სახლის მოწყობის თანამედროვე ტენდენციები

სახლის მოწყობის თანამედროვე ტენდენციები
იმი­სათ­ვის, რომ სახ­ლი მყუდ­რო და კომ­ფორ­ტუ­ლი იყოს, წი­ნას­წარ ბევ­რი ისე­თი დე­ტა­ლის გან­საზღ­ვ­რაა სა­ჭი­რო, რაც ერ­თი შე­ხედ­ვით თით­ქოს უმ­ნიშ­ვ­ნე­ლოა, მაგ­რამ სა­ბო­ლოო ჯამ­ში, პრობ­ლე­მას ქმნის. ინ­ტე­რი­ე­რის და ზო­გა­დად ბი­ნის მოწყო­ბი­სას ხში­რად გვიჩ­ნ­დე­ბა შე­კითხ­ვე­ბი, რო­გორ შე­ვარ­ჩი­ოთ კე­დე­ლი დე­კო­რის­თ­ვის, რო­მე­ლი ფე­რით დავ­ტ­ვირ­თოთ ოთა­ხე­ბი, რო­გორ შე­ვუ­ხა­მოთ კე­დე­ლი, ფარ­და და ავე­ჯი ერ­თ­მა­ნეთს და ა.შ.

1. შეკიდული ჭერი გიბსოკარდონისგან



გიბსოკარდონით გაკეთებული ჭერი, რომლესაც დიზაინერები რეკლამირებას უწევენ, უკვე აღარ არის მოდური. ასეთი ჭერი ისედაც პატარა ოთახებს კიდევ უფრო აპატარავებს.

2. კედელში ჩაშენებული ხელოვნური ქვა



კედელში ჩაშენებული ხელოვნური ქვა- ეს წამოწყება საკმაოდ უჩვეულოა და რთული შესასრულებელიც. ხშირ შემთხვევაში უხარისხო მასალის გამო მსგავსი გაფორმება სულაც არ ტოვებს კარგ ეფექტს. ამიტომ თუ თქვენ არ ხართ დარწმუნებული თქვენს შესაძლებლობებში, უმჯობესია უარი თქვათ ამ წამოწყებაზე.

3. თაღი გიბსოკარდონისგან



ფიგურული თაღები, მით უმეტეს, პატარა ბინებში არ არის მოდური.

4. ლამბერკინსი



უცნაურად და მდიდრულად გაწყობილი ფარდების გამოყენება ბინებში არ არის მიზანშეწონილი. მსგავსი დეკორი უხდება თეატრებს, სასახლეებსა და მუზეუმებს. ამიტომ ჯობია არჩევანი შევაჩეროთ სადა ფარდებზე.

5. ჩანჩქერი და შადრევანი



10 წლის წინ შადრევნის და ჩანჩქერის ოთახის პირობებში გაკეთება ითვლებოდა ძვირ და დასაფასებელ სიამოვნებად. მაგრამ დრო გადის. ახლა მსგავსი დეკორაცია ცუდ გემოვნებაზე მეტყველებს.

6. თაღი



თუ რემონტის გაკეთებას გადაწყვეტთ, უმჯობესია ასეთი არჩევანი არ გააკეთოთ. თაღი დიდი ხანია გადავიდა მოდიდან.