ტრიქოლოგი: "შეწყვიტეთ თავის დაბანა ყოველ დღე! იმისათვის, რომ თმამ არ დაკარგის სიბზინვარე და მოცულობა...

ტრიქოლოგი: "შეწყვიტეთ თავის დაბანა ყოველ დღე! იმისათვის, რომ თმამ არ დაკარგის სიბზინვარე და მოცულობა...
თავს ყოველდღიურად იბანთ, მაგრამ თმა მაინც უსიცოცხლოა და არ აქვს სასურველი მოცულობა? შეიძლება თქვენ უბრალოდ არ იცით, როგორ დაიბანოთ. დიახ, ქალების უმრავლესობას არც უჩნდება კითხვა, რა რაოდენობის შამპუნი უნდა წავისვათ ან გამოვიყენოთ თუ არა თერმული დაცვის საშუალება. აი, რა არის საჭირო იმისათვის, რომ იქონიოთ ჯანსაღი და მბზინვარე თმა:



ვიბანთ თავს სწორად

  1. ნუ შეგეშინდებათ შამპუნის

    თუ თქვენ დასაბან საშუალებას აწერია, რომ მისი გამოყენება შეიძლება ყოველდღიურად, ე.ი. ის მაქსიმალურად ნეიტრალური, დელიკატური და არააგრესიულია. ნუ შეგეშინდებათ, ამგვარი შამპუნი კანსა და თმას არ აზიანებს.



  2. დიდხანს ნუ დატოვებთ თმას დასაბანს

    თმის ძირებში დაგროვებული ცხიმოვანი ჯირკვლების სეკრეტი, მტვერი და ჭუჭყი - სხვადასხვა ბაქტერიის საკვები გარემოა. გადაჭარბებული დაბინძურება არ აძლევს კანს სუნთქვის საშუალებას, თმის ძირები განიცდის საკვები ნივთიერებების ნაკლებობას, კანის ნორმალური ფუნქციონირება ირღვევა, ხოლო თმის ზრდის პროცესი მნიშვნელოვნად ფერხდება. ამგვარი შედეგების თავიდან ასაცილებლად, დაიბანეთ თავი დაბუნძურებისთანავე.



  3. დაიცავით დაბანის სიხშირე

    კვირაში რამდენჯერ უნდა დავიბანოთ თავი - ეს საკითხი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია თმის ტიპსა და წყლის ხარისხზე. თუ თქვენი თმა მიდრეკილია ცხიმიანობისკენ, 3-4 დღიანმა შუალედმა შეიძლება მიგიყვანოთ თავის კანის ანთებამდე ცხიმოვანი სეკრეტის უხვად დაგროვების გამო.



  4. წაისვით შამპუნი სწორად

    არავითარ შემთხვევაში პირდაპირ თავზე არ დაისხათ დასაბანი საშუალება. ჯერ ერთი ასე ვერ გააკონტროლებთ რაოდენობას, მეორეც - კანის ერთ უბანზე ხვდება კონცენტრირებული ნივთიერება, რაც არც ისე სასარგებლოა. უმჯობესია, თავიდან ხელში აიქაფოთ შამპუნი და შემდეგ წაისვათ სველ თმაზე.



  5. თავის დაბანის ალგორითმი

    იმისათვის, რომ კარგად დაიბანოთ თავი, მანამდე თმა კარგად დაივარცხნეთ. შამპუნი აიქაფეთ თითებით და არა ფრჩხილებით, რომ არ დაიზიანოთ თავის კანი. გამოცდილი ტრიქოლოგები გვირჩევენ, დაბანისას გავიკეთოთ მსუბუქი მასაჟი. ეს არა მარტო სასიამოვნოა, არამედ სასარგებლოც.



  6. შამპუნის რაოდენობა

    შამპუნის საჭირო რაოდენობა პირდაპირ კავშირშია თმის სიგრძესა და სიხშირეზე. თუ თქვენ მიჩვეული ხართ ყოველდღიურად თავის დაბანას, არ არის აუცილებელი დასაბანი საშუალების ორჯერ წასმა. თუ უფრო იშვიათად იბანთ, მაშინ წაისვით რამდენიმეჯერ. მეორე ჯერზე შამპუნის რაოდენობა გაანახევრეთ.



  7. წყლის ტემპერატურა

    ზედმეტად ცხელი წყლით თავის დაბანა - ეს უხეში შეცდომაა. ცხელი წყალი ფიტავს თმას და ასტიმულირებს ცხიმის გამომუშავებას. ამიტომ, ნუ გაგიკვირდებათ, თუ თქვენი თმა ხშირად გაცხიმიანდება.

    თავის დაბანისთვის წყლის ოპტიმალური ტემპერატურაა 40-45 გრადუსი. წყლის ამგვარი რეჟიმი მსუბუქად მოაშორებს ჭუჭყს თმას და ასტიმულირებს თავის კანის სისხლის მიმოქცევას.



  8. კონტრასტული შხაპი

    დაიმახსოვრეთ! თავის დაბანის პროცესი ყოველთვის უნდა დაასრულოთ გრილი წყლის გადავლებით. ამგვარი მეთოდი ასტიმულირებს სკალპს, რათა გახადოს თმა უფრო მბზინვარე, ხოლო თავად დაბანის პროცესი იშვიათი. თმა დიდხანს შეინარჩუნებს სისუფთავეს!



  9. თმის ნიღაბი

    თმის მკვებავი ნიღბების გამოყენების სიხშირე დამოკიდებულია თმის მდგომარეობასა და სასურველ ეფექტზე. თუ თქვენი თმა ძლიერაა დაზიანებული და ესაჭიროება კარგი მოვლა, დაიდეთ ნიღაბი ყოველ მეორე დაბანისას.

    9-10 პროცედურის შემდეგ თქვენ უკვე იგრძნობთ სასურველ შედეგს, ხოლო თავად ნიღბის გამოყენება აღარ დაგჭირდებათ იმავე სიხშირით. თუ ნიღაბს პროფილაქტიკური მიზნისთვის იყენებთ, მაშინ 1-2-ჯერ კვირაში სავსებით საკმარისია.



  10. არ დაგავიწყდეთ ბალზამი

    თმის ბალზამი შესანიშნავი საშუალებაა, რომელიც ასტაბილურებს თმის pH ბალანსს, ანიჭებს სიბზინვარეს და უფრო მორჩილს ხდის მას. ბალზამი უნდა წაისვათ თმის მთელ სიგრძეზე ძირების ჩათვლით, მაგრამ არ შეიზილოთ თავის კანში.
    კანზე მოხვედრისას ბალზამი ამძიმებს თმას და აცლის მათ მოცულობას.



  11. როგორ მოვიქცეთ დაბანის შემდეგ?

    ეთერზეთი - თქვენი თმის ერთგული მეგობარია. წაისვით თქვენი თმის ტიპისთვის შესაფერისი საჭირო რაოდენობის ზეთი სველ ბოლოებზე და ისინიც მაშინვე მადლობას გეტყვიან თავისი ბზინვარებით. გახსოვდეთ, რომ საჭიროა ძალიან მცირე რაოდენობის ზეთი, ზედმეტად რომ არ გაიცხიმიანოთ თმა.



  12. აუცილებლად გამოიყენეთ თერმული დაცვის საშუალება

    თუ თმას ფენის დახმარებით იშრობთ, აუცილებელია დაიცვათ რამდენიმე მნიშვნელოვანი წესი. ყოველთვის გაიშრეთ ძირებიდან, ხოლო ბოლოები დატოვეთ ოდნავ ნოტიო. რაც შეეხება დამცავ სპრეის, იგი აუცილებლად უნდა გამოიყენოთ, თუ თმა გამუდმებით იმყოფება ცხელი ჰაერის ზემოქმედების ქვეშ.

    აუცილებლად გამოიყენეთ თერმოდამცავი სპრეი, რომლის შემადგენლობაშიც შედის პროტეინები, ვიტამინები, ასევე სამკუნალო მცენარეების ექსტრაქტები.

    ამგვარი მოვლის საშუალებით, თქვენი თმა იქნება არა მარტო დაცული მაღალი ტემპერატურის ნეგატიური ზემოქმედებისგან, არამედ შეიძენს შესაშურ ბზინვარებასა და მოცულობას.



თითქოს თმის დაბანაზე მარტივი რა უნდა იყოს. გასაკვირია, მაგრამ ცოტა თუ შეძლებს ამ მარტივი დავალების უშეცდომოდ შესრულებას. გაითვალისწინეთ ჩვენი ხელმისაწვდომი და სასარგებლო რჩევები; და სულ ცოტა ხანში ნახავთ, როგორ შეიცვლება თქვენი გარეგნობა: თმა გაგიხდებათ უფრო ჯანსაღი, აბრეშუმივით რბილი და მბზინვარე.