თავის ტკივილის მოხსნაში დაგეხმარებათ მარილი!

თავის ტკივილის მოხსნაში დაგეხმარებათ მარილი!
მოდით გავეცნოთ ერთ მშვენიერ ხალხურ მეთოდს, რომელიც დაგეხმარებათ ორგანიზმისთვის ზიანის მიუყენებლად თავის ტკივილის მოხსნაში. ამისათვის თქვენ დაგჭირდებათ ჩვეულებრივი მარილი.



თავის ტკივილის მომხსნელი მარილის კომპრესი

თქვენ დაგჭირდებათ:
  • დოლბანდის მოსასხამი (შეიძლება გრძელი პირსახოცის გამოყენება)
  • მარილი
  • წყალი


როგორ გავაკეთოთ კომპრესი:
1. თავდაპირველად აიღეთ დოლბანდო და 8 ფენად დაკეცეთ (მოსასხამი უნდა იყოს გრძელი იმისათვის, რომ მთელი თავი დაიფაროთ, და ფართო იმისათვის, რომ მთლიანად დაფაროთ შუბლი)

2. გააცხელეთ 250 მლ წყალი 60-70 გრადუსამდე, შემდეგ გააზავეთ იგი 2 ჩაის კოვზი მარილით. გამოგივათ მარილის ხსნარი (8%).

3. დაასველეთ დოლბანდის მოსასხამი ხსნარში და კარგად გაწურეთ. შემდეგ ცოტათი გააცივეთ მოსასხამი და თავზე შემოიკარით ისე, რომ დაიფაროთ შუბლი, ყურები და კეფა.



4. კომპრესი რომ არ ჩამოგეშალოთ, ის გაამაგრეთ ბამბის თავსაფარით.

რამდენიმე წუთში თქვენ იგრძნობთ, რომ თავის ტკივილი მოგეხსნათ. დაწექით ასეთ მდგომარეობაში კიდევ 10-15 წუთი და შემდეგ მოიხსენით კომპრესი. დაიბანეთ თბილი წყლით და ისიამოვნეთ ცხოვრებით თავის ტკივილის გარეშე.

იმედია, რომ ყოველგვარი გვერდითი ეფექტების გარეშე მოიხსნით დაძაბულობას და თავს დააღწევთ მოსაბეზრებელი თავის ტკივილისგან.

თუ თქვენ ხშირად გაწუხებთ ამგვარი პრობლემა, გირჩევთ არ დააყოვნოთ და მიმართეთ ნევროპათოლოგს.

ნუ დაიზარებთ და გაუზიარეთ ეს ინფორმაცია თქვენს მეგობრებს!