უმარტივესი ხალხური რეცეპტებით შეგიძლიათ მოიწესრიგოთ დარღვეული მენსტრუალური ციკლი
ქალებმა იციან, როგორი უსიამოვნოა ეს - შეფერხებები ვადებში, ზედმეტი ტკივილები, სისხლის ძალზე დიდი რაოდენობა. ყოველივე ამის თავიდან ასაცილებლად არის რამდენიმე რეცეპტი.
ამენორეა (მენსტრუალური ციკლის დარღვევა )
მენსტრუაციის გაჭიანურება
100 გრ მუხის ფოთოლს დავასხათ თეთრი შემაგრებული ღვინო. დავდგათ 10 დღე თბილ, ბნელ ადგილას. გავწუროთ, მივცეთ ავადმყოფს თითო ს/კ 4 - ჯერ დღეში.
- აიღეთ 1 ნაწილი ჭინჭარი ან შვიტა და 2 ნაწილი სპირტი, დააყენეთ ერთი კვირა. სვით 10 - 10 წვეთი ერთ კოვზ წყალზე. მენსტრუაცია და მისი თანმხლები ტკივილები ძალზე სწრაფად გაქრება.
- 1 ს/კ შვიტა მოხარშეთ 2 ლ წყალში. სვით თითო ს/კ ყოველ 2 სთ - ში. როცა სისხლის დენა შემცირდება, გადადით დღეში სამჯერად მიღებაზე.
- ასევე კარგია მოხარშვა და ხშირი სმა თითო ს/კ ჭინჭრის ნაყენისა. ჩინეთსა და იაპონიაში ძველთაგანვე ძალზე პოპულარულია ქალებში აბზინდის მწარე ბალახების ფესვების ნაყენი ფესვი ( ახალი ან გამხმარი ) ქუცმაცდება, იხარშება და ნაყენი ისმება ს/კ - ით 3 -ჯერ დღეში.
ამენორეა (მენსტრუალური ციკლის დარღვევა )
- 2 ს/კ ალუბლის ქერქი ჩავყაროთ თერმოსში საღამო ხანს, დავასხათ 2 ჭიქა მდუღარე წყალი. დილით გავწუროთ, გავყოთ ოთხად და მივცეთ ავადმყოფს ჭამამდე ერთი საათით ადრე.
- ხახვის კანი ვადუღოთ 3 ლ წყალში. დუღილის დროს წყალი უნდა გახდეს მუქი წითელი. მიღებული სითხე დავლიოთ 1 ჩ/ჭ უზმოზე დილით ან საღამოს.
მენსტრუაციის გაჭიანურება
100 გრ მუხის ფოთოლს დავასხათ თეთრი შემაგრებული ღვინო. დავდგათ 10 დღე თბილ, ბნელ ადგილას. გავწუროთ, მივცეთ ავადმყოფს თითო ს/კ 4 - ჯერ დღეში.