19 წლის მშობიარეს შეატყობინეს, რომ მის ვაჟს გული გაუჩერდა. ქალმა მხოლოდ 41 წლის შემდეგ გაიგო სიმართლე...

19 წლის მშობიარეს შეატყობინეს, რომ მის ვაჟს გული გაუჩერდა. ქალმა მხოლოდ 41 წლის შემდეგ გაიგო სიმართლე...
ნელი რეიესი 61 წლისაა, ცხოვრობს ჩილეში და საუბრობს ესპანურად. ამერიკელი ტრევის ტოლივერი 41 წლის გახლავთ, მისი მშობლიური ენა კი ინგლისურია. ნელი ტრევისის მშობელი დედაა, მაგრამ თარჯიმნის დახმარების გარეშე მათ ერთმანეთის არ ესმით. საქმე იმაშია, რომ ქალს ახალშობილი ვაჟი მოპარეს და სხვა ქვეყანაში გააშვილეს.

თავად ნელის კი გამტაცებლებმა მოახსენეს, რომ ბავშვი დაიღუპა და მის ძებნას აზრი არ ჰქონდა. ამ დანაშაულიდან მხოლოდ 41 წლის შემდეგ, დედა-შვილი ბოლოსდაბოლოს შეხვდა ერთმანეთს.



ნელისა და ტრევისის გულისამაჩუყებელი შეხვედრა სანტიაგოს საერთაშორისო აეროპორტში ყინულსაც კი გაალღობდა. აქვითინებული დედა-შვილი დიდ ხანს იდგა ჩახუტებული. მოგვიანებით ნელიმ განაცხადა: "ახლა მე ყოველდღე შევძლებ მის ჩაკვრას გულში"



ტრევისი ნელის პირველი შვილი გახლდათ. ქალმა იგი 1973 წლის ნოემბერში გააჩინა, როდესაც თავად 19 წლის იყო. ორსულობა გართულებების გარეშე მიდიოდა. თუმცა, დაბადებისთანავე შვილი წაართვეს დედას.

რამდენიმე საათის შემდეგ, ექიმებმა განუცხადეს, რომ ბავშვი გარდაიცვალა გულის პრობლემების გამო. არც გარდაცვალების მოწმობა და არც ბავშვი მიუციათ მშობლისთვის.



პატარა ტრევისი ბედმა ამერიკის პატარა ქალაქ ტაკომაში მოისროლა, სადაც იგი იშვილა ადგილობრივმა ოჯახმა. მშობლები მას კარგად ექცეოდნენ, მაგრამ საწყალი ბიჭი მთელი ცხოვრება განიცდიდა. ეგონა, რომ ნამდვილმა მშობლემბა იგი მიაგდეს ბედის ანაბარა. მოგვიანებით მან დაუწყო ძებნა ნამდვილ მშობლებს და იპოვნა კიდეც!



ტრევისი ჩილეში გადაბარგდა. იგი ჯერ კიდევ არაა შეგუებული იმას, რომ უცბად ამდენი ნათესავი აღმოაჩნდა. სულ რამდენიმე კვირაში ბიჭი უზარმაზარი ოჯახის ნაწილად იქცა. მას ჯერ მარტო 5 ღვიძლი და-ძმა ჰყავს.



ადგილობრივი სპეციალისტები, რომლებიც დაეხმარნენ ტრევისს მშობლების პოვნაში, აცხადებენ: მამაკაცის შემთხვევა სულაც არ არის უნიკალური. ტრევისი ერთ-ერთია ე.წ "დუმილის ბავშვებს" შორის.

ასე უწოდებენ ახალშობილებს, რომლებიც გატაცებულნი იქნენ 1970-80 -იანი წლების დიქტატურის დროს. მათი რიცხვი ათობით ათასს აღწევს.

ტრევისი თავისი ოჯახის გადმოყვანასაც აპირებს ჩილეში. მას ხომ შვილებიც ჰყავს. რა თქმა უნდა, არც დედობილსა და მამობილს ივიწყებს და ძლიერ მადლიერია მათი. ახლა ტრევისს თავი მსოფლიოში უბედნიერეს ადამიანად მიაჩნია.