თუ თირკმელებსა და საშარდე გზებში კენჭები გაქვთ მაშინ ეს სამკურნალო საშუალება სწორედ თქვენთვისაა

თუ თირკმელებსა და საშარდე გზებში კენჭები გაქვთ  მაშინ ეს სამკურნალო საშუალება სწორედ თქვენთვისაა
ყველაზე საუკეთესო პერიოდი თირკმელების გასაწმენდად ზაფხულობით საზამთროს სეზონია. საამისოდ უნდა მოვამარაგოთ საზამთროები და შავი პური. ეს იქნება ჩვენი დიეტა მთელი კვირის განმავლობაში. თუ თირკმელებსა და საშარდე ბუშტში კენჭები გვაქვს, ყველაზე ხელსაყრელი დრო მათ გამოსადევნად ღამის 2 -3 საათია (თირკმელების ბიორიტმული პერიოდი).

მკურნალობა

ამ დროისთვის უნდა მიიღოთ თბილი აბაზანა და მასთან შეთავსებით უხვად მიირთვათ საზამთრო.
გაწმენდისას სასურველია ოჯახში ვინმე ახლობელი იმყოფებოდეს; იმიტომ რომ, როდესაც იწყება ქვიშისა და კენჭების გამოდევნის მომენტი, შესაძლოა იგრძნოთ გულის სისუსტე ახლოს უნდა გქონდეთ კორვალოლი, ვალიდოლი, ნიშადურის სპირტი. ეს ხომ პატარა უდანო ოპერაციაა და ამისათვის მზად უნდა იყოთ. პროცედურა გავიმეოროთ 2 -3 კვირის შემდეგ შედეგის მიღებამდე.

თირკმელების გაწმენდის კიდევ ერთი საშუალება:

სელის თესლი 1 ჩ/კ წამოვადუღოთ 1 ჩ/ჭ წყალში. 2 დღის განმავლობაში ყოველ 2 სთ -ში ერთხელ ვსვათ ნახევარ - ნახევარი ჭიქა. თუ ნახარში სქელი იქნება, ცოტაოდენი ადუღებული წყალი შევურიოთ. გემო თუ არ გვესიამოვნა, ცოტა ლიმონის წვენიც ჩავუმატოთ.
სტატიის ავტორი: სულიკო ხეტეშვილი
სტატიის წყარო:ჯანმრთელობის საგანძური