როგორც აღმოჩნდა, არ არის აუცილებელი, რომ მაჯაზე მხოლოდ წითელი ფერის ძაფი ატაროთ.
ალბათ, ყველას გვსმენია ძლიერი თილისმის - წითელი ძაფის შესახებ. მისი უნიკალური თვისებები ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ გახდა ცნობილი. ზოგიერთი მშობელი წითელი ძაფის თვისებებს იყენებს როგორც შვილის დაცვის საშუალებას. თუმცა, როგორც აღმოჩნდა სხვა ფერის ძაფებსაც აქვთ ასეთივე ძლიერი განსაკუთრებული თვისებები.
Fpaparazzi-ის რედაქცია გეტყვით, რომელია თქვენთვის შესაფერისი ძაფის ფერი, რომელიც ყველაფერ იმას მოგიტანთ ცხოვრებაში, რაც გსურთ.
მწვანე ძაფი
მწვანე საკრალური ფერია, ის აერთიანებს ბუნების ძალებს. მიჩნეულია, რომ ასეთი ტიპის ძაფს შეუძლია ადამიანის სულის გაწმენდა, მისი დაცვა ბოროტი და ნეგატიური აურისგან. პატრონს ანიჭებს ბედნიერებას და იცავს სხვადასხვა დაავადებებისგან.
მწვანე ძაფის ტარება რეკომენდირებულია, თუ ცხოვრების ახალ ეტაპზე ხართ, გჭირდებათ ადაპტაცია. მაგალითად, სამუშაო პირობების ცვლილებისას. იგი დაგმუხტავთ ენერგიით, რომელიც დაგეხმარებათ ახალ გარემოსთან შეგუებაში.
ზურმუხტისფერი ძაფი
მწვანე ფერის ყველა ტონი ძალიან სუფთა და ბუნებრივია, ისინი იღებენ ძალას ბუნებიდან და ატარებენ მხოლოდ პოზიტიურ ენერგიას. არც ზურმუხტისფერია გამონაკლისი. მისი დახმარებით ქურდებისგან თავის დაცვაა შესაძლებელი. ის ასევე გააუმჯობესებს თქვენს მატერიალურ მდგომარეობას. შეგიქმნით მშვიდ გარემოს, რომელიც დაგეხმარებათ მნიშვნელოვანი პრობლემების გადაწყვეტაში.
ფორთოხლისფერი ძაფი
ფორთოხლისფერი ძაფი გაწვდით ენერგიას მზისგან. მისი შარმი ასტიმულირებს ყველა გრძნობას და დაგეხმარებათ, უკეთესად იურთიერთოთ გარშემომყოფებთან. ფორთოხლისფერი ძაფი ყველა ადამიანისთვის ძალიან კარგი იქნებოდა, მისი იღბლისმომტანი და მრავალი დაავადებისგან დამცავი თვისებების გამო.
ვარდისფერი ძაფი.
ვარდისფერი ძაფის ჯადოსნური თვისებები პირველად დედაფალმა შებამ აღმოაჩნა, რომელიც ცნობილი იყო თავისი სილამაზით და სიბრძნით. ეს ძაფი ყველაზე მეტად ქალბატონებისთვისაა შესაფერისი, რადგან მასში ქალის ენერგია ჩქეფს. მისი გამოყენება ასევე, შეიძლება როგორც სიყვარულის თილისმა.
ყვითელი ძაფი
ისიც, ფორთოხლისფერის მსგავსად მზის ენერგიით იმუხტება. ეს ფერი კრეატიულობას ამაღლებს. იგი დაგეხმარებათ, შთაგონების წყაროს ძიებაში. მისი ტარება რეკომენდირებულია სტუდენტებისთვის, მოსწავლეებისთვის, ასევე ადამიანებისთვის, რომელთა სამუშაო კრეატივის შექმნაა. ყვითელი ძაფი, ასევე დაგიცავთ ბოროტი ძალებისა ავი თვალისგან.
ლურჯი ძაფი
თუ იღბალს ეძებთ - ლურჯი ძაფი თქვენთვისაა. იგი იდეალური თილისმაა ბიზნესმენებისთვის, რადგან წარმატება და დამოუკიდებლობა მოაქვს. ასევე იზიდავს იღბალს, რომელიც კონკურენტების უკან ჩამოტოვებაში დაგეხმარებათ. ლურჯი ძაფის პატრონი ადვილად კონცენტრირდება მნიშვნელოვან ღირებულებებზე. ასევე აძლიერებს ინტუიციას.
თეთრი ძაფი
თეთრი სიწმინდის სიმბოლოა. ასეთი ძაფი საჭიროა მათთვის, ვინც ახალ ცხოვრებას იწყებს. თუ თქვენ რაღაც მნიშნველოვანი დაკარგეთ, მისი უნიკალური ენერგია ამ ყველაფრის გადალახვაში დაგეხმარებათ. ასეთი ტიპის ამულეტი კარგია სტუდენტებისთვისაც, რომლებიც ხშირად იცვლიან ინტერესებს სწავლაში.
შავი ძაფი
ბევრ ადამიანს მიეჩნია, რომ შავი ნეგატიურთან ასოცირდება, თუმცა ამ ფერს სხვა მხარეც აქვს. შავი ძაფის ტარება თქვენ სიმშვიდეს და თავდაჯერებულობას მოგიტანთ. თუ ბოლო პერიოდში ვეღარ აკონტროლებთ ემოციებს, ეს ამულეტი თქვენთვისაა.