როგორც კი ვიგრძნობ, რომ შაკიკის შეტევა მეწყება, იმწამსვე ვიკიდებ ყელზე ნივრის მძივს
აი, უკვე რამდენი წელია, შაკიკი მტანჯავს. სულ ახლახან წავიკითხე, რომ ეს დაავადება თურმე ისეთ ადამიანებს ემართებათ, რომლებსაც საკუთარი თავის შებრალება სჩვევიათ, რადგან იმსახურებენ, რომ ბევრად უკეთეს ხვედრს იმსახურებენ.
შესაძლოა, ეს მართალიც იყოს, ამიტომ გადავწყვიტე, მართლაც შესაბრალისი რომ არ გავმხდარიყავი, საკუთარ თავზე ამთავითვე მეზრუნა. დავიწყე თვითმკურნალობა და დღეს მხოლოდ ისინი მებრალებიან, ვისაც კვლავ ტანჯავს შაკიკი.
შაკიკს ნივრის მძივი შველის
გინდ დაიჯერეთ, გინდ - არა, მე უკვე 3 წელია, შაკიკს ჩვეულებრივი ნივრით ვებრძვი. ეს რეცეპტი მეგობარმა მასწავლა. ის 1 - 2 კბილ ნიორს ხეხავს, ახვევს დოლბანდში და რამდენიმე წუთით იდებს საფეთქლებზე. მე უფრო მარტივად ვიქცევი: ძაფზე ვასხამ ნივრის გაურჩეველ კბილებს და როგორც კი ვიგრძნობ, რომ შეტევა იწყება, იმწამსვე ვიკიდებ ყელზე. თავის ტკივილი 20 - 30 წუთში გამივლის ხოლმე. გაურჩეველ ნიორს არც ისე მძაფრი სუნი ასდის, მაცივარშიც დიდხანს ინახება.

- ყველას მოგიწოდებთ, არ დანებდეთ. ცოტაოდენი მონდომება მალე გაგანთავისუფლებთ თავის აუტანელი ტკივილებისგან.
- ეცადეთ, ყოველ დილით, უზმოზე, ერთი პატარა სირჩა ოხრახუშის წვენი დალიოთ.
- აიღეთ 1 ცალი ქათმის ახალდადებული კვერცხი, გატეხეთ, დაასხით 1 ჭიქა ადუღებული რძე და დალიეთ. სვით დღეში ერთხელ, 1 კვირა.
- შაკიკის შეტევის მოახლოებისას აიღეთ ცხვირსახოცი, სასურველია, თეთრი, დაასველეთ ღვინის ძმარში, კარგად გადაწურეთ და მაგრად შემოიკარით თავზე.
- აიღეთ ცოტაოდენი წითელი ჭარხლის ან ხახვის წვენ, დაასველეთ მასში ბამბის ტამპონი და ჩაიდეთ ყურში, მტკივან მხარეს.
- თუ საშუალება გაქვთ, შეტევის დაწყებისას შუბლსა და წარბებზე ვარდის ახალი ფურცლები დაიფინეთ.