როგორც კი შევამჩნევ სახეზე მუწუკს, მაშინვე კომბოსტოს წვენს ვისვამ...
ყმაწვილქალობაში სახე მუწუკებით მქონდა სავსე. რა აღარ ვცადე მათ მოსაშორებლად, მაგრამ ამაოდ. დამეხმარა შემთხვევა. ჩემები საზამთროდ კომბოსტოს ამჟავებდნენ. მეც ვეხმარებოდი. დედა და უფრო დები კომბოსტოს ჭრიდნენ. მე კომბოსტოს დაჭრას არ მანდობდნენ, ნარჩენების გადაყრა, თასების რეცხვა, დაჭრილი კომბოსტოს კასრში ჩაწყობა კი ჩემს ზურგზე გადადიოდა. ერთხელ ბევრი ვიმუშავე, თან დროდადრო შუბლზე ჩამოყრილ თმებს ვიწევდი და უნებლიეთ შუბლი კომბოსტოს წვენით მესვრებოდა. მეორე დღეს სარკეში ჩავიხედე და შევამჩნიე, შუბლზე მუწკუკები თითქოს გაფერმკრთალდა.
მაშინვე მივხვდი რაშიც იყო საქმე, დაუყოვნებლივ შევედი საკუჭნაოში, ავიღე ერთი თავი კომბოსტო, მოვაცალე რამდენიმე ფურცელი, დავჭერი, წვენი გამოვწურე და მთელ სახეზე წავისვი. ასე ვიქცეოდი, ვიდრე მუწუკებისგან სახე სულმთლად არ გამეწმინდა. მას აქეთ როგორც კი შევამჩნევ სახეზე მუწუკს, მაშინვე კომბოსტოს წვენს ვისვამ. თქვენ წარმოიდგინეთ, მარტო მუწუკები კი არ გამიქრა, არამედ კანმაც საოცარი ხავერდოვნება შეიძინა.
ხშირად მეკითხებიან, რას ვისვამ სახეზე. ვეუბნები, კომბოსტოს წვენს - მეთქი, მაგრამ არავინ მიჯერებს, ჰგონიათ, რაღაც საიდუმლო ვიცი და არ ვამხელ. მინდა, ახალგაზრდებსაც ვურჩიო, სახე კომბოსტოს წვენით გაიწმინდონ - აღარ დასჭირდებათ ძვირად ღირებული მუწუკების საწინააღმდეგო კრემების ყიდვა.