ახლა შემწვარი კარტოფილი კიდევ უფრო მეტად მიყვარს. პორტუგალიური სამზარეულოს უგემრიელესი კერძი

ახლა შემწვარი კარტოფილი კიდევ უფრო მეტად მიყვარს. პორტუგალიური სამზარეულოს უგემრიელესი კერძი
რამოდენიმე კვირის წინ ჩემთვის რომ ეთქვათ კარტოფილის კერძი დამიპყრობდა, და გამაკვირვებდა, ჩვეულებრივ არ დავიჯერებდი , ეს ყველასათვის ხელმისაწვდომი ბოსტნეული დიასახლისებს აქვთ შესაწვავად , მოსახარშად, შესაბრაწად, კანით,უკანოთ, გულსართად, სალათების ინგრედიენტად, მაგრამ ასეთი თქვენ ჯერ არ გაგისინჯავთ, შედეგმა გამაოცა და მივხვდი, რომ ამ კერძის შესახებ ძალიან ცოტა რამ ვიცი.

კარტოფილი პორტუგალიურად როზმარინით და ზეითუნის ზეთით, იმდენად გემრიელი საჭმელია, რომ ერთი პორცია ნამდვილად არ იქნება საკმარისი , პორტუგალიის რესტორნებში მას მიირთმევენ ხორცთან ან თევზთან ასევე ეგზოტიკურ რვაფეხასთან ერთად, მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ ეს პროდუქტი ძალიან თავსთავადია.

ინგერდიენტები

  • კარტოფილი - 8 ც
  • ნიორი - 4 კბილი
  • კარაქი - 30გრ
  • ზეითუნის ზეთი - 40 მლ.ლ
  • როზმარინი - 2 ჩაის კოვზი
  • ზღვის მარილი - გემოვნებით

მომზადების წესი

  1. აიღეთ 8 ცალი საშუალო ზომის კარტოფილი და კარგად გარეცხეთ, მოხარშეთ , გადადეთ გვერდზე გაციებამდე



  2. შემდგომ ყველა კარტოფილი კოვზით გაჩეჩქვეთ ისე, რომ არ დაიშალოს



  3. დაასხით ფორმას ზეითუნის ზეთი დაჭერით ნიორის კბილები და მოალაგეთ ძირზე თანაბრად



  4. დაალაგეთ კარტოფილი გახეთქილი ნაწილით ზემოთ კარტოფილები ერთმანეთს მჭიდროდ უნდა ეკვროდნენ, მოაყარეთ როზმარინი და მსხვილი ზღვის მარილი



  5. კარაქი დაჭერით კუბუკებად 1-2 კუბიკი დაალაგეთ ყოველ კარტოფილზე, სურვილისამებრ გადაასხით მცირე რაოდენობით ზეითუნის ზეთი



  6. გააცხელეთ აერღუმელი180-200გრადუსზე შედგით კარტოფილი და დაელოდეთ რომ შეწითლდეს
    ორიგინალური რეცეპტის თანახმად უკეთესია თუ გამოვიყენებთ ახალ კარტოფილს, მაგრამ შეიძლება მომზადდეს ის რაც გვაქვს, ამოარჩიეთ თანაბარი ზომის კარტოფილები, თუ გექნებათ სახლში. სოკოთი ან რაიმე ბოსტნეულით თქვენი ვახშამი პორტუგალიურ კარტოფილთან ერთად უფრო სრულყოფილი გახდება!