დეიდის რჩევით, სტომატიტი სამყურას ნაყენით მოვირჩინე

დეიდის რჩევით, სტომატიტი სამყურას ნაყენით მოვირჩინე
სამყურას ნაყენსა და ნახარშს უხსოვარი დროიდან იყენებენ უამრავი დაავადების სამკურნალოდ. ამ მცენარეს ნერვული სისტემის დამამშვიდებელი, კრუნჩხვებისა და სპაზმების საწინააღმდეგო თვისებები აქვს. მის გამოყენებას სპეციალისტები ისეთი დაავადებების დროს გვირჩევენ, როგორებიცაა სტენოკარდია, ათეროსკლეროზი, კორონარული სისხლძარღვების თრომბოზი, უძილობა, თავის ტკივილი, მენსტრუალური ციკლის დაღვევა. განსაკუთრებით კარგია კლიმაქსის პერიოდში. სამყურას მიღებისას არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იგი შხამიანია, ამიტომ აუცილებელია დოზირების ზუსტი დაცვა. უმჯობესია, იგი სხვა მცენარეთა ნარევთან ერთად გამოიყენოთ.

მე სამყურათი სტომატიტს ვუმკურნალე. ადრე პირის ღრუში ხშირად მიჩნდებოდა გამონაყარი. თავდაპირველად მზა წამლებს ვიყენებდი. გამონაყარი ქრებოდა, მაგრამ რამდენიმე ხნის შემდეგ ისევ ჩნდებოდა, უბრალო გაციებაც კი ამწვავებდა. ერთხელ დეიდამ მირჩია, სამყურა მესინჯა. აღმოჩნდა, რომ ლორწოვანი გარსის ანთებისას კარგია ნაყენი, რომელიც სამყურას, ტუხტის ფესვებისა და სამკურნალო გვირილის ნარევისგან მზადდება.

მკურნალობა:

თანაბარი რაოდენობით ავურიოთ ერთმანეთში სამყურას, გვირილისა და ტუხტის ფესვები. 1 წილ ნარევს დავუმატოთ 3 წილი სელის თესლი. შემდეგ ავიღოთ 1 სადილის კოვზი ნარევი და დასხათ 1 ჭიქა მდუღარე. გავაჩეროთ 15 წუთი, გადავწუროთ და თბილ - თბილი გამოვივლოთ პირსა და ყელში დღეში რამდენჯერმე, ოღონდ ერთხელ - აუცილებლად ძილის წინ.

მკურნალობა საჭიროა, ვიდრე ლორწოვანი გარსი მთლიანად არ მოშუშდება. ეს ნაყენი ეფექტიანია ანგინის დროსაც.
სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი