ორსულობის მე-13 კვირას ქალმა ექოსკოპია გაიკეთა. როდესაც ექიმმა მას ფოტოები აჩვენა, საწყალმა კინაღამ შეჰკივლა...

ორსულობის მე-13 კვირას ქალმა ექოსკოპია გაიკეთა. როდესაც ექიმმა მას ფოტოები აჩვენა, საწყალმა კინაღამ შეჰკივლა...
ორსულთა უმრავლესობა მკაცრად იცავს ექიმის დანიშნულებებს და რეგულარულად დადის კვლევებზე. მომავალი დედებისთვის ეს პროცედურები უკიდურესად მნიშვნელოვანია. ისეც ხდება, რომ სწორედ მათი წყალობით სპეციალისტები დროულად ასწრებენ განგაშის ატეხვასა და ბავშვების სიცოცხლის გადარჩენას.

თუ ექიმისთვის ექოსკოპიის ფოტო სასარგებლო დახმარებაა, თავად ქალისთვის ის უმეტესად იქცევა ხოლმე საოჯახო არქივის უძვირფასეს ფრაგმენტად. აი, ჩვენი სტატიის მთავარ გმირსაც ძალიან გაუხარდა, როდესაც ექიმებმა შესთავაზეს ახლოდან ენახა ბავშვი. თუმცა ასეთ სურათს თუ გადაეყრებოდა, ნამდვილად არ მოელოდა!

ექიმებმა შარლი ტერნერი ვიზიტისთვის დაიბარეს ორსულობის მე-13 კვირას. რა თქმა უნდა, ქალს აქამდე უკვე ნანახი ჰქონდა ერთი თავდაპირველი ექოსკოპიის ფოტო. თუმცა იქ რამის გარჩევა თითქმის შეუძლებელი იყო. პირველი პროცედურა ძირითადად ფაქტის დასამოწმებლად კეთდება. ფოტოზე მხოლოდ გაურკვეველი კენჭის მსგავსი გამოსახულება მოჩანს.



როდესაც სპეციალისტმა გადაწყვიტა მომავალი დედისთვის ეჩვენებინა გადიდებული ფოტო, იმდენი ვერ გათვალა, რომ ქალს არ გააჩნდა ექიმის პროფესიული გულგრილობა.

შარლი გაოგნებული უყურებდა ეკრანს, საიდანაც მას უცქერდა რაღაც უცხო პლანეტელის ტიპის თავის ქალა. მოგვიანებით ინსტაგრამზე ფოტოების გაზიარების შემდეგ, ქალმა აღიარა: "ეს იყო ყველაზე საშინელი სურათი, რაც კი ცხოვრების მანძილზე მინახავს!"


ტერნერი იხსენებს, რომ პირველ წამებში კინაღამ დაიღრიალა საშინელებისგან. საბენდიეროდ, ქალს მაგარი ნერვები აღმოაჩნდა და შემდგომ ექიმთან ერთად გაეცინა კიდეც თავის შიშზე.



ამას გარდა, პროფილით გადაღებულ ფოტოზე ბავშვი სულაც არ იყო საშიში შესახედაობის. და ამბავიც, რაც მოგვიანებით შეატყობინა ექიმმა, აღმოჩნდა ძალიან სასიამოვნო. ელიოტ ჯეი სრულიად ჯანმრთელი მოევლინა სამყაროს.

ზოგიერთი მისი ნაცნობი ამ ამბავს აღშფოთებით შეხვდა. ხალხი ვერ მიხვდა, რატომ უნდა შეშინებოდა ქალს საკუთარი შვილის. სხვები კი პირიქით, სრულიად იზიარებდნენ შარლის განწყობას.



მაგალითად, ერთმა ახალგაზრდა დედამ განაცხადა, რომ როდესაც ნახა თავის დროზე საკუთარი ბავშვის მსგავსი ფოტო, მასაც მოეჩვენა საზარლად და მშვენივრად ერთდროულად. ერთი მხრივ თავის ქალა ადამიანისთვის ასოცირდება რაღაც საშიშთან. მეორე მხრივ, ქალი იმასაც ხვდებოდა, რომ უყურებდა არა მკვდარ ძვალს, არამედ თავისი შვილის პირველ ფოტოს!

შარლი კიდევ დიდხანს გაიხსენებს, როგორ შეეშინდა როდესაც პირველად ნახა ელიოტ ჯეი ექოსკოპიაზე. ხოლო ათასობით ადამიანს კი ამ ამბავმა საშუალება მისცა, გაეცნობიერებინა, რამხელა სასწაულია ახალი სიცოცხლის აღმოცენება!

საინტერესო ისტორიაა? გაუზიარეთ მეგობრებს!