7 ნატურალური ზეთი, რომელიც თქვენ გაგალამაზებთ 7 დღეში!

7 ნატურალური ზეთი, რომელიც თქვენ გაგალამაზებთ 7 დღეში!
ზეთები წარმოადგენენ ვიტამინებისა და მიკროელემენტების ერთ-ერთ უმდიდრეს წყაროებს.

როგორც ცნობილია, ჩვენი სილამაზე და ჯანმრთელობა პირდაპირ დამოკიდებულია ორგანიზმში ამ ნივთიერებების მიღებაზე.

ჰიბისკუსას ნატურალური ზეთი = პეწიანი თმები

თუ თქვენ ფლობთ თხელ, მასის არმქონე თმებს, მაშინ ეს ზეთი ნამდვილი აღმოჩენაა.

იგი ძალზედ მდიდარია C ვიტამინით, რომელიც ხელს უწყობს კოლაგენის მომეტებულ გამომუშავებას. ამინომჟავები კი დადებითად ზემოქმედებენ ძირებზე.

რეგულარული გამოყენების შემთხვევაში თქვენი თმები შეიძენენ ძალას, მასას და ჯანმრთელობას, ვარცხნილობა გახდება მიმზიდველი.

ჩაის ხის ზეთი - ხსნა პრობლემური კანისთვის
7 ნატურალური ზეთი, რომელიც თქვენ გაგალამაზებთ 7 დღეში!
ასეთი ზეთი შეუცვლელი საშუალებაა პრობლემურ ცხიმიან კანთან და აკნესთან ბრძოლაში.
ჩაის ხე ფლობს უამრავ სასარგებლო თვისებებს:
  • ეწინააღმდეგება ბაკტერიების, ვირუსებისა და თუნდაც სოკოს გამრავლებას
  • ახასიათებს გამოკვეთილი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, რაც ეხმარება მცირე ჭრილობებისა და ნაკაწრების შეხორცებას
  • აწესრიგებს ქონის ჯირკვლების გამომუშავებას


ქუნჯუთის ზეთი გამოაჯანმრთელებს კბილებსა და პირის ღრუს

ქუნჯუთის მარცვალი შეიცავს ჩვენი კბილებისთვის აუცილებელი მიკროელემენტების ძალზედ დიდ რაოდენობას.
  • • თუ თქვენ მუდმივად მოიბანთ პირის ღრუს ქუნჯუთის ზეთით, კბილები გათეთრდებიან და ღრძილები გამოჯანმრთელდებიან


სელის ზეთი - შხამებისგან ორგანიზმის თავის დაღწევა

სელის ზეთი შეიცავს შეუცვლელ ცხიმის მჟავებს და ვიტამინებს.

საკვებში სელის რეგულარული მოხმარება ხელს უწყობს შხამებისგან ორგანიზმის გაწმენდას და ნივთიერებათა ცვლის დაჩქარებას.

ნუშის ზეთი - ხელებისა და ფრჩხილების სილამაზე

ნუში წარმოადგენს ისეთი სასარგებლო ნივთიერებების უმდიდრეს წყაროს, როგორიცაა ვიტამინები, ამინომჟავები და ანტიოქსიდანტები.

ეს ნივთიერებები აჩქარებენ ფრჩხილების ზრდას. ისინი ასევე ფლობენ სოკოს საწინააღმდეგო თვისებებს.

ასე რომ, სწორედ ეს ზეთი არის თქვენი ხელების სილამაზის შეუცვლელი საშუალება.

აბუსალათინის ზეთი - წარბებისა და წამწამების სილამაზე

აბუსალათინის ზეთი კურნავს და ბუნებრივი მოვლენებით გამოწვეული გადაშრობისგან იცავს წარბებსა და წამწამებს.

თუ ყოველ ღამე ნიღბის სახით აბუსალათინის ზეთს გამოიყენებთ წამწამებისა და წარბებისათვის, შეამჩნევთ, თუ როგორ მკვრივდებიან და ლამაზდებიან ისინი.

ყოველ გოგონას აქვს სილამაზის თავისი საიდუმლოებები, რომლითაც ის წარმატებით სარგებლობს ყოველდღიურ ცხოვრებაში. მოინიშნეთ ჩვენი რჩევები და ყოველთვის იქნებით მოწესრიგებული და თვალისმომჭრელი!!!