მცენარეთა ამ ნაკრებისთვის ბაბუას "ოთხეული" დაურქმევია. მას სისხლიდან, ლიმფიდან და ნაწლავებიდან უვარგისი ნივთიერებები გამოაქვს
ახლახან მეგობართან გახლდით სტუმრად და მის ბიბლიოთეკაში იმდენი წიგნი ვნახე ორგანიზმის გაწმენდაზე, რომ თვალებს არ დავუჯერე. ყველა მათგანში სისხლძაღვებისა და ნაწლავების სხვადასხვა მეთოდი იყო აღწერილი. გამახსენდა ბაბუაჩემის რეცეპტების რვეული, შინ რომ დავბრუნდი, გადმოვიღე, დავიწყე კითხვა და უამრავი რამ შევიტყვე სხვადასხვა დაავადების მკურნალობაზე. მე ლიმფური კვანძების ანთება ( ლიმფადენიტი) მაწუხებდა. ამოვიწერე ბაბუას წიგნიდან რამდენიმე რეცეპტი, ვცადე და არაჩვეულებრივი შედეგი მივიღე.
მცენარეთა ერთ - ერთ ნაკრებს, რომლისთვისაც ბაბუას "ოთხეული" დაურქმევია, სისხლიდან, ლიმფიდან და ნაწლავებიდან უვარგისი ნივთიერებები გამოაქვს. ის ასე უნდა მოამზადოთ:
დაგჭირდებათ:
მომზადების და მიღების წესი:
აურიეთ ერთმანეთში კრაზანა, გვირილა, ნეგო და არყის ხის კვირტი, აიღეთ ერთი სუფრის კოვზი ნარევი, დაასხით 0,5 ლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ თერმოსში 3 -4 საათი და გაფილტრეთ დოლბანდში, დოლბანდზე დარჩენილი მასაც გამოწურეთ. მიიღეთ საღამოობით, ჭამამდე 1/3 ჭიქა, თაფლგარეული. სვით რამდენიმე დღე (სანამ ნარევი არ გათავდება). თურმე ეს ნაყენი, რომელსაც ბაბუა ახალგაზრდობის ელექსირს უწოდებდა, ნივთიერებათა ცვლას აუმჯობესებს, სისხლძარღვებს ცხიმებისა და სხვა ნადებისგან წმენდს და ელასტიკურობას მატებს.
მცენარეთა ერთ - ერთ ნაკრებს, რომლისთვისაც ბაბუას "ოთხეული" დაურქმევია, სისხლიდან, ლიმფიდან და ნაწლავებიდან უვარგისი ნივთიერებები გამოაქვს. ის ასე უნდა მოამზადოთ:
დაგჭირდებათ:
- 100 გრ კრაზანა
- 100 გრ ნეგო
- 100 გრ გვირილა
- 100 გრ არხის ხის კვირტი
მომზადების და მიღების წესი:
აურიეთ ერთმანეთში კრაზანა, გვირილა, ნეგო და არყის ხის კვირტი, აიღეთ ერთი სუფრის კოვზი ნარევი, დაასხით 0,5 ლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ თერმოსში 3 -4 საათი და გაფილტრეთ დოლბანდში, დოლბანდზე დარჩენილი მასაც გამოწურეთ. მიიღეთ საღამოობით, ჭამამდე 1/3 ჭიქა, თაფლგარეული. სვით რამდენიმე დღე (სანამ ნარევი არ გათავდება). თურმე ეს ნაყენი, რომელსაც ბაბუა ახალგაზრდობის ელექსირს უწოდებდა, ნივთიერებათა ცვლას აუმჯობესებს, სისხლძარღვებს ცხიმებისა და სხვა ნადებისგან წმენდს და ელასტიკურობას მატებს.
- სხვათაშორის, ლიმფადენიტს ღვიაც მოუხდა, მაგრამ მისი ჭამა კურსობრივად არის საჭირო. პირველ დღეს 5 ცალი კენკრა უნდა მიიღოთ, შემდეგ ყოველდღე თითო - თითო მიუმატოთ და ასე ახვიდეთ 15 - მდე, მერე კი ყოველდღე თითოს მოკლება უნდა დაიწყოთ.
- კიდევ ასეთ ჩაის ვამზადებდი: 1 ჩაის კოვზ ჭინჭრის დედას ვასხამდი 250 მლ მდუღარე წყალს და ჩაისავით ვაყენებდი. ეს 2 დღის ულუფაა, შემდეგ ახალი უნდა მოამზადოთ.