იისფერი, სწორედ იისფერი! ყველაზე ძლიერი ბუნებრივი ანტიბიოტიკის შესაძლებლობების გამხელა...

იისფერი, სწორედ იისფერი! ყველაზე ძლიერი ბუნებრივი ანტიბიოტიკის შესაძლებლობების გამხელა...
იისფერი, იგივე წითელი ხახვი უამრავი დიასახლისის საყვარელი პროდუქტია. სწორედ ამ ბოსტნეულს შეუძლია ყველაზე ჩვეულებრივ კერძსაც მისცეს დახვეწილი და მოხდენილი შესახედაობა. თავისი თეთრი ნათესავისგან ის განსხვავდება არა მარტო გარეგნული სახით, არამედ სასიამოვნო, მოტკბო გემოთიც.



წითელი შეფერილობა ამ ბოსტნეულმა მიიღო მასში შემავალი ანთოციანინებისა და ანტიოქსიდანტების წყალობით. სწორედ ეს ნივთიერებები ორჯერ ნაკლები რაოდენობითაა თეთრ ხახვში. დღეს ჩვენი რედაქცია ურჩევს საყვარელ მკითხველს, როგორ გამოიყენონ აღნიშნული პროდუქტი სხვადასხვა დაავადებების წინააღმდეგ ბრძლაში.



წითელი ხახვი

  1. ავთვისებიანი წარმონაქმნების პროფილაქტიკა

    წითელი ხახვი შეიცავს კვარციტინს, რომელსაც გააჩნია სიმსივნის საწინააღმდეგო და რადიოდაცვითი მოქმედება. ამიტომ იისფერი ხახვი - ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკისთვის.

    ერთი ნიუანსი: იმისათვის, რომ მიიღოთ სასურველი შედეგი, ეს მკვეთრი ფერის ბოსტნეული მუდმივად უნდა გამოიყენოთ საკვებში. მხოლოდ ამგვარად დაგროვდება საკმარისი რაოდენობის კვარციტინი ორგანიზმში.



  2. დიაბეტის წამალი

    ბევრისთვის არ არის ცნობილი, რომ ხახვი, განსაკუთრებით წითელი, ხელს უწყობს ინსულინის აქტიურ გამომუშავებას. ენდოკრინოლოგები დაჟინებით ურჩევენ თავიანთ პაციენტებს, მიიღონ დღეში ერთი საშუალო ზომის ხახვი.



  3. ყაბზობის პროფილაქტიკა

    წითელი ხახვი დაგეხარებათ საჭმლის მონელების პროცესის მოწესრიგებაში. თავისი ბოჭკოვანი სტრუქტურის წყალობით, ამ ბოსტნეულს გააჩნია ყაბზობის აღმოფხვრისსა და ნაწლავების გაწმენდის ფუნქცია.



  4. ანგინის სამკურნალო საშუალება

    წითელი ხახვი - ერთ-ერთი ძლიერი ბუნებრივი ანტიბიოტიკია. იმისათვის, რომ მოიშოროთ ყელის ანთება და ინფექციები, საჭიროა შეურიოთ 1 ს/კ ხახვის წვენი იმავე რაოდენობის თაფლს. მიიღეთ 1 ჩ/კ ეს საშუალება დღეში 5-ჯერ.



  5. ცხვირიდან სისხლდენის შესაჩერებელი საშუალება

    წითელი ხახვი სისხლდენის შესაჩერებელი ეფექტური საშუალებაა. საკმარისია გაჭრათ ხახვი და ისუნთქოთ მისი არომატი რამდენიმე წუთის განმავლობაში.



  6. წნევის დასარეგულირებელი საშუალება

    პაციენტებს, რომელთაც აწუხებთ ჰიპერტენზია, ტრომბოზი და სკლეროზი, ექიმები ურჩევენ მიიღონ დღეში ერთი თავი ხახვი. შეგიძლიათ უბრალოდ დაამატოთ სალათებში.



  7. წითელი ხახვი - ქოლესტერინის დაუძინებელი მტერი

    გადაჭარბებულმა ქოლესტერინმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლის მიმოქცევის სისტემის სერიოზული დაავადებები. ამ ნივთიერების ნორმალიზება კი შეუძლია იისფერი ხახვის წვენს. უამრავმა პაციენტმა საკუთარ თავზე გამოცადა მისი შესანიშნავი ეფექტი. თვენახევრის განმავლობაში ნახევარი ჭიქა სითხის მიღებით, ქოლესტერინის დონე 25%-ით დაიწევს.



    გაიგეთ უფრო მეტი წითელი ხახვის თვისებების შესახებ. იხილეთ ვიდეო.



    თქვენ გიყვართ წითელი ხახვი? იქნებ მისი საშუალებით მკურნალობის გამოცდილებაც გაქვთ? ჩვენ მოხარული ვიქნებით, თუ გაგვიზიარებთ სასარგებლო რჩევებს.