წამალი - დესერტი, ამ შესანიშნავი წამლით ვმკურნალობდი მეუღლეს წინამდებარე ჯირკვლის ადენომას
თავი ვერ შევიკავე და პროსტატის წამლის შესახებ მაინც მოგწერეთ. ამ წამლით მეუღლეს ვმკურნალობდი და თამამად ვთავაზობ ყველას, ვისაც წინამდებარე ჯირკვალთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს.
ჩემი მეუღლე თანამედროვე ფარმაკოლოგიურ საშუალებებს სათოფეზე არ ეკარება, ამიტომ, როდესაც პროსტატის ჯირკვლის ანთების დიაგნოზი დაუსვეს, საგონელებში ჩავვარდი. ბოლოს, როგორც იქნა, თავი მოვუყარე ხალხურ მედიცინაში არსებულ საშუალებებს და მათი გამოცდა დავიწყე. ერთ - ერთი მათგანი წამალი კი არა, ნამდვილი დესერტია, მასზე გემრიელი არაფერი მოიძებნება.
რა თქმა უნდა, ამგვარი სალათებით ჩვენს კაცებს ვერ გააოცებ, მაგრამ ასეთი მენიუს წყალობით ერთ თვეში ჩემი ქმარი საგრძნობლად მომჯობინდა.

- მის მოსამზადებლად უნდა აიღოთ 1 ცალი გულაბი მსხალი და 500 გრამი ხენდრო, გამოწუროთ წვენი, ჩაასხათ ჯამში, დაუმატოთ 1 მწიფე ბანანი და 1 სადილის კოვზი ლუდის საფუარი. ყველაფერი ეს კარგად უნდა ათქვიფოთ მიქსერით ან ბლენდერით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მიღებული მასა უნდა გაყოთ 3 ნაწილად და მიირთვათ დღეში სამჯერ, ჭამამდე, 2 კვირის განმავლობაში.
- მერწმუნეთ, მართლაც გასაოცარი წამალია, თუმცა ყველაფერი ამით არ მთავრდება. მისი მიღების პარალელურად მეუღლეს ყოველდღიურად კიდევ ორნაირ სალათს ვაჭმევდი.
პირველის მოსამზადებლად უნდა აიღოთ კომბოსტო, ისპანახი, რამდენიმე ცალი პომიდორი და თალგამის პატარა თავი, ეს ყველაფერი დაჭრათ და კარგად აურიოთ. შეგიძლიათ, ცოტაოდენი მარილი და ზეთი დაუმატოთ. სხვა სანელებლებისგან თავის შეკავებას გირჩევთ.
- მეორე სალათისთვის საჭიროა 4 - 6 ცალი სტაფილო და 1 მოზრდილი კონა ოხრახუში -წვრილად უნდა დაჭრათ და პირველი სალათის მსგავსად შეაზავოთ.
რა თქმა უნდა, ამგვარი სალათებით ჩვენს კაცებს ვერ გააოცებ, მაგრამ ასეთი მენიუს წყალობით ერთ თვეში ჩემი ქმარი საგრძნობლად მომჯობინდა.