დედამ 14 წლის ქალიშვილი მოდელად სამუშაოდ ჩინეთში გაუშვა. ახალგაზრდა ლამაზმანი პირდაპირ პოდიუმზე გარდაიცვალა

დედამ 14 წლის ქალიშვილი მოდელად სამუშაოდ ჩინეთში გაუშვა. ახალგაზრდა ლამაზმანი პირდაპირ პოდიუმზე გარდაიცვალა
სამუშაო გარემოს აუტანელი პირობები- პრობლემა, რომელიც ყველასთვის ნაცნობია. რუსეთის მაცხოვრებელმა ახალგაზრდა გოგონამ გადაწყვიტა სწავლა შეეწყვიტა და მაშინვე დაიწყო სამოდელო საქმიანობა, თუმცა ეს მისი ოჯახისთვის კატასტროფის მომტანი აღმოჩნდა.



14 წლის ვლადია დზუბა ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა სილამაზით და მუდამ ოცნებობდა მოდელობაზე. 12 წლისას ის უკვე ამშვენებდა პრესტიჟული ჟურნალების გარეკანს, მაგრამ ისევ სურდა საზღვარგარეთ მოღვაწეობა.



ვლადიამ გააფორმა კონტრაქტი ჩინეთის სამოდელო სააგენტოსთან და სამი თვით წავიდა სამუშაოდ შანხაიში. მას დაჰპირდნენ, რომ ჩინეთში დააფასებდნენ რუსულ სილამაზეს.



ის ვერც კი წარმოიდგენდა თუ რა ელოდა იქ. ახალგაზრდა გოგონას უწევდა 13 საათი ემუშავა დღე-ღამის განმავლობაში. ამასთან ერთად მას არ ჰქონდა სამედიცინო დაზღვევა!



"დედა როგორ დავიღალე. როგორ ძლიერ მინდა ძილი"- ვლადია ყოველ ღამე ურეკავდა დედას და გამოთქვამდა პრეტენზიას დაღლილობის შესახებ.



მისი ორგანიზმი თანდათან გამოიფიტა და უბიძგა მას საშინელი დაავადებისაკენ. 25 ოქტომბერს ჩვენების წინ ვლადია ცუდად გახდა, თუმცა აიძულეს გამოსულიყო ჩვენებაზე. მოდელმა გონება პოდიუმზე დაკარგა, მას 40 გრადუსი ჰქონდა სიცხე!



გოგონა საავადმყოფოში გადაიყვანეს. 2 დღიანი კომის შემდეგ ის გარდაიცვალა. წინასწარი ცნობებით სიკვდილის მიზეზი მენინგიტია.



ვლადიას დედა კრემაციას აჭიანურებს, სურს თავად დაკრძალოს შვილი. მაგრამ არ ააქვს საკმარისი თანხა გვამის ჩამოსასვენებლად. გვამის გაკვეთაა საჭირო, მაგრამ დედის ნებართვის გარეშე ვერ ხერხდება.




ჯერ კიდევ გაუგებარია როგორ გაუშვეს მშობლებმა არასრულწლოვანი გოგო საზღვარგარეთ მარტო სამუშაოდ ასეთ საეჭვო კომპანიაში, ცხოველური პირობებით, სამედიცინო დაზღვევის გარეშე.




უყურე რეპორტაჟს ამ თემასთან დაკავშირებით...



ძალიან ვწუხვართ ახალგაზრდა გოგონას გარდაცვალების გამო. მას წინ ჰქონდა ნათელი მომავალი და სამოდელო სფეროში წარმატებული კარიერა. ეს ფაქტი გვაიძულებს, რომ დავფიქრდეთ ბავშვთა შრომით მოტანილ სარგებელზე-რატომ უნდა წავიდეთ მსგავს მსხვერპლზე...იმედია სტატია საინტერესო იყო და არ დაგავიწტდეთ სტატიის გაზიარება მეგობრებისთვის!