მორფეის კარნახი. რაზე გვიამბობს ძილის დროს მიღებული პოზა თქვენ ხასიათზე...

მორფეის კარნახი. რაზე გვიამბობს  ძილის დროს მიღებული პოზა თქვენ ხასიათზე...
დიდი ხანია ცნობილი, რომ მიმიკის, ჟესტების, ხმის, სიარულის მიხედვით შესაძლებელია ადამიანის ხასიათის განსაზღვრა. მაგრამ მათი გაკონტროლება ადვილია, რასაც ვერ ვიტყვით იმ პოზებზე, რომლებსაც ჩვენ ვიღებთ ძილში...

მხოლოდ ძილის დროს ვერანაირად ვერ ხერხდება საკუთარ ქვეცნობიერებაზე კონტროლი. ამიტომ პოზა ძილის დროს ხშირად არეკლავს ცხოვრების წესს, განწყობას და მძინარე პირის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. რათქმაუნდა, მორფეის სამეფოში ჩაძირულს, თქვენ ბევრჯერ გადატრიალდებით, მაგრამ მაინც გექნებათ თქვენი საყვარელი „ფიგურა“, რომელშიც თქვენთვის ყველაზე უფრო მოსახერხებელია ძილი.

სწორედ იგი მოგვითხრობს თქვენს ხასიათზე და იმ პროცესებზე, რომლებიც თქვენ იმხანად გემართებათ. იქნებ დროა შეცვალოთ რაღაცა უკეთესისკენ?

რას ნიშნავენ ის პოზები, რომლებსაც ვიღებთ ძილის დროს?

ფსიქოლოგების აზრით, არსებობს 4 მთავარი პოზა სიზმრების ხილვის დროს. მათი ვარიაციები ურიცხვია, მაგრამ სწორედ ეს საყრდენი მდგომარეობები გახდნენ ისეთი ცნების საფუძვლები, როგორიცაა „სხეულის ღამის ენა“!

მორფეის კარნახი. რაზე გვიამბობს  ძილის დროს მიღებული პოზა თქვენ ხასიათზე...

  1. მეფური პოზა (ზურგზე)
    მასვე მიეკუთვნება ცნობილი პოზა „საზღვაო ვარსკვლავი“, რომლის დროსაც ადამიანი ფართოდ შლის ხელებსა და ფეხებს. თავი გავანებოთ იმას, რომ სამედიცინო თვალსაზრისით ძილი ზურგზე ითვლება სასარგებლოდ, ფსიქოლოგიურ ასპექტშიც „მეფური პოზა“ მოწმობს ადამიანის ჯანსაღ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე.
    მძინარე „მეფეები“ არიან ღია ადამიანები, ლიდერები, რომლებიც ოპტიმისტურად დააბიჯებენ ქვეყანაზე. ძლიერ, საკუთარ თავში დარწმუნებულ პიროვნებებს სწორედ ასე სძინავთ.
  2. მოკუნტულად მოღუნვა (ჩანასახის მდგომარეობა)
    ჩანს, ასეთ პოზაში მძინარე ადამიანს ცხოვრების მოცემულ ეტაპზე რაღაც უსიამოვნენები და პრობლემები აქვს. ის თავდაჯერებულობას ვერ გრძნობს და ესაჭიროება დახმარება.
    ასეთ ადამიანებს ურჩევნიათ მარტოობა, ერიდებიან ხმაურიან შეხვედრებს და ხშირად იკეტებიან საკუთარ თავში. ჩანასახის პოზაში სძინავთ იმ ნიჭიერ და გონებამახვილურ პიროვნებებს, რომლებსაც გაკიცხვის და წარუმატებლობის ეშინიათ და, ამიტომ, მხოლოდ თავისთვის შემოქმედობენ.
    თქმა ადვილია, მაგრამ საკუთარ თავს უნდა მოვერიოთ და სხვების და მთლიანად სამყაროს მიმართ უფრო გახსნილი გავხდეთ. გაწბილებები იქნება, მაგრამ ბატონ „იღბალს“ თამამი ადამიანები უყვარს!
  3. გართხმული პოზა (მუცელზე)
    ასეთი ადამიანები ყველას ეჩვენება მოსაწყენი და ერთობ პედანტური. სინამდვილეში მათ შორის ბევრი ფარული ლიდერია. ისინი ყველაფერს გულმოდგინეთ გეგმავენ და სერიოზულად ეკიდებიან ისეთ წვრილმანებს, რომლებსაც ზოგჯერ არც კი ვაქცევთ ყურადღებას. ასეთი პიროვნებები ძალიან პუნქტუალური, აკურატულები არიან და ამასვე ითხოვენ სხვებისგან.
    და კიდევ ერთი: მუცელზე სძინავთ ჩაკეტილ პიროვნებებს. ისინი ოსტატურად ფარავენ ყველა თავის გრძნობას და ზრახვას იმიტომ, რომ გახსნა ეშინიათ ან უბრალოდ არ სურთ სხვებისთვის ზიანის მიყენება. ასეთ ადამიანებს სჭირდებათ ისწავლონ ნდობა - მაშინ ყველაფერი დალაგდება.
  4. ნახევარჩანასახის პოზა (გვერდზე)
    სხეულის ყველაზე გავრცელებული მდგომარეობა ძილის დროს. ამასთან მემარჯვენეებს სძინავთ ძირითად მარჯვენა მხარეზე, ხოლო ცაციებს - მარცხენა მხარეზე. ძილი გვერდულად გადაბრუნებების გარეშე „ჩანასახში“ იმაზე ლაპარაკობს, რომ ადამიანი გაწონასწორებულია და გონებადამჯდარი. ის თავად წყვეტს თავის პრობლემებს და ყოველთვის მზადაა დაეხმაროს გაჭირვებულებს.
    თუმცა ასეთი ადამიანი არც კი მიისწრაფვის გახდეს ლიდერი, მასში რწმენა უხვად არის წარმოდგენილი!


ამბობენ, რომ: „ზურგზე სძინავთ მეფეებს, გვერდულად - ბრძენებს, მუცელზე - მდიდრებს“... მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საჭიროა საკუთარი თავის კონტროლირება და არ დავწვეთ რაიმე განსაზღვრულ პოზაში. ძილის პოზის შეცვლით თქვენ ვერ შესძლებთ საკუთარი ხასიათის შეცვლას. სხეულის მდგომარეობა უბრალოდ არეკლავს იმას, თუ რა აღელვებს მძინარეს კონკრეტულ მომენტში. დაიძინეთ დევიზით: „მოხერხებულობა და მხოლოდ მოხერხებულობა“, ხოლო ფხიზლობის დროს შეცვალეთ საკუთარი ცხოვრება უკეთესობისკენ!

ტკბილი ძილი თქვენ და თქვენ ახლობლებს!