედებების მიხედვით.