თუშარი ჯალაიათი: „ყოველ ღამე გამოშვერილ კოპს დაადე...“

თუშარი ჯალაიათი: „ყოველ ღამე გამოშვერილ კოპს დაადე...“

დიდ თითზე კოპების (ტერფის თითის ვალგუსური დეფორმაციის) მიზეზები მრავალია: ერთობ ვიწრო ფეხსაცმელი, არასწორი კვება, მემკვიდრეობა, ბრტყელტერფიანობა, რევმატიზმი.

როგორც წესი, ფეხის კოპების მოსაცილებლად ორტოპედები უნიშნავენ მაკორექტირებელ ზესადებებს, რომელთა მუდმივი და ხანგძლივი ტარება აუცილებელია, ხოლო ხელმიშვებულ შემთხვევებში - ქირურგიულ ოპერაციას.

სახალხო მედიცინას თავისი შეხედულება აქვს ამ დასანანი პრობლების გადაწყვეტასთან დაკავშირებით.

როგორ დავაღწიოთ თავი ფეხებზე არსებულ კოპებს?

  1. დასაწყისში საჭიროა ზედმეტი მარილებისგან ორგანიზმის გაწმენდა. საღამოს 1 სუფრის კოვზი დაფხვნილი დაფნის ფოთოლს დაასხით 300 მლ წყალი, გააცხელეთ ადუღებამდე და ხარშეთ 5 წუთი. ნახარში გადაასხით თერმოსში და დილამდე დატოვეთ დასაყენებლად. დილით წამალი გაწურეთ და დღის განმავლობაში სულ მცირე ყლუპებით მიიღეთ (ერთბაშად არ დალიოთ მთელი ნახარჯი).
    ყოველ საღამოს მოამზადეთ ახალი სასმელი. საჭიროა ნახარშის მიღება 3 დღის განმავლობაში, ხოლო ერთი კვირის შემდეგ ამ კურსის გამეორება.
  2. 2 თვეში თავს დააღწევთ ფეხზე წამოზრდილ კოპებს, თუ მასზე წაისმევთ ასეთ ნაყენს: დაფნის 5 დიდ ფოთოლს დაასხით 100 მლ არაყი და ერთი კვირით აცალეთ დაყენება, ამასთან წამალი პერიოდულად შეანჯღრიეთ.
    დაალბეთ ფეხები ცხელ სოდიან წყალში (1 სუფრის კოვზი სოდა 3 ლიტრ წყალზე) და ღამით კოპს მიადეთ ნაყენში დასველებული დოლბანდის კომპრესი. ძილის დროს გეცვათ წინდები.
  3. დანაყეთ ასპირინის 5 ტაბლეტი და გააზავეთ 10 მლ იოდში. მიღებული წამალი წაისვით არა მარტო ფეხების კოპებზე. ის სასიკეთოთ მოქმედებს ყველა პრობლემურ სახსარზე: მუხლებზე, იდაყვებზე, კოჭებზე...
  4. ჩინებულად ხსნის ტკივილებსა და ანთებებს იოდის ბადე. 30 დღის განმავლობაში ძილის წინ დახატეთ იგი კოპებზე მას შემდეგ, რაც დაილბობთ ფეხებს.
  5. თუკი 1:1 პროპორციით არევთ იოდსა და ლიმონის წვენს, მაშინ მიიღებთ არა მარტო მზარდი კოპებისგან, არამედ ტერფის დეზისგანაც (პლანტარნული ფასციტისგან) განკურნების წამალს!


აუცილებლად შეინახეთ ეს ინფორმაცია და ფეხის კოპებისგან განკურნების ეს რეცეპტი გაუზიარეთ მეგობრებს!